დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სასწრაფო დახმარების გამოძახებას ყოველთვის ვეღარ შეძლებთ
2014/07/15 18:50:44

უახლოეს მომავალში საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდება, რომლის მიხედვითაც სასწრაფო სამედიცინო გამოძახებები დარეგულირდება.


როგორც „კომერსანტს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში (033) განუცხადეს, ჯერ–ჯერობით საკანონმდებლო ინიციატივა არ მომზადებულა, თუმცა, გეგმაში არის და უახლოეს მომავალში დაიწყება მუშაობა იმაზე, თუ როგორ დაასტაბილურონ არამიზნობრივი გამოძახებები, რაც შესაძლოა რამდენიმე მიმართულებით ჩამოყალიბდეს.


მათივე განცხადებით, სასწრაფო სამედიცინო ბრიგადების რაოდენობის გაზრდა ვერ აღმოფხვრის ამ პრობლემას მაშინ, როდესაც მხოლოდ თბილისში დღე–ღამეში 2 000 და მეტი გამოძახებაა. 

 

„მთავარია ადამიანებმა გაიგონ, თუ როდის არის საჭირო გადაუდებელი დახმარება“, – აღნიშნავენ ცენტრში და დასძენენ, რომ არსებობს ოჯახის ექიმები და ამბულატორიები, სადაც მომხმარებელს შეუძლია მიმართოს ისეთ სიტუაციებში, რომელიც გადაუდებელი არ არის. 

 

წინააღმდეგ შემთხვევაში, არამიზნობრივ გამოძახებაზე მისულმა ბრიგადამ, შესაძლოა, რეალური საფრთხის ქვეშ მყოფ ავადმყოფთან მისვლა დააგვიანოს და ეს მძიმე შედეგით დასრულდეს.

 

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრს თბილისში 13 ფილიალი აქვს, რომლებიც ტერიტორიული პრინციპით არის გადანაწილებული და მთელ ქალაქს მოიცავს.

 

აღნიშნული პრობლემა ჯერ კიდევ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ 2012 წლის ოქტომბერში დასვა და განაცხადა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას მოსახლეობა ხშირად არამიზნობრივად, ტაქსის ფუნქციით იძახებენ, ამიტომ, გამოძახებების რაოდენობა უნდა შეიზღუდოს.

 

საკითხის გატანა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე მიმდინარე წლის მაისში იგეგმებოდა.

 

წყარო: http://commersant.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 21327
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია