დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რას გეგმავდა პატარკაციშვილი კოდუასთან და გელბახიანთან ერთად – აუდიოჩანაწერი გასაჯაროვდა
2014/08/03 21:42:05

"ქრონიკა +"-ის რედაქტორი ელისო კილაძე, როგორც თვითონ აღნიშნავს, სოდ-ის ყოფილი უფროსის ერეკლე კოდუასა და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის საუბრის ფარული აუდიოჩანაწერის სრულ ტექსტს აქვეყნებს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მე მივიღე გადაწყვეტილება, არ ველოდები სამშაბათს "ქრონიკა +"-ის საგანგებო ნომერს და ვასაჯაროებ ერეკლე კოდუასა და ბადრი პატარკაციშვილის შეხვედრის ფარული ჩანაწერის სრულ ვერსიას“, - წერს ელისო კილაძე Facebook-ის პირად გვერდზე. 

 

 

- აქ არ ეწევიან, არა?

- დატოვეთ...

- ტელეფონი არ შეიძლება? 

- არა.

ბ.პ.: ესე ადვილია არაა ვთქვა, რომ… (რეკავს ტელეფონი: „ალო, გამარჯობა, ძვირფასო. ნორმალურად, მხოლოდ ახლა არ შემიძლია ლაპარაკი, სადღაც საათნახევარში-ორ საათში, ესე, თუ შეიძლება“. შემდეგ ისევ ვიღაცას მიმართავს ინგლისურად: „ყავა და წყალი, თუ შეიძლება“.).

 ე.კ.: სულ სხვანაირი მეგონეთ შესახედავად.

 ბ.პ.: სხვანაირი შესახედავი ვარ სხვადასხვა დროს.

 ე.კ.: კი.

 ბ.პ.: როცა ცოტა სხვა იმითა ვარ გართული, როცა სხვა საქმეებით და როცა ესეთი საქმეებით, ცოტა სხვანაირი ვარ. რა ხდება თბილისში?

 ე.კ.: რა ვიცი, თბილისში…

 ბ.პ.: ეწევით?

 ე.კ.: კი, ვეწევი, მაგრამ სიგარეტი…

 ბ.პ. გეთაყვა, სიგარეტი და სანთებელა.

 ე.კ.: თეთრი „მალბორო“.

 ბ.პ.: თეთრი „მალბორო“ (მამაკაცი ბადრის ეკითხება: რომელი ჩაი მოვამზადო? ბადრი პასუხობს: თუ შეიძლება, ჟასმინის, გეთაყვა, და წყალი).

 ე.კ.: ჯერჯერობით, იგივეა. ახლა, ამ ეტაპზე, ის აღარ არის, რაც იყო, მართალი გითხრათ.

 ბ.პ.: (იცინის…)

 ე.კ.: რეალურად ეგრეა.

 ბ.პ.: და ეს არაპროფესიონალიზმი მთლიანად სტრუქტურებში არის მოდებული, თუ, უბრალოდ, ზოგიერთი არაპროფესიონალურად მოქმედებს?! ეს თქვენი „მასტერა“ ისევ გაება სერიოზულ ხაფანგში.

 ე.კ.: „მასტერა“ პირადად ჩემი არ არის.

 ბ.პ.: არა, ნუ, მე მხედველობაში თქვენ კი არ მყავხართ.

 ე.კ.: ახალაიასი.

 ბ.პ.: ახალაიასი?

ე.კ.: კი, ჩემი არაა.

 ბ.პ.: ააა, გასაგებია, ე. ი. (იცინის), იცით ეს დღევანდელი ამბები?

 ე.კ.: არა.

 ბ.პ.: ააა, თქვენ არ გცოდნიათ…

 ე.კ.: მე გუშინ ღამე რომ წამოვედი, იმის მერე გზაში ვარ.

 ბ.პ.: დღეს მთელი მსოფლიო ერთ რაღაცაზე საუბრობს, რომ „სანდი ტაიმსმა“ გამოაქვეყნა სატელეფონო საუბარი „მასტერასა“ და ვიღაცა ჩეჩენ საველე მეთაურს შორის, რომელშიც ჩემს ლიკვიდაციას უკვეთავს. და ეს მე მგონია, რომ, რატომღაც, ესეთი აზრი მაქვს, რომ დასაწყისია (იცინის)…

 ე.კ.: არა, მაგაზე ახლა პირდაპირ ისა, თქვენი ლიკვიდაცია, ეს, შეიძლება, ეს ჭორის დონეა, რა…

 ბ.პ.: არა, კაცო…

 ე.კ.: ეს სრულიად წამგებიანია ყველასთვის.

 ბ.პ.: გეუბნები ნაღდს, ნაღდს, ახლა, ბავშვი ხომ არა ვარ და მადლობა ღმერთს.

 ე.კ.: „მასტერა“ მაგას ვერ შეასრულებს, თუ ვინმემ…

 ბ.პ.: (აწყვეტინებს) არა, მომისმინეთ, წავიდა-მეთქი შესაკვეთად, კონკრეტულად…

 ე.კ.: „მასტერა“ წავიდა?

 ბ.პ.: „მასტერა“ წავიდა კონკრეტულად შესაკვეთად, კონკრეტული კაცი არის ცოცხალი და კონკრეტული ის არის, საუბარი 50-წუთიანია, ჩართავ ინტერნეტს, შეხვალ შიგნით და დაინახავ და გაიგებ ზუსტად, რომ ეს არის, ჯერ ერთი, „მასტერა“, მეორე კიდევ - ასიანი შეკვეთაა. თან ისე კი არ არის, დადგმული სპექტაკლი, მაგან რაღაც სისულელეები რომ გააკეთა იმეებზე, ეს არის რეალური, კონკრეტული ფაქტი - ფაქტი, რომელსაც რომ წაიკითხავ, ხო, არ დაგრჩება აზრი იმისა, რომ ვიღაცამ ვიღაცას რაღაცა დაუდგა, ახლა ბავშვები ხომ არ ვართ? ყველაფერი გვესმის, ხო? არ დაგრჩება ამის ის, რა. დაგრჩება ე. ი. აბსოლუტურად შთაბეჭდილება პირველ, ნებისმიერ ადამიანზე, მით უმეტეს, პროფესიონალს, დარჩება აბსოლუტურად შთაბეჭდილება, რომ ეს კაცი არის მისული კონკრეტულ საქმეზე, თან ეუბნება ყველაფერს, რა. ეუბნება: “მინისტრს ჩამოგიყვან აქ“, „ბადრი ჩვენი პოლიტიკური პრობლემაა“, „უნდა ავწიოთ“, “ჩვენ არ გვაწყობს ახლა, რომ საქართველოში გავაკეთოთ ეს”, “ლონდონში უნდა გააკეთო, ან ისრაელში, ან ყველა ვარიანტში თუ არ გამოგივა, აგერ ჩამოდის თვითმფრინავი თბილისიდან ბათუმში ხოლმე და ბათუმიდან იმაში, ურეკში ვერტმფრენით მიდის და იქა, მაშინ”, “ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს ისე, რომ რუსეთს დაბრალდეს”… და მთელი ამბავი. ეს არის, როგორ, იცი? აი, სპექტაკლი კი არ არის დადგმული, არის რეალური, კონკრეტული ფაქტი, რა! რომელიც მე, ასე მგონია, რომ უშუალოდ თვითონ… ავთენტურობით ხომ აბსოლუტურად იქნება. ჯერ ერთი, თუ საჭირო გახდა, მაგი არავის არ სჭირდება, ეს თვითონ, როგორც ფაქტი, არის საინტერესო და არა როგორც ის, რომ ვიღაცის მიმართ საქმე აღძრა და რაღაცეები გააკეთო, მაგრამ თვითონ ფაქტი აბსოლუტურად ნაღდია, რა! ნაღდი, კონკრეტული, თან ისე კი არა, რომ ვიღაცამ ვიღაცას რაღაცა უთხრა, არამედ კონკრეტულად ეს. მერე კონკრეტული ის და რაც მთავარია, ამის ყველაფრის დამადასტურებლად არსებობს. ეს არ არის, ვთქვათ, მე არაფერს არ ვაკეთებ ხოლმე, ისე რომ…

 ე.კ.: ხო, მაგრამ ისეთი არაფერი არ არის, ხო, მაგისი ჯერ? (არ ისმის გარკვევით…)

 ბ.პ.: არა, ახლა ლაპარაკი არის და კიდევ რაღაც-რაღაცეები არის.

 ე.კ.: “მასტერა”, ახლა, “მასტერაა”, რა…

 ბ.პ.: მე მესმის, დონეს რომ…

 ე.კ.: ეგეთი რაღაცეები შეუძლია, შევიდეს ვიღაცა, რაღაცა…

 ბ.პ.: გასაგებია, დააყაჩაღოს რაღაცა ისა… მე მესმის აბსოლუტურად (ერთდროულად საუბრობენ, არ ისმის გარკვევით…)

 

ე.კ.: შეიძლება წაართვას ყველაფერი და ეგ შეუძლია “მასტერას”. “მასტერას” გაკეთებული მეტი…

 ბ.პ.: (იცინის) ვიცი, ამიტომ ისა, ეხლა საკუთარი იმით ხომ არ წავიდოდა ეგ და არ შეხვდებოდა, თან ეს შეხვედრილია ვის, იცი? ის რომ არის, თავები ვინც დააჭრა ინგლისელებს, ხომ გახსოვს? იმასთან არის შეხვედრილი (საუბარია ჩეჩენ საველე მეთაურზე, უვაის ახმადოვზე, - რედ.).

 ე.კ.: თქვენ გჯერათ?

 ბ.პ.: მჯერა?! მე მაქვს ამის დამადასტურებელი, როგორც ფაქტები. აგერ დღეს “დროებას” უყურე და ნახავ, კაცო. მე მაგისი მაქვს დამადასტურებელი ფაქტები! მჯერა-არ მჯერა, ეს სხვა რაღაცაა, იმიტომ რომ მე ბევრი რაღაცეები სხვისიც არ მჯერა, მაგრამ მაქვს კონკრეტული ფაქტები, ძალიან ბევრი და ის, რომ მე არ ვიცი, ახლა, საიდან მოდის და ვისთან მიდის ეს, მე არ ვიცი, თავისი ინიციატივაა, როგორ არის, რა გააკეთეს, რა სისულელეებს აკეთებენ?! ეგ არ ვიცი, მაგრამ ფაქტები რაც არის, ხო, იმას რომ ვერ გაექცევი, არა? ფაქტი დევს!

 ე.კ.: თუ ლაპარაკია და თუ მაგის ხმა არის, ხო.

 ბ.პ.: მაგას გეუბნები, ახლა ფაქტს ვერ გაექცევი, თორემ ლოგიკურობაზე კი არ ვსაუბრობ, ახლა, მე და იმაზე, რომ რამდენად…

 ე.კ.: მაგის ხმა რომ მოვისმინო პირდაპირ…

 ბ.პ.: რა თქმა უნდა, აგერ ინტერნეტს ჩაგირთავ და ახლა ვეტყვი ბიჭებს და ამ წუთში გაჩვენებ, რა. არაფერი პრობლემა არაა (მიმართავს ვიღაცას ინგლისურად: “აქ გვაქვს ინტერნეტი? შეგიძლიათ მონახოთ დღევანდელი “სანდი ტაიმსი”? ესა, ე, ფურცელი. იცით, რა მინდა? მჭირდება ინტერნეტი, ჩემს შესახებ სტატია და მონახეთ საუბრის ჩანაწერი. ნუ, არა, ეხლა მეც აგერ ის ხომ არა ვარ… რა ეშველება ამ?..”)

 ე.კ.: რა ვიცი პოლიტიკა. მე, მართალი გითხრათ, პოლიტიკოსი…

 ბ.პ.: (აწყვეტინებს) შენობით შეიძლება?

 ე.კ.: კი, კი, ვილაპარაკოთ…

 ბ.პ.: რომ იცოდე, რა, არასოდეს არ მქონია, აი, ხომ პრესა არ მყავს და ვიღაც ხალხს რომ არ ველაპარაკები, არასოდეს მქონია ის, რომ მე ვყოფილიყავი რაიმე სახელმწიფო სამსახურში. არასოდეს ჩემს ცხოვრებაში! რომ იცოდე, რა, შენთვის. ე. ი. თავიდან ბოლომდე, რაა, მზად ვიყავი, კაცურად, ლამაზად, გემრიელად მხარში ამოვდგომოდი და ყველაფერი გამეკეთებინა იმისთვის, რომ ქვეყანა გამართულიყო და სერიოზულად გაძლიერებულიყო. ყოველთვის ვეუბნებოდი: ბიჭო, რა გჭირდება, მითხარი, მზად ვარ, აგერ! ვეუბნებოდი: აფხაზეთს და ოსეთს ასე ვერ დავიბრუნებთ, აქ არის საჭირო ფული. აგერ ვარ, გამომიყენე, ჩავდოთ, დავიბრუნოთ! ვეუბნებოდი, რომ ნაწილ-ნაწილ უნდა ვიყიდოთ! აი, ნაწილ-ნაწილ უნდა ვიყიდოთ! ახლა, სწორია ეს თუ არასწორია, ფაქტია, რომ აი, ასე უნდა დავიბრუნოთ. ეს ტერმინი, საერთოდ, ჩემთვის არ არსებობს. მე არ მესმის, ეს ტერმინი რას ნიშნავს, იმიტომ რომ დაბრუნება მე ასეთნაირად მიმაჩნია, რომ ვიღაცამ რაღაცა წაგართვა, ეხლა უნდა მიხვიდე და წაართვა! იმისათვის, რომ ეხლა რუსეთს წაართვა, ეს არის აბსურდი. აქედან გამომდინარე, არის სხვა ვარიანტი. შეგაწერეს? ეხლა უნდა მიხვიდე და თავიდან უნდა იყიდო.

 ე.კ.: ხომ არ შეაწერეს?

 ბ.პ.: არა აქვს მნიშვნელობა, რა მნიშვნელობა აქვს? ქვეყანას შეაწერეს, ხომ?!

 ე.კ.: გაყიდეს…

 ბ.პ.: გაყიდეს. ახლა არ გვაქვს სხვა საშუალება, ხო? უნდა მიხვიდე, თუ გინდა, ისევ დაიბრუნო, უნდა გადაიხადო, ისევ უნდა იყიდო! ამისათვის შევთავაზე ჩემი პროგრამა. მე ვუთხარი: აგერ დავიწყოთ ახლა რაღაცეების ყიდვა, იქ იყიდებოდა, გაგრაში, 24-ე პარტყრილობის ისა… მერე სიგარეტის ფაბრიკა არის იქ, მე მაქვს 50% იქა და მე ვეუბნები, ამით დავიწყოთ, რა, ნელ-ნელა დავიწყოთ ყიდვა, რომ ის აფხაზები დარწმუნდნენ, რომ ჩვენ კი არ ვყრით ამათ, უბრალოდ, მაყუთს ვაძლევთ და ნორმალურად გადიან, უთმობენ. ჩვენ უნდა შევიკრიბოთ ახლა, ამას სჭირდებოდა ოთხი წლის წინ, ამას სჭირდებოდა, ჩემი აზრით, არა უმეტეს, ნახევარი მილიარდი. ოთხი წლის წინ! დღეს, ჩემი აზრით, ხუთი სჭირდება!

 

ე.კ.: მე მგონი, მეტიც სჭირდება.

 ბ.პ.: შეიძლება მეტიც, მაგრამ ოთხი წლის წინ, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდნენ, ამას სჭირდებოდა ნახევარი მილიარდი! ჩვენ ახლა, არ დაგიმალავ და, როცა შევარდნაძის დროს გვქონდა მაშინ ვოიაჟი, დავდიოდით არძინბასა და შევარდნაძეს შორის, ფაქტიურად, გადაწყვეტილი გვქონდა საკითხი, აი, ფაქტიურად გვქონდა გადაწყვეტილი, რა! კონკრეტულად, ყველამ იცოდა, ვინ რას იღებდა, რანაირად და რაზე მივდიოდით. დღეს სულ სხვა მდგომარეობაში ვიქნებოდით, რა! იმიტომ, რომ არძინბა მზად იყო უკვე, რომ ამ საკითხებზე წამოსულიყო ჩვენთან. აბსოლუტურად! ერთადერთი, ვინც ჩაგვიშალა მაშინ, ეს იყო პრიმაკოვი. პრიმაკოვი შევიდა ელცინთან და უთხრა, რომ ბერეზოვსკი მიშლისო იქ ხელსო (ოთახში შემოდის მამაკაცი, მას ბადრი ინგლისურად მიმართავს, რომ აუდიოჩანაწერი მომინახეო), ამიტომ მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ მოვიდა ხელისუფლებაში და მაქსიმალურად გვერდზე დავდგომოდი. მაქსიმალურად! და მე მაქვს ამის დამამტკიცებელი საბუთებიც, რა! არ მჭირდება და არავის არ სჭირდება. უბრალოდ, მაქვს ამის დამამტკიცებელი საბუთები, რაც მაგან ზურას უქნა, ხო, ჟვანიას! ჩემი აზრით, ეს იყო პირველი არაკაცობა, რომელიც მან ჩაიდინა! არ ვიცი ახლა მე ვინ ჩაიდინა, როგორ ჩაიდინა, არც მაინტერესებს, მაგრამ ფაქტი არის ერთი, - ჩაიდინა! მაგით, უმაგისოდ როგორ გააკეთეს, რანაირად გააკეთეს, ეს კონკრეტულად არ მაინტერესებს. მე ვანოსაც ვუთხარი: მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ (არ ამთავრებს აზრს, მიმართავს ოთახში შემოსულ მამაკაცს რუსულად: “მიშა, მომინახე, გეთაყვა, “სანდი თაიმსი”, სადაც ის საუბარია ინტერნეტში. მამაკაცი: თვითონ ჩანაწერი? ბ.პ.: კი, თვითონ ჩანაწერი რომ მოვისმინოთ)… ამის მერე იყო, რომ მეორე დღე იყო ზუსტად, რომ ჩვენი ურთიერთობა დაიძაბა და რატომ: მეორე დღეს გადაწყვიტეს, რომ მოეწვიათ ხუთი ჟურნალისტი სხვადასხვა არხებიდან. იცი, ალბათ. არ ვიცი, სხვადასხვა არხებიდან უნდა მოეწვიათ ხუთი ჟურნალისტი და უნდა ეჩვენებინათ სურათები, სადაც ……… და რაღაცეები, რააა!

 ე.კ.: (არ ისმის)…

 ბ.პ.: ხო, რა, უნდა ეჩვენებინათ ეს სურათები მეორე დღეს. მაშინ იყო, რომ თავისივე ძმაკაცი გავუგზავნე და ვუთხარი: დედას …-მეთქი, თუ ამას გააკეთებ! ეს მეორე დღეს უნდოდათ, რომ ოპერატორების გარეშე მოვიდნენო და მარტო ისეთი ჟურნალისტები მოვიდნენო, რომლებიც შემდეგ არავის არ ეტყვიანო, რა. ახლა შენ წარმოიდგინე ხუთი ჟურნალისტი, რომელსაც შენ იბარებ და რომელიც არავის არაფერს არ ეტყვის! ხო, ჟურნალისტი, არა თვითონ? ხოდა, რომ მომიტანეს ეს ამბავი, არა, იმ წუთში დავიბარე იმის ახლობელი, გავუგზავნე და ვუთხარი: ახლავე დაგიწყებ-მეთქი ბრძოლას, როგორც კი ამას გააკეთებ-თქო! ხოდა, მერე, იმასაქნა, ჩაფარცხა მაგ ისა… მერე სხვა იმაზე გადავიდა და სხვა ფორმით და მესამე დღეს დამირეკა მარტო და: აუ, ბიჭო, რა მოგვივიდა და რაღაცა.

 ე.კ.: არა, მაგას ვერც გააშუქებდნენ, ეგ ისეთი თემაა.

 ბ.პ.: არა, მე რას გეუბნები, მე გეუბნები იმას, რას აპირებდნენ და აპირებდნენ, “კაკ რაზ”, ასეთი ფორმით, რა… ასეთი ფორმით აპირებდნენ, “კაკ რაზ”, რომ, აი, იმასგვექნა რამე (არ ამთავრებს)…

 აი, ასეთი ფორმით მივაწოდოთ საზოგადოებას, რა. თავიდან ხომ დაბნეულები იყვნენ, რა, ხოდა, ამიტომ აპირებდნენ, აი, ასეთი ფორმით, რა, რომ, აი, ჟურნალისტებმა იცოდნენ, რომ ასეა. ჩვენ საზოგადოებას არ ვეტყვით და გამოგვივა ისე, რომ ჩვენ ვმალავთ ამას და…

 ე.კ.: ყველამ იცის, ჩათვალეთ.

 ბ.პ.: ხო, რა თქმა უნდა… ახლა მაგენი რაც უფრო ნაკლებს ლაპარაკობენ, სპეციალურად აკეთებენ ამას, რომ ვითომ ჩვენ ვიცავთ იმის სახელს და იმის ყველაფერს, რაა. ამ დროს, ნუ, კარგად გვესმის ყველაფერი. მე რატომ ვყვები ამ ყველაფერს? უბრალოდ, მინდა, რომ იცოდე, რომ მე არ ვარ ის ადამიანი, რომელი ადამიანიც, უცბად აიღო და დაუპირისპირდა ახლა მიშას, რა. ჩვენ გვქონდა, აი, რაღაცა, რომ მოვიდა ხელისუფლებაში, ავიღე და 51% “მზის”, “მზე” ხომ ჩემი იყო? “მზე” ჩემი იყო. ეთქვა ჩემთვის, “იმედი” მომეციო, “იმედსაც” მივცემდი, იმიტომ, რომ მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ მოვიდა ხელისუფლება, რომელი ხელისუფლებაც ნანატრი გვქონდა და რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანა ახლა ნორმალურად განვითარდეს და ნორმალურად წავიდეს, რა! და ზურასი მჯეროდა აბსოლუტურად. ღამეები გვაქვს გათენებული ფიქრზე, იმაზე, როგორ ავაწყობდით ეკონომიკას, რას გავაკეთებდით და ის პროგრამა, რომელი პროგრამაც გაკეთდა, ფაქტიურად, ჩემი გაკეთებული იყო, 32%-მდე დავიყვანეთ ეს გადასახადები - დღგ და შემცირება და ა. შ. და ა. შ. ვეხვეწებოდი: შენი ჭირიმე, გავაკეთოთ ამნისტია-მეთქი, იმისთვის, რომ ბიზნესმა ამოისუნთქოს-მეთქი და ბიზნესი რომ ამოისუნთქებს, მერე უკვე ქვეყანა ეკონომიკურად სერიოზულად განვითარდება. არადა, გვქონდა კანადაში შეკვეთილი, სამი მილიონი გადავიხადე, კანადაში მქონდა შეკვეთილი გეგმა, სამი მილიონი გადავიხადე ყველაფერში. ზუსტად იმის მერე მივაფურთხე ყველაფერს, იმიტომ რომ მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა, რა!

 ე.კ.: ბიზნესი საერთოდ იყო დღეს მაგის 50-60% ყველაფერი (გაურკვეველია)…

 ბ.პ.: აბსოლუტურად! ხომ გახსოვს, ზურა გამოვიდა და თქვა: ხალხო, 2004 წლამდე ყველა საბუთები შეგიძლიათ გადაყაროთო, იმიტომ, რომ ჩვენ ვაცხადებთ ამნისტიასო, არაფერი პრობლემა არ იქნებაო. მერე გამოაცხადეს ამნისტია ისეთი, ჩემს იმას რომ მიუდგებოდა, მხოლოდ ისეთი, რომ, აი, 200 $ კაცმა, რომ რაღაცა არ დაუწყეს ხალხს, მერე ჩამორთმევა სახლების და იმეების, 90-იანი წლების, ის, რაც არ მომხდარა, პოსტსაბჭოთა სივრცის არც ერთ რეგიონში. ამათ დაიწყეს ზუსტად, რა!

 ე.კ.: ეგ მეც შემეხო ძალიან ცუდად.

 ბ.პ.: ყველას შეეხო მაგი, მაგი შეეხო ყველას, ძალიან! ერთადერთი, ვისაც არ შეეხო, ეგ ვიყავი მე და რატომ ვიყავი მე ესეთი განწყობით საერთოდ? მე ვიცოდი, რომ საქართველოში მე არაფერი არ მაქვს, არაფერი არ მაქვს ნაშოვნი, მე არაფერი არ შემეხება, ამიტომ მე ვიყავი ამოღებული ხმალივით და მე მინდოდა, რომ ამ ბიზნესს დავდგომოდი გვერდით. მე შალიკიანი რომ დავიცავი მაშინ, სულ არ ვიცნობდი იმ შალიკიანს. ერთხელ მყავს ნანახი. გახსოვს, ძუძუებით გადმოგდებული რომ აჩვენეს იმის ცოლი და სახლში რომ ჩაუდეს რაღაცა?!

 ე.კ.: კი.

 ბ.პ.: მაშინ იყო, პირველად რომ გამოვედი.

 ე.კ.: ოქრუაშვილმა დაიჭირა.

 ბ.პ.: ხო, არა აქვს მნიშვნელობა, ვინ დაიჭირა, მაგრამ მაშინ იყო პირველად, რომ გამოვედი სააკაშვილთან ერთად და ჟვანიასთან და ყველასთან და მაშინ გავაკრიტიკე ესენი და ვუთხარი: ქართველ კაცს რატომ აყენებ ესეთ მდგომარეობაში?! დაიჭირე, მოკალი, მაგრამ რა გინდა, რომ ცოლი გამოგყავს ამოვარდნილი ძუძუებით და რაღაცეებით, ხო?! ეს საქართველოში სხვა მენტალიტეტის ხალხია, კაცო! სხვანაირად უყურებს ამას ყველაფერს.

 ე.კ.: მაგი ყოველთვის იქნება საქართველოში, ყოველთვისაა ქართველებში, ოჯახს არ უნდა შეეხო!

 ბ.პ.: არ უნდა შეეხო, ხო! ოჯახი არის რაღაც…

 ე.კ.: ოჯახი ყოველთვის იყო.

 ბ.პ.: აბსოლუტურად, აბა, რაა!.. ოჯახი არის ისეთი, რომელსაც არ უნდა შეეხო! მე და შენ მტრები ვართ, რა პრობლემაა? წავიდეთ და რაც გინდა გავაკეთოთ, მაგრამ ცოლ-შვილს არ შეეხო, იმიტომ, რომ ეს მოგიტრიალდება ისეთნაირად მერე, რომ შეიძლება სულმთლიანად გადაატრიალოს ქვეყანა, არა? ამან ამით დაიწყო და ეს იყო პირველი, რასაც მე შევეწინააღმდეგე! მერე იყო ეს ფონდების ამბავი, კაცო! შე დალოცვილო, მოდი, რა, რამდენი გჭირდება, მითხარი, რა! სულ ვეუბნებოდი: რა გჭირდება? რამდენი გჭირდება? მოდი, რაა, არ გინდა ეს ბიზნესის დატერორება. შეშინებული ბიზნესი ვერაფერს ვერ გაგიკეთებს მერე. ბიჭო, ვეუბნები, - ეს “მელკი” ისინი არ გჭირდება, რა!.. - აუ, შენ არ იცი, ეს სხვა ის არის, შენ - სხვა!.. ნუ მერე წავიდა! წავიდა ჟვანიას მერე, ხომ? რა თქმა უნდა, სერიოზულად დავუპირისპირდით, ძალიან სერიოზულად, იმიტომ რომ გაიყო, ფაქტიურად, ჩვენი გზები, მერე უკვე და მაგი ვერ მიხვდა ვერაფერნაირად, რომ მე ერთი მილიონით, ერთი მილიარდით მეტს მომცემდა თუ ნაკლებს, ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ჩემთვის ჰქონდა მნიშვნელობა პრინციპებს! მე შენ, მილიარდის გულისთვის და ათი მილიარდის გულისთვის კი არა, ათასი მილიარდის გულისთვის არ ამოვიღებ იარაღს და, არ გესვრი, იმიტომ რომ ეს ჩემი პრინციპია! იმიტომ კი არა, რომ არ შემიძლია, იმიტომ, რომ ჩემი პრინციპია! შენ ჩემთვის არაფერი ცუდი არ გაგიკეთებია და არ გავაკეთებ ამას ფულის გულისთვის! ზუსტად ასეა “იმედთან” მიმართებაში. ვეუბნები: “იმედი” არ იყიდება! გაანებე თავი, რა, “იმედი” არ იყიდება! თან, კიდევ ვეუბნები, რომ “იმედი” - ეს არის შენი გადარჩენის საშუალება, რომ “იმედი” სანამ არის, შენ შეგიძლია იყო წყნარად, იმიტომ, რომ ხალხს გამოაქვს, რაა, რაცა აქვს გულში ბოღმა და აღარ უნდა მერე ქუჩაში გამოსვლა, აღარ უნდა რაღაც-რაღაცეები. ვერ მიხვდა ამას ვერაფრით, რაა!.. გინდა თუ არა, მომყიდე “იმედი”, მომყიდე! ვერ მიხვდა ამას, რომ ეს არ იყიდება! და თან, ახლა, მე მაგის გიჟი ვარ?! რას ჰქვია, მომყიდე “იმედი”?! რაც გინდა მომცეს იმ “იმედში”, არ ვიცი… რომ ხვალ იმასაც წამართმევს, მერე და იმასაც… სულელი ვარ თუ რა?! ამიტომ როგორ შეიძლება, რომ შენ დაცვის ისა… რაც შენ გაქვს დასაცავი მექანიზმი, ის მისცე ხელში? მაგი ხომ შეუძლებელია?! ამას ვერ მიხვდა ვერაფრით! მაგი არაფერი და… რაც მთავარი იყო, ხო მე საერთოდ ვცდილობდი, რომ მაქსიმალურად ეს ოპოზიციაც არ მინდოდა, რა! მართლა არ მინდა, რომ 91 წელს დავუბრუნდეთ, რა, მართლა არ მინდა!.. მართლა არ მინდა, რომ ქვეყანაში დაიწყოს რაღაც არეულობა! მაგან შექმნა ეს, მე არ შემიქმნია.

 ე.კ.: ახლა, სადღაც, ეგრეა 50X50-ზე.

ბ.პ.: ეგრეა, კი, კაცო, ეგრეა ახლა! ახლა ეგრეა და მაგას ჰგონია, რომ მაგი ახლა სიტუაციას რაღაცნაირად დაიჭერს. უბრალოდ, ვერ დაიჭერს! მაგან ჩაატარებინა ახლა, დემოკრატების ჯგუფები რომ ჩამოიყვანა, რომლებიც “აიპიოს” რეიტინგებს რომ აკეთებენ. აღარ გამოაქვეყნებინა. გააკეთებინა რეიტინგები და აღარ გამოაქვეყნებინა. რომ დაინახა, სიტუაცია რეალური როგორიცაა, აღარ გამოაქვეყნებინა უკვე ეს რეიტინგები. ახლა ფიქრობს, მხოლოდ და მხოლოდ ერთ რაღაცაზე: რა გავაკეთო იმისთვის, რომ შევინარჩუნო ადგილი და ამ დროს ჰქონდა თავისი ადგილიც შენარჩუნებული, მე არაფერს არ ვერჩოდი და არ ვეუბნებოდი, რომ მიშა, ან იმას ვეუბნებოდი (არ ამთავრებს აზრს)… დამიპირისპირდა რაღაც-რაღაცა სისულელეების გამო! ბიჭო, ავაშენე ტერმინალი, ხო, იმაში, რა ქვია, ყულევში?! ავაშენე ტერმინალი არა?! იყიდებოდა ფოთის პორტის ისინი… რაღაცეები, ხო?! ბიჭო, რა უქნა ამ ინაიშვილს, ტო?!. ე. ი. მე სპეციალურად ჩავაწერინე ფასი ორჯერ მეტი, ვიდრე ის ღირდა და რატომ? მე მინდოდა, რომ ცხრა თვე არ დამეკარგა და ჩემთვის ფეხებზე მეკიდა, სამ მილიონს მივცემდი თუ მილიონ ნახევარს, იმიტომ რომ ტრეინინგები მინდოდა მეწარმოებინა უკვე ადგილზე იქ, სადაც ინფრასტრუქტურა იყო; იმიტომ, რომ ხალხი შემდეგ პირდაპირ ასევე ამეყვანა და გადამეყვანა იქა, რომ ერთი დღე არ გამეჩერებინა. როგორც კი ის ამუშავდებოდა, ეგრევე დაიწყებდა ხალხი მუშაობას უკვე და ამიტომ ჩემთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა, რამდენს გადავიხდიდი. ხუთი რომ ეთქვათ, ხუთს გადავიხდიდი, რა! ამიტომ, როცა ვკითხე, - რა ღირს? მითხრეს, - ჰა, ჰა, მილიონ ნახევარი. მე ვუთხარი, - გადაიხადეთ სამი, რომ ნაღდად მოვიგოთ, რაა!.. არ მინდა, ახლა, ამათთან ჩხუბი და რაღაცეები. მეხვეწებოდნენ ბიჭები, რომ არ გინდა, ორი დაწერე და რატომ აგდებ მილიონსო?! მე ვუთხარი, - გადი, კაცო, შენ ვინ გეკითხება, ჩემი ფულია, ხო? გადაიხადეთ სამი! ადგა და რა გააკეთებინა, ტო?! ოღონდ ბადრიმ არ აიღოსო და სამ მილიონ 60 ათასად თუ რაღაცა ჩაადებინა იქა ის ტერმინალი, რომელიც ორ მილიონზე მეტი, რომ მოკლა, ვერ ამოიღებ, რა, იქიდან, იმისთვის, რომ ბადრიმ არ წაიღოსო, რა! ვეკითხები, - რატომ, ბიჭო?! - არაო, მე არაფერ შუაში არ ვარო. მერე მეორე - ეს ინაიშვილი მოვიდა, დამიჩოქა, მითხრა, - რა ვქნა, ბადრი, ბოდიში, დამაძალესო! ნუ, კაი, არა აქვს ამას მნიშვნელობა და არ ვიცი, ახლა, რამდენი უნდა მოვიგონო?! მილიონი რაღაცეები, რა!

 ე.კ.: ეგ ყველაფერი ძნელი გასახსენებელია, საქმე საქმესთან დაკავშირებით?

 ბ.პ.: ფაქტი არის ერთი, ძალიან უბრალო, რა, დღეს მაგას აქვს ორი გზა: ერთი გზა არის მაგისთვის, შემომითვალა, სხვათა შორის, რამეზე ხომ არ მოვილაპარაკოთო? და მე შევუთვალე, - შენ გაქვს-მეთქი ორი გზა, ერთი არის ცუდი, მეორე არის ძალიან ცუდი. ცუდი გზა არის ის, რომ შენ, მაშინ “იმედი” გახსნილი არ იყო, შენ “იმედს” გახსნი, - ეს არის შენთვის ცუდი გზა და მაშინ დედა გაქვს ნატირები, წააგებ და მეორე: შენ “იმედს” არ გახსნი და გადახვალ დიქტატორის სტატუსში, დამთავრებულია სხვა! ვერაფერი ვერ გააკეთა, ისე დააწვა მთელი მსოფლიო, რომ გაახსნევინა ეს “იმედი”! გასაგებია, ახლა, არა აქვს ამას აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა ახლა, უკვე, დღეს ჩემთვის. ფაქტი არის დღეს ერთი - რეალურად, კონკრეტულად, თუ მაგას უნდა, რომ მოიგოს, უნდა ჩაყაროს. როგორც კი ჩაყრის, ეგრევე დედა აქვს ატირებული, რაა, იმწუთას!

 ე.კ.: პიარი ახლა ისეთი აქვს მიშას, რომ რაღაც ძალიან ბევრი ხალხი მიდის, რა. რეალურად, რომ ავიღოთ, ტელევიზორში რომ ვუყურე, აი, იძახიან, რომ მასა ძალით გამოყავთო. 20 ათას კაცს ძალით ვერ გამოიყვან.

 ბ.პ.: არა და არც გინდა. მომისმინე, უბედურება რაშია…

 ე.კ.: ხალხი…

 ბ.პ.: (აწყვეტინებს) უბედურება რაშია, მე გეტყვი: საქმე იმაშია, რომ ჩვენი ელექტორატი არის გაყოფილი ორ ნაწილად - ერთი არის პასიური ელექტორატი, მეორე არის აქტიური ელექტორატი. ვინ იყო გამოსული 2-ში? 2-ში ეს იყო გამოსული აქტიური ელექტორატი. ვინ გამოდის იქ ადგილებზე? ეს არის პასიური ელექტორატი. აქედან გამომდინარე, რა მდგომარეობაა დღეს? დღეს არის მდგომარეობა, როცა აქტიური ელექტორატი ელოდება მიშას წაგებას, ამიტომ სულ უბრალო რამე რომ გააკეთო, ძალიან უბრალო, რომ 5 რიცხვში წარმოიდგინე, რომ არის აბსოლუტურად გამჭვირვალე არჩევნები და მიშას აქვს ყველაზე კარგი შანსი, რომ მოიგოს, როგორც კი მიშა გამოვა და იტყვის, “მე მოვიგე!” - ეს აქტიური ელექტორატი წამოვა მიშაზე და რაც უფრო მეტი იქნება განსხვავება პროცენტებში, რომელი პროცენტითაც მიშა იტყვის, რომ მე მოვუგე ჩემს კონკურენტს, მით უფრო აგრესიულობა იქნება გაზრდილი ამ აქტიურ ელექტორატში.

 ე.კ.: კონკურენტებში, მართალი გითხრა, “გრეჩიხა” და ისინი კონკურენტები არ არიან არც ერთი.

 ბ.პ.: გასაგებია, მაგრამ აქ არის მეორე მომენტი…

 ე.კ.: ახსნა…

 ბ.პ.: (აწყვეტინებს) არავითარი ახსნა არ უნდა, ეს ყველაფერი დალაგდება. ეს ყველაფერი არის დროის ამბავი, მარტო, და მე მგონია, რომ ამ კვირაში დალაგდება ეს ყველაფერი. აქედან, რა თქმა უნდა, იქნება ერთი კანდიდატი. რა თქმა უნდა, მაგას არ უნდა ლაპარაკი, მაგან შეიძლება რაღაცეები წარმოიდგინოს და ეგრე არ არის, რა თქმა უნდა, იქნება ერთი კანდიდატი.

 ე.კ.: როგორ დადიან, როგორ იგინებიან, რა კლიპები, რაღაცა, პირიქით იმათზე ასხამს, რა!..

 ბ.პ.: რაც შეეხება ელექტორატს, რაც შეეხება თვითონ პიარს, ეს არის დაგეგმილი ფორმულა, რომლის დაგეგმილი ფორმულა არის თვითონ ამერიკელების, იქიდან მოდის ეს, მაგათზე კარგი საარჩევნო გამოცდილება არავის არა აქვს, ამიტომ სამწუხაროა, რომ მაგან დღემდე ვერ გაიგო ეს. შეიძლება, გაგებულიც აქვს, უბრალოდ, მიყვება დინებას, ახლა როგორც მიყვება, ამიტომ ეს სუყველაფერი დღეებით არის გათვლილი და ყველა დღეს რაც უნდა გაკეთდეს და უნდა მოხდეს, ისე იქნება. ეს არ არის პრობლემა, ამიტომ, თვითონ კანდიდატი, რომელი კანდიდატიც იქნება, მას ექნება აბსოლუტურად ყველა ის ხმა, რომელიც არის მიშას წინააღმდეგ, ეარის ფაქტი! მაგრამ აქ არის მეორე მომენტი: რა თქმა უნდა, უნდა დაიწყოს მისი შინაგანი რღვევა! აი, შინაგანი რღვევის დაწყება - ეს არის ერთ-ერთი მთავარი, რომელიც აუცილებელია ამ კონსტრუქციაში! ეს არის, როგორც ორჯერ ორი ოთხია.

 როგორც კი ეს შინაგანი რღვევა დაემატება, ამას, ხომ, დამთავრებულია ამბავი აბსოლუტურად. შინაგანი რღვევა - მე მხედველობაში მაქვს გუნდი. ახლა მიშა მაჭავარიანი და ის, რომ მაგათ თხუთმეტ წუთში რომ გაყიდის, მაგას, მე მგონი, დიდი ლაპარაკი არ უნდა. მაგათ, უბრალოდ, დანახება უნდათ სიტუაციის, - აი, სიტუაცია ასეა! ხუთი წუთი რომ მოუსმენ, გაიგებ, რაა!

  ბ.პ.: არც მითქვია, რა… მე ვთქვი, მე რად მინდა, რომ ვთქვა, თვითონ იტყვიან-მეთქი, ვინც საჭიროა. მე რაში მაინტერესებს? ამიტომ მე ამას, რა ვიცი, ვუყურებ ასეთნაირად. მეორე მომენტია: გუშინწინ გამოვიდა მიშა და, - მეო, ჰილარი კლინტონმა წარმადგინა იმაზეო… ნობელის პრემიაზეო… და ის კი არ უთქვია, რანაირად წარადგინა ჰილარი კლინტონმა ნობელის პრემიაზე? იმას რომ არ იტყვის, რომ ეს ბადრის დამსახურება იყო და ბადრის იმასქნა. იმიტომ, რომ ჟვანიას რა აზრი ჰქონდა, ფაქტიურად, მაგასთან დაკავშირებით? მაგასთან დაკავშირებით ჟვანიას ჰქონდა ერთი აზრი, რომ ჩვენ უნდა შევუქმნათ მაგას რაღაცა სისტემა, რომლითაც ეგ სადმე წავა, გაიზრდება, რა, რომ არ გვინდა ეგ… ეს იყო ჟვანიას აზრი, საწყალის, რა!.. აი, ასეთი პერსპექტივა ჰქონდა და რა, რომ მოდი, რაღაც შევუქმნათ მაგას იმისათვის, რომ გავიყვანოთ, ან გაეროს გენერალურ მდივნად, ან რაღაცა ისეთი მივცეთ, რომ მოშორდეს ქვეყანას! რომ მიაჩნდა, რომ ეგ არის ნამდვილად … რა. რაც მართალია, … იცოდა.

 აქედან გამომდინარე, ეს იყო ძირითადი და იმიტომ იყო, ჩვენ მუშაობა რომ დავიწყეთ იმაზე, რომ ნობელის პრემია, რაღაცეები… რაღაცეები… და ყოფილიყო ადამიანი, რომელი ადამიანიც შეიძლება რომ გაიზარდოს, მერე იქ რაღაცა თანამდებობა მიეცემოდა სერიოზული და გავიდოდა, რა… და მაგასაც აწყობდა ეს ყველაფერი. მერე გაუჩნდა აზრად, რომ მაგი უნდა გამხდარიყო, იუშენკო რომ ნახა, ისინი რომ დაინახა, რომ აქ, - ვაა!.. მეო, საშუალება მაქვსო, ფაქტიურად, ძალიან სერიოზული თანამდებობა დავიკავოო! 

სრული ჩანაწერი იხილეთ ამ მისამართზე; http://qronikaplus.ge/?p=1458

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2562
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია