დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ანტისოციალური ქცევის მოზარდებისთვის მედიაციის ცენტრში დროის გასატარებელი ადგილები გამოიყოფა
2014/07/08 15:33:26

იუსტიციის მინისტრმა მედიაციის ცენტრი გახსნა


თბილისში, ნაძალადევის რაიონში (ცოტნე დადიანის ქ. №34), საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ მედიაციის სახლი გახსნეს. მედიაციის სახლში განთავსდა დანაშაულის პრევენციის ცენტრის  ორი სამმართველო, რომლებიც არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციასა და მედიაციის სხვადასხვა მიმართულების განვითარებაზე იმუშავებენ. მედიაციის სახლის უმთავრესი დანიშნულება მედიაციის ხელშეწყობა და მისი გამოყენების სფეროების გაფართოებაა. მედიაცია დანაშაულის პრევენციის ცენტრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.


ახალი შენობის  აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც დანაშაულის პრევენციის ცენტრმა მედიაციის გაფართოება გადაწყვიტააქამდე მედიაცია მხოლოდ იმ არასრულწლოვნებისთვის ხორციელდებოდა, რომლებმაც პირველად  ჩაიდინეს ნაკლებად მძიმე დანაშაული. კერძოდ,  კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდი  პროკურორის მიერ გადაწყვეტილების  მიღების ეტაპიდან განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში  ერთვება და იღებს შანსს, განერიდოს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას (ერთი შანსის პრინციპი).


დანაშაულის პრევენციის ცენტრის დახმარებით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და, შესაბამისად, სასჯელაღსრულების დაწესებულებებს  652 არასრულწლოვანი განერიდა, მათგან 142 კი მედიაციის პროცესში  ჩაერთო დაზარალებულთან ერთად. 


მედიაციის სახლში სპეციალური პროგრამები ამოქმედდა იმ მოზარდთათვის, რომლებსაც არ ჩაუდენიათ დანაშაული, მაგრამ ხასიათდებიან ანტისოციალური ქცევით და მათი მხრიდან კანონდარღვევის რისკი მაღალია. სპეციალურად მათთვის მედიაციის სახლში იმუშავებს ახალგაზრდული ცენტრი, სადაც არასრულწლოვნებს დროის საინტერესოდ და ნაყოფიერად გატარების საშუალება ექნებათ. 


დანაშაულის პრევენციის ცენტრი  მუშაობას საოჯახო მედიაციის კუთხითაც გეგმავს. პრიორიტეტული იქნება ისეთი შემთხვევები, რომლებიც ოჯახური კონფლიქტის დროს არასრულწლოვანთა ინტერესებს აზიანებს ან მათზე ძალადობის საფრთხეს შეიცავს.


მედიაციის სახლის ინტერიერი მყუდრო და კომფორტულია; აქ ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ დახმარების საჭიროების მქონე ბენეფიციარებმა ამ სივრცეში დაცულად იგრძნონ თავი და თავისუფალი დროის გატარების სურვილი გაუჩნდეთ


განრიდებისა და მედიაციის პროგრამის შედეგების  ანალიზი აჩვენებს, რომ მედიაციით განხორციელებული  განრიდების შემთხვევათა დიდი უმრავლესობა წარმატებით დასრულდა და განმეორებით ჩადენილი დანაშაულის რიცხვი მინიმუმამდეა დაყვანილი. წარმატებულმა გამოცდილებამ დანაშაულის პრევენციის ცენტრს მედიაციის მიმართულებით ახალი პროგრამების დანერგვის შესაძლებლობა მისცა. ცენტრის  თანამშრომლებს  საშუალება ექნებათ, კიდევ უფრო მეტი სერვისი შესთავაზონ მათ და დაეხმარონ საზოგადოებაში საკუთარი ადგილის პოვნაში.


 

მედიაციის სახლი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად შეეცდება,  დანერგოს ისეთი პრაქტიკა, როგორიცაა: ოჯახური მედიაცია, სკოლის მედიაცია და ქუჩის მედიაცია. აღნიშნულ სფეროებში მედიაციის დანერგვა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს დანაშაულის პრევენციაში. 

 

წყარო: საქართველოს იუსიტიციის სამინისტრო

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2471
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია