დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
VIDEO – ქუთაისში ბოინებზე დაკლული პირუტყვის სისხლი მდინარე რიონში ჩაედინება
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/07/10 13:30:09

ცხოველთა სასაკლაო ე.წ. ბოინებზე პირუტყვის დაკვლის პროცესი 2013 წლიდან განახლდა, რითიც ბაზარზე უხარისხო ხორცის შეტანის საფრთხე ნაწილობრივ მოგვარდა. თუმცა, როგორც ადგილობრივები და ბაზრობებზე ხორცით მოვაჭრე ადამიანები აღნიშნავენ, ბოინებზე ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ არაა მოწესრიგებული და რიგი დარღვევები ხდება. როგორც ჩვენმა ერთ–ერთმა წყარომა აღნიშნა, ხშირად ნარჩენები მდინარეში იყრება და პირუტყვის დაკვლაც შესაბამისი წესების დაუცველად მიმდინარეობს.


psnews.ge   შეეცადა, არსებულ ვითარებას ადგილზე გაცნობოდა, რისთვისაც ნიკეას დასახლებაში არსებული ბოინების სიახლოვეს, მდინარე რიონის სანაპიროების დათვალიერებას შევეცადეთ. ზედაპირულად ნარჩენების აღმოჩენა ვერ მოხერხდა, თუმცა მდინარესთან დაკავშირებული პატარა არხით რიონში წითელი შეფერილობის სითხე, სავარაუდოდ, სისხლი ჩაებინება, რაც შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს და  არასასიამოვნო სუნიც იგრძნობა. მდინარეში ჩამდინარე სითხე რომ სისხლია, ადასტურებენ იქ მყოფი მეთევზეები და აღნიშნავენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა და ხშირად ხდება, თუმცა მდინარეში ნარჩენების ნახვის ფაქტს ვერ იხსენებენ.


მდინარე რიონში მათი ბოინიდან  გამდინარე სისხლის ჩადინების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს შპს „ლომას" ვეტექიმი და აღნიშნავს, რომ შესაძლოა, სისხლი მეორე  ბოინიდან ჩაედინებოდეს, რადგან მათ საერთოდ არ აქვთ კანალიზაცია. რაც შეეხება შპს „ლომას", იქ სალექავები არსებობს, რის შემდეგაც  სისხლი ქალაქის კანალიზაციას უერთდება, კანალიზაციიდან კი სად მიდის, არ იცის. თუმცა ერთ–ერთმა თანამშრომელმა, რომელმაც სისხლის მდინარეში ჩაღვრის ფაქტი ჯერ უარყო, მოგვიანებით აღნიშნა: „მთავარი ის კი არაა, სისხლი სად ჩაედინება, მთავარია, როგორ ჩაედინება? სისხლი იფილტრება, ის ფაქტი, რომ ფერი ჩანს, საშიშროებას არ წარმოადგენს".


აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მეორე ბოინი მათგან დაახლოებით ერთ კილომეტრში, უშუალოდ რიონის პირას  მდებარეობს, სადაც, სავარაუდოდ, კანალიზაცია საერთოდ არ არის.


რეალურად საიდან ჩაედინება სისხლის ფერის სითხე მდინარეში და რამდენად ხდება ქუთაისში არსებულ ბოინებზე სტანდარტების დაცვა, სად გადის ბოინებზე არსებული ნარჩენები და რამდენად აკონტროლებს შესაბამისი სამსახურები პირუტყვთა სასაკლაოს – psnews.ge აგრძელებს მუშაობას და დატალურ ინფორმაციას უახლოეს დღეებში მოგაწვდით.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2430
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია