დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მეხუთე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი გახდა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/07/14 12:00:41

ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის არჩევანით ახალი საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი დავით დვალმა დაიკავა. თავმჯდომარის პოსტზე მის კანდიდატურას კენჭისყრაში მონაწილე 21 დეპუტატიდან მხარი 20-მა წევრმა დაუჭირა. ერთი ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი, ხოლო  საკრებულოს „ნაციონალმა“ წარმომადგენლებმა არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღეს

„ჩვენ ჩვენს  სიტყვას შევასრულებთრაც შეეხება ქალაქისთვის წინსვლის პროექტებსამას მხარს დავუჭერთ

ხოლო პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ ჩვენს თავზე და ვერ მივიღებთ საკრებულოს 

პოლიტიკური პოსტის არჩევნებში მონაწილეობას.“  განაცხადა „ნაციონალმა საკრებულოს წევრმა დავით გოგისვანიძემ.

 

დავით დვალი 1977 წელსაა დაბადებული.


სწავლობდა ქუთაისის N1  და N3 საშ.სკოლაში; ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტშიიურიდიულ სპეციალობაზე; ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტსტი _ ასპირანტურა/სისხლის-სამართალი.

 

სხვადასხვა დროს მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწე; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საკადრო და საორგანიზაციო განყოფილების უფროსად; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე.

 

წინა მოწვევის საკრებულოში იყო ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარე და ამავე დროს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა. ასევე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ქუთაისის საკრებულოს საკონკურსო-სატესტაციო კომისიას. ბოლოს ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში იგი „ქართული ოცნების“ სიით მონაწილეობდა. 

 


შეგახსენებთ, რომ ახალი მოწვევის საკრებულო დღეს პირველ სხდომას მართავს. ქუთაისის 25 ადილიან საკრებულოში 18 კაციანი უმრავლესობით მოხვდა „ქართული ოცნება“. პირველი სხდომის დღის წესრიგში განსახილველად სულ 23 საკითხია წარმოდგენილი.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5028
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია