ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"ისინი, ვინც მარკეტინგზე მუშაობს, მოუნდათ, რომ მესისთვის მიეცათ ის, რაც მას არ ეკუთვნის. ისეთი შთაბეჭდილება დარჩა თითქოს არც მესის უნდოდა ამ ჯილდოს აღება.
ხოლო მოსფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად ჯეიმს როდრიგესს მივიჩნევ.
გერმანელებმა იმის გამო მოგვიგეს, რომ მოედანზე ჩვენს მცველებს შორის ურთიერთგაგება არ იყო. მეტოქე ვერ გვჯობნიდა", - განაცხადა მარადონამ.
შეგახსენებთ, გერმანიამ არგენტინას დამატებით დროში მინიმალური ანგარიშით 0:1 მოუგო. ერთადერთი გოლის ავტორი მარიო გიოტცე გახდა. მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება კი ლიონელ მესის მიენიჭა.