დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საჩხერესა და ჭიათურაში საკრებულოს თავმჯდომარეთა არჩევნებმა მშვიდად ჩაიარა
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/07/14 16:16:24

დღეს საჩხერესა და ჭიათურაში 10 საათზე დაიწყო საკრებულოს სხდომები, რომლებზეც დამტკიცდა საკრებულოს თავმჯდომარეები და თავმჯდომარეთა მოადგილეები.

 

საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე დასახელდა თამაზ ნადირაძე, რომელიც 27 წევრიდან 26 წევრის მხარდაჭერით იქნა არჩეული. ასეთივე მხარდაჭერით დადგინდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ ირაკლი ჩხიკვაძე. საჩხერის საკრებულოს სხდომაზე არ გამოცხადებულა წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა ზაბახიძე, რომელიც ამჟამინდელი საკრებულოს წევრიცაა. ხმის დამთვლელმა კომისიამ დაუშვა შეცდომა, როცა გამოაცხადა, რომ თამაზ ნადირაძეს მხარი დაუჭირა 27-მა დეპუტატმა. ხმის მიცემამდე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ზურაბ ცერცვაძემ განაცხადა, რომ არცერთ კანდიდატურას არ დაუჭერდა მხარს და არც იმას ეცდებოდა, რომ პოლიტიკური ავანტურა განხორციელებულიყო მისი მხრიდან. ამის შემდეგ ხმის დამთვლელმა კომისიამ გადაამოწმა ბიულეტენები და შესწორება სათანადოდ გააფორმა.

    

საჩხერის ახალ საკრებულოში

 

 

 

რაც შეეხება ჭიათურას, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს, 30 ხმის მხარდაჭერით, ალექსანდრე ციცქიშვილი, ხოლო მოადგილედ პაატა გოგოლაძე.

 

 

რაც შეეხება საკრებულოში ფრაქციებისა და კომისიების ხელმძღვანელთა არჩევის საკითხს, იგი ოთხშაბათამდა გადაიდო საჩხერეში, ხოლო ჭიათურაში_ხუთშაბათამდე.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2460
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია