დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სოციალურად დაუცველთა მდგომარეობის შეფასება ახალი კრიტერიუმებით მოხდება
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/07/04 13:08:17

სოციალურად დაუცველი ოჯახების მდგომარეობა ახალი კრიტერიუმებით შეფასდება.


სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ქუთაისის სერვის ცენტრში აცხადებენ, რომ მათთვის არ არის ცნობილი რაიმე კონკრეტული რეგულაციის შესახებ, თუმცა მათი თქმით, მიმდინარეობს ახალი მეთოდოლოგის შემუშავება, რომლის მიხედვით განისაზღვრება სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასების საგრანტო მაჩვენებელი. როდიდან დაიწყება ახალი სისტემის ოჯახების სოციალური მდგომარეობის შეფასება, ჯერჯერობით, ქუთაისში ამის შესახებ არ იციან.


ჯანდაცვის სამინისტროში წარდგენილი პროექტის თანახმად, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი აგენტების შეფასება, ანკეტა შეივსება ოჯახის წევრებისა და სახელმწიფო სამსახურიდან შესული ინფორმაციის საფუძველზე და თავიდან გადამოწმდება ინფორმაცია სოციალური სტატუსის მქონე მოქალაქეების შესახებაც.


საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგიენკოს განცხადებით, თავიდან გადაიხედება ქულები, თუმცა ეს პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება.


სოციალური დაცვის სააგენტოს ინფორმაციით,  ძირითადი აქცენტი ოჯახის შემოსავლებზე  და მის მიერ უძრავი ქონების ფლობაზე გაკეთდება და არა იმაზე, თუ რამდენს ხარჯავს ოჯახი საჭიროებიდან გამომდინარე.


გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობსაქართველოში აცხადებს, რომ არსებული სოციალური პროგრამა ვერ ითვალისწინებს ბავშვთა პრობლემებს და საჭიროებებს. მათ მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, საქართველოში ბავშვთა სიღარიბე 25-27%-ით იზრდება, მაშინ, როცა სხვა ჯგუფებში მოსახლეობის სიღარიბის მაჩვენებელი იკლებს.


 

UNICEF-ის რეკომენდაციით, საქართველოში უნდა შეიცვალოს არა მხოლოდ  ქულების დათვლის მეთოდოლოგია, არამედ უნდა დაწესდეს ფულადი დახმარება ღარიბ ბავშვებზე. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2968
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია