დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ბადრის აქვს ნათქვამი, თუ რევოლიციას სჭირდება, დიდი არაფერი ტრაგედიაა გიორგი თარგამაძის სიკვდილიო“
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/08/05 00:40:28

შვილივით მიყვარს გიორგი თარგამაძე, მაგრამ თუ ის ამ ბრძოლაში დაიღუპა, საქართველოს რევოლუციის ტალღა წალეკავსო - ეს სიტყვები ვახტანგ რჩეულიშვილის ინფორმაციით, ბადრი პატარკაციშვილს ეკუთვნის.

ყოფილი პარლამენტარი და ბიზნესმენი ვახტანგ რჩეულიშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბარში აცხადებს, რომ მას ბადრი პატარკაციშვილის გარემოცვიდან აქვს ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი ბიზნესმენის მონაწილოებით არსებობს ფარული ჩანაწერი, სადაც პატარკაციშილი გიორგი თარგამაზეზე საუბრობს.

„ჩემი ინფორმაციით, არსებობს ჩანაწერი, სადაც ბადრის აქვს ნათქვამი - შვილივით მიყვარს გიორგი თარგამაძე, მაგრამ თუ ის ამ ბრძოლაში დაიღუპა, საქართველოს რევოლუციის ტალღა წალეკავსო, ანუ რევოლიციას თუ სჭირდება, დიდი არაფერი ტრაგედიაა მისი სიკვდილიო. შესაძლოა, გიორგიზე ზემოქმედება ამ ჩანაწერითაც მოახდინეს.

არ გამოვრიცხავ, ეს ჩანაწერები თარგამაძეს ნაცებმა მიაწოდეს და დამონტაჟებულიც კი იყო. ბადრის გარემოცვიდან ვიცი, რომ ასეთი ჩანაწერები არსებობდა და გიორგისაც მოასმენინეს“,-აცხადებს ვახტანგ რჩეულიშვილი.

 

წყარო"პირველი რადიო"

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3575
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია