დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მასშტაბური სტუდენტური დასაქმება იწყება - დეტალები პროექტის შესახებ
2014/07/15 11:32:42

სტუდენტები კიდევ ერთი დასაქმების პროგრამის მოლოდინში არიან. ამჯერად ისინი მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროცესში ჩაერთვებიან. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ერთობლივი პროექტი ნოემბერში დაიწყება, მანამდე კი ხანგრძლივი შერჩევის პროცესია დაგეგმილი. 

Aris.ge-განათლება დაინტერესდა რითი განსხვავდება აღნიშნული პროექტი ცნობილი summer job-ისგან, რამდენი სტუდენტის დასაქმება იგეგმება, როგორ მოხდება მათი შერჩევა და რა ანაზღაურებას მიიღებენ ისინი. პროექტის დეტალები საქსტატთან ერთად განათლების მინისტრის მრჩეველმა, ოთარ აბესაძემ გაგვაცნო.



- ბატონო ოთარ, რამდენ უმაღლესს და სტუდენტს შეულია ჩაერთოს სტუდენტური დასაქმების პროგრამაში?

- მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 10 წელიწადში ერთხელ ხორციელდება, წელს ეს პროექტი საქართველოში ტადება. სწორედ აქედან გამომდინარე, სამინისტრომ საქსტატთან გააფორმა მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც საქართველოში არსებული ყველა უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის სტუდენტი დასაქმდება. თითო ფაკულტეტზე კი მინიმუმ რამდენიმე ათეული სტუდენტი, საშუალო კვოტირებით თითო ფაკულტეტზე საუბარია 30-დან 60 სტუდენტამდე. ფაკულტეტები რეკომენდაციას გაუწევენ იმ სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება და ქულები. ეს სტუდენტები დასაქმდებიან პირდაპირ, hr.gov.ge-ს გვერდის ავლით. ყველა უნივერსიტეტზე გაცემულია გარკვეული ტიპის კვოტა. პირობითად, დაუვუშვათ თსუ-ს რომელიმე ფაკულტეტზე უნდა დასაქმდეს 40 სტუდენტი. უმაღლესი არჩევს საუკეთეჯო GPA-დან პირველ 40-ს. დანარჩენებს შეუძლიათ, რომ hr.gov.ge-ს საშუალებით დარეგისტრირდნენ და დასაქმდნენ, მას შემდეგ, რას საქსტატი ვაკანსიას გამოაცხადებს. სისტემა არის შემდეგი-ფაკულტეტი აწვდის რექტორს რეკომენდირებული სტუდენტების სიას, რექტორი ჩვენ, ჩვენ კი საქსტატს. სტუდენტებს არჩევს უნივერსიტეტი და არა სამინისტრო, ჩვენ უბრალოდ ამ ყველაფერს აკუმულირებას ვუკეთებთ და ვაძლევთ საქსტატს რომ დაასაქმოს სტუდენტი. 

-რა სამუშაო ექნებათ სტუდენტებს შესასრულებელი და რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროექტი?

სამუშაო ჩატარდება 5-19 ნოემბერს. მანამდე ერთი კვირა იქნება ტრენინგები, რომელსაც საქსტატი ჩაატარებს. 1-19 ნოემბრის ჩათვლით, ყველა დასაქმებულ სტუდენტს გაცდენა ჩაეთვლება საპატიოდ, რადგან მათ ექნებათ სრული სამუშაო გრაფიკი - 10:00 საათიდან-18:00 საათამდე. მნიშვნელოვანია ისიც, პროექტის მომნაწილეები მოსახლეობის აღწერას იმ ტერიტორიაზე ჩაატარებენ, სადაც მათი ფაქტიური მისამართია. პირობითად, თუ სტუდენტი ცხოვრობს თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე, მისი ტერიტორია იქნება მიცკევიჩის ერთ-ერთი ზონა, რომ არ ჰქონდეს ტრანსპორტის პრობლემა. თითოეული სტუდენტი ვალდებული იქნება 2 კვირაში 120 ოჯახი აღწეროს, დღეში საშუალოდ 8 ოჯახი, რაც სავსებით ნორმალურია, მაგრამ ამავდროულად ძალიან საპასუხისმგებლო. ვინაიდან თითოეული ინტერვიუს ხანგრძლივობა საშუალოდ 35-40წუთია. მე მინდა ყველა სტუდენტმა იცოდეს, რომ ეს არ არის summer job-ის ტიპის დასაქმება, ეს არის სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი და აქ თითოეული შევსებული გრაფა ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, სასურველია, რომ დასაქმებულები ამ საკითხს ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდონ. 

- რითი განსხვავდება ეს პროექტი summer job-ისგან და რა ანაზღაურებას მიიღებენ სტუდენტები?

- მათ შორის ფუნდამენტური განსხვავებაა. summer job წინასაარჩევნოდ დაგეგმილი პოპულისტური პროექტი იყო, სადაც სტუდენტების უმრავლესობას არც კი შეუსრულებია სამუშაო, ისე მიიღეს ანაზრაურება. რაც შეეხება ჩვენს პროექტს, ეს არის სახელმწიფო მნიშვნელობის პორექტი, რომელიც ტარდება 10 წელიწადში ერთხელ, რის საფუძველზეც გავიგებთ რამდენი ვართ, რამდენი ემიგრანტია საქართველოში და ა.შ. სტუდენტები ჩაერთვებიან ამ პროცესში, აიმაღლებენ კვალიფიკაციას და მიიღებენ ანაზღაურებას 400-დან 500 ლარამდე. (საქსტატის ინფორმაციით, თანხა დასაზუსტებელია - ნ.თ)

-როდიდან დაიწყება რეგისტრაცია და რა პროცედურებს გაივლიან სტუდენტები?

-იმ სტუდენტებისთვის, რომელთაც პროექტის ფარგლებში ფაკულტეტები შეარჩევენ რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. მაღალი GPA-ს მქონე სტუდენტებს სასწავლებლიდან ივლისის ბოლოს დაუკავშირდებიან. მათ უნდა შეავსონ სპეციალური ბლანკი, წარმოადგინონ CV, ანუ ავტობიოგრაფია, დეკანის რეკომენდაცია სპეციალური დრაფტით, ასევე, პირადობის ასლი და საბანკო რეკვიზიტები, რომელზეც ანაზღაურება ჩაერიცხებათ. ყველა ეს დოკუმენტი დარჩება დეკანატში, რის შემდეგაც, 30 ივლისამდე, ყველა უნივერსიტეტი ამ ინფორმაციას ჩვენ მოგვაწვდის. მაღალი GPA-ს მქონე სტუდენტების შერჩევა და შეფასება გასული წლის მონაცემებით მოხდება. 

-რამდენად გარანტირებული აქვს მაღალი GPA-ს მქონე სტუდენტს, რომ ის დასაქმდება და ვინ იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას?

-შესაძლებელია, ბავშვს ჰქონდეს მაღალი მოსწრება და GPA, მაგრამ არ გააჩნდეს ისეთი კომუნიკაციის უნარი, რომელიც ოჯახში შესვლისას, ჩასატარებელი სამუშაოებისთვის გამოდგება. ამ შემთხვევაში, პირობითად, თუ ფაკულტეტზე 40 სტუდენტია განაწილებული, ჩვენ ვითხოვთ 60 სტუდენტის სიას, იმისათვის, რომ დავტოვოთ ეს შუალედი ასარჩევად. საბოლოოდ ის 40 სტუდენტი აუცილებლად დასაქმდება. ინდივიდუალურ გადსაუბრებას იმ სამუშაოს უნარებზე, რომლებიც სტუდენტებს დასჭირდებათ როგორც ინტერვიუერებს, საქსტატი ჩაატარებს. რაც შეეხება სამინისტროს ჩართულობას, სამინისტრო აკონტროლებს გასაუბრების პროცესს, ასევე დასაქმებულების რაოდენობას. გასაუბრებაში პირადად მე ვმონაწილეობ. 

როგორც Aris.ge-განათლებისთვის გახდა ცნობილი, სწორედ გასაუბრებაა გადამწყვეტი ფაქტორი სტუდენტის საბოლოო დასაქმებისთვის და არა მაღალი მოსწრება.

"საქსტატის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია, სამინისტროს მიერ რეკომენდებული სტუდენტი არ იქნეს აყვანილი".

როგორც Aris.ge-განათლებას საქსტატში განუცხადეს, ამ ეტაპზე კრიტერიუმების ჩამოყალიბების პროცესში არიან, თუმცა ცნობილია, რომ ყურადღებას ადგილობრივი გეოგრაფიის ცოდნაზე, კომუნიკაბელურობაზე და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარზე გაამახვილებენ. საბოლოო მონაწილეები სწორედ გასაუბრების შედეგად შეირჩევიან. გასაუბრება აგვისტო-სექტემბრის თვეში ჩატარდება, დრო კი შერჩეულ პირებს წინასწარ ეცნობებათ.


"ანაზღაურება დაზუსტდება მას შემდეგ, რაც განხორციელდება ქვეყნის მასშტაბით საველე პერსონალის ზუსტი რაოდენობის დადგენა. წინასწარი გაანგარიშებით, აღმწერის შრომის ანაზღაურება ქ. თბილისში 500 ლარს, ხოლო რეგიონებში 400 ლარს შეადგენს; მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მთლიანი ბიუჯეტი 2014-2016 წლებისათვის დაახლოებით 13,3 მლნ. ლარს შეადგენს",- აცხადებენ საქსტატში. 

და ბოლოს, რაც ყველა დასაქმების მსურველმა სტუდენტმა უნდა გაითვალისწინოს: სტუდენტების მუშაობას მონიტორები გააკონტროლებენ. თითოეულ მათგანს მუშაობის პროცესში ექნება რუქა მისამართებით და სახლების ნომრებით. მონიტორები გააკონტროლებენ, რამდენად კეთილსინდისიერად ასრულებენ ისინი სამუშაოს და რამდენად სრულფასოვნად იქნება აღწერილი მოთხოვნილი ინფორმაცია. ყოველ 5 სტუდენტს 1 ინსტრუქტორი ეყოლება. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საველე პერსონალის (მათ შორის სტუდენტი) მიერ, მასზე დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო შრომის ანაზღაურება არ განხორციელდება.

ცნობისთვის, იმ სტუდენტებისთვის, ვინც ფაკულტეტების სიებში ვერ მოხვდებიან და სხვა მსურველთათვის, საქსტატი ვაკანსიებს Hr.gov.ge-ზე აგვისტოს შუა რიცხვებიდან გამოაცხადებს, რეგისტრაციის ბოლო ვადა კი სექტემბრის პირველი რიცხვები იქნება.

 

წყარო: http://news.edu.aris.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3253
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია