დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დღეს ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულო პირველ სხდომას გამართავს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/07/14 09:51:27

დღეს ქუთაისის მეხუთე მოწვევის საკრებულო პირველ სხდომას გამართავს. დეპუტატების ნაწილისთვის ეს პირველი საკრებულო მანდატია, ნაწილი კი ძველ  სავარძელს დაიკავებს.


ახალი მოწვევის საკრებულო 5 პარტიულია. საკრებულო 25 წევრიანია.  25მანდატიდან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით საკრებულოში  „ქართული ოცნების“ სახელით 18 დეპუტატი მოხვდა, 4 წევრით არის წარმოდგენილი“ნაციონალური მოძრაობა“, რაც შეეხება „ნინო ბურჯანაძე–გაერთიანებულ ოპოზიციას“, „ლეიბორისტულ“ პარტიას და „პატრიოტთა ალიანს“ საკრებულოში თითო წევრით არიან წარმოდგენილი.


 

დღესვე უმრავლესობა საკრებულოს და კომისიის თავმჯდომარეებს აირჩევს. საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე დავით დვალის და ნატო ქათამაძის კანდიდატურები მოისაზრებოდა, თუმცა დეპუტატები ამ დრომდე თავმჯდომარის პოსტზე მათ არჩევას არც უარყოფდნენ და არც ადასტურებდნენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2370
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია