დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბიძინა ივანიშვილი ტელეწამყვანი ხდება
2014/07/08 11:39:17

ტელეკომპანია GDS ადასტურებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არხზე ერთ-ერთი საზოგადოებრივ-შემეცნებითი ტოქ-შოუს ავტორი და თანაწამყვანი იქნება. ამის შესახებ GDS-ის განცხადებაშია საუბარი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. 



"გვინდა გამოვეხმაუროთ საზოგადოებაშიგავრცელებულ ინფორმაციას, ახალისეზონიდან განახლებულიმა უწყებლობისა და სატელევიზიო ბადისცვლილების შესახებ. ვადასტურებთ, 
რომ საზოგადოებრივ-შემეცნებითი თოქ-შოუს ავტორი და თანაწამყვანი ბიძინა ივანიშვილია. აღნიშნული თოქ-შოუ, საეთეროდ "GDS Production"-ს უნდა დაემზადებინა. განიხილებოდა მისი საზოგადორბრივი მაუწყებლის ეთერში განთავსება, თუმცა ამას, შესაძლოა, გარკვეული კითხვები გამოეწვია საზოგადოებაში, ამიტომ გადაცემის იდეის ავტორთან შეთანხმებით, გადაწყდა ალტერნატიულ ვერსიებზე მუშაობა. ამვერსიებიდან,ყველაზე სწრაფად და მარტივა (ზედმეტი კითხვების გარეშე) პროექტზე მუშაობის დაწყება, ტელეკომპანია GDS-ს შეეძლო, ამიტომ არხის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება დროებით, მაუწყებლობის ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. არ გამოირიცხება ის ვერსიაც, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, პროექტი გადაეცეს საზოგადოებრივ მაუწყებელს ან სხვა რომელიმე კერძო ტელეკომპანიას, ხოლო GDS TV დაუბრუნდეს მაუწყებლობის პირვანდელ ფორმატს.

 

 ვადასტურებთ, რომ მიმდინარეობს იდეის და ზოგადად, პროექტის დამუშავების პროცესი, თუმცა არ ვადასტურებთ არც ერთ გავრცელებულ  ინფორმაციას პროექტის შინაარსობრივ მხარესა და სხვა მონაწილე ადამიანებთან დაკავშირებით. ნებისმიერი საჭირო ინფორმაცია თემასთან დაკავშირებით გასაჯაროვდება და ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, მანამდე კი ტელეკომპანია GDS საზოგადოებას მიმართავს თხოვნით, თავი შეიკავოს  დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან", - ნათქვამია განცხადებაში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3845
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია