დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მიზეზი, თუ რატომ უნდა შეამციროთ შაქრის დოზა!
2014/07/03 12:29:33

თქვენი საყვარელი ადგილი ტკბილეულის მაღაზიებია. თქვენი ბავშვის ტორტის უდიდესი ნაწილი თქვენს თეფშზე აღმოჩნდება და წამებშიქრება. დილით ყავაში ყოველთვის ერთ (შეიძლება ორ) კოვზ შაქარსაც ყრით. დღის განმავლობაში, შოკოლადსაც მიირთმევთ. საერთო ჯამში თქვენ გიყვართ შაქარი! მიუხედავად სინანულისა, თქვენ არ ფიქრობთ, შეწყვიტოთ შაქართან ურთიერთობა. გირჩევთ, რომ ზომიერება დაიცვათ ყველაფერში.


ნახშიროწყლები (გლუკოზფრუქტოზასახამებელი), ასევე შაქარიც შეიცავს 4 კალორიას თითო გრამზე (1 კოვზი შაქარი უდრის 20 კალორიას). როდესაც შაქრის მიღება დაბალანსებულია, არ წარმოადგენს საშიშროებას. ხოლო, თუ შაქრის დოზას არ გავაკონტროლებთ, შესაძლოა გაგვასუქოს კიდეც. გასუქება იქით იყოს და, შაქრის გადაჭარბებულმა დოზამ, შესაძლოა სხვა უკუჩვენებებიც გამოიწვიოს.

 

შაქარზე დამოკიდებულება
კვლევამ, რომელიც, ამერიკელმა ენდოკრინოლოგმა, Dr. Robert Lusting-მა ჩაატარა, აჩვენა, რომ შაქარზე დამოკიდებულება, ჰგავს ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულებას, ვინაიდან შაქრის გადაჭარბებული დოზა, გამოჰყოფს დოფამინს მორფინისა და ჰეროინის მსგავსად.

კვლევა ჩატარდა ვირთხებზე დაკვირვებით, ადამიანზე დაკვირვება არ განხორციელებულა, თუმცა ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ შაქრის მიღება იწვევს სიამოვნების შეგრძნების გამძაფრებას.

შაქარი აფუჭებს კბილების 
შაქარი, აფუჭებს კბილებს, ამიტომაც არის, რომ დედა ყოველთვის ცდილობს ნაკლები ტკბილეული აჭამოს პატარას.
პირის ღრუში არსებულ ბაქტერიებთან ერთად, შაქარი გამოჰყოფს მჟავას, რომელიც 20 წუთის განმავლობაში აქტიურია და  კბილებს საგრძნობლად ვნებსუნდა მოერიდოთ ასევე შაქრის შემცველი გამაგრილებელი სასმელების მიღებას, რომელთა შემადგენლობაშია ციტრატი და ფოსფორი.  კარიესი ძალიან ადვილად შეიძლება განვითარდეს, თუკი კბილებს სათანადოთ არ ვუვლით.

 

შაქრის გადაჭარბებით მიღება ასუქებს, ისევე, როგორც ჭარბი საკვები.
კვლევების თანახმად, ჭარბი წონის ადამიანებს აქვთ მაღალი გლიკემიური ინდექსი. ასე რომ, დიეტის დროს მხოლოდ კალორიების და ნახშიროწყლების მიღებას არ უნდა ვერიდოთ!

 

შაქარი შეიცავს გლუკოზასა და ფრუქტოზას. თქვენს ორგანიზმს ესაჭიროება გლუკოზა. მეორეს მხრივ, ფრუქტოზა არ წარმოადგენს მეტაბოლიზმის ნაწილს და მას ორგანიზმი არ გამოჰყოფს. ასე რომ, ფრუქტოზის უმეტეს ნაწილს ღვიძლი გარდაქმნის ცხიმად, რაც თქვენს გასუქებას იწვევს.

 

ამდენი ვისაუბრეთ შაქრის გადაჭარბებით მიღებაზე, მოდით განვსაზღვროთ, რას ნიშნავსგადაჭარბებით მიღება“? მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევებზე დაყრდნობით, მიღებული შაქარი უნდა შეადგენდეს, დღის განმავლობაში მიღებული კალორიების 10 %-ეს ნიშნავს 12 კოვზზე ნაკლებ შაქარს დღის განმავლობაში ზრდასრულებისათვის. ასევე, 330 მლ. გამაგრილებელი სასმელი, შეიცავს 7 კოვზ შაქარს. 250 მლ. ხილის წვენი კი, 6 კოვზს (კოვზებში, ჩაის კოვზი იგულისხმება).

საინტერესოა, Yale- სამედიცინო სკოლაში, 2013 წელს ჩატარებული კვლევა, რომელიც ამბობს, რომ ფრუქტოზი, ჭამის მადას მატებს ადამიანს, ვინაიდან შიმშილის გრძნობას დიდი ხნით ვერ დაიკმაყოფილებთ.

სურათზე მოცემულია, თუ რამდენ შაქარს შეიცავს თქვენი საყვარელი სასმელი:

 

ძალიან მცირეა სხვაობა თეთრ, ყავისფერ და შავ შაქარს შორის. მათში კალორიები დაახლოებით იგივე დოზითაა წარმოდგენილი. მცირე განსხვავება ვიტამინისა და რკინის შემცველობაშია, რომელიც ყავისფერ და შავ შაქარშია წარმოდგენილიარსებობს ბუნებრივი დამატკბობელი, რომელიც კალორიებს არ შეიცავს, ეს არის სტევია. ხელოვნური კი ასპარტამი, სახარინი და სურკალოზაარა თქმა უნდა, ზემოთ ჩამოთვლილიც აუცილებლად უნდა მიიღოთ რეკომენდებული დოზით.

 

შაქარი ამცირებს ბუნებრივი სიტკბოს შეგრძნებას
შაქრის მიღებით თქვენ ამცირებთ გემოს შეგრძნებას, რომელიც ბუნებრივი საკვებიდან მიიღება. მაგალითად, თუკი მიირთმევთ ხილს, როგორიც მარწყვი და ქლიავია, უკვე აღარ გეჩვენებათ ტკბილი. ვისაც ტკბილეული გიყვართ, კარგი იქნება თუ პრიორიტეტს ბუნებრივ სიტკბოს მიანიჭებთ და კანფეტს ჩაანაცვლებთ ხილითა და ბოსტნეულით, რადგან ორგანიზმისათვის ბევრად მარგებელია.

 

 

შაქარმა შეიძლება გაგიფუჭოთ კანი.
თუკი კანზე, ხშირად შენიშნავთ ჩირქოვან გამონაყარს, ეს შეიძლება გადაჭარბებული შაქრის მიღების ბრალიც იყოს. სამეცნიერო ჟურნალში, „Journal of the Academy of Nutrition and Dietetics“-ში გამოქვეყნდა კვლევები, სადაც შაქრით მდიდარ საკვებს კანის დაავადებებთან აკავშირებენ. სისხლში შაქრის მაღალმა დონემ, შეიძლება გაააქტიუროს ჰორმონები, რომლებიც ცხიმოვნების აწევას იწვევს და აკნეს აღიზიანებს.

 

პრობლემა მხოლოდ ჩირქოვან გამონაყარში არ არის, შაქარი ნაოჭების მომრავლებასაც იწვევს, როგორც დერმატოლოგი, Dr. Nicholas Perricone ამბობს, შაქარს აქვს თვისება კანის კოლაგენისა და ელასტინის დეგრადაცია გამოიწვიოს. კოლაგენის დაშლისას, კანი ხდება მშრალი და მგრძნობიარე.

თუ გსურთ სახეზე ახალგაზრდული იერი შეინარჩუნოთ, შეამცირეთ შაქრის მიღების დოზა.

 

შაქარი ტვირთავს ღვიძლს!
შაქრის ყველაზე შეუმჩნეველი უარყოფითი მხარე არის ღვიძლის გადატვირთვა. როდესაც შაქრით მდიდარ საკვებს ან სასმელს იღებთ, შაქარი იმატებს სისხლში და ინსულინი გამოიყოფა. ღვიძლი კი ინსულინს სისხლიდან შაქრის მოშორებითპასუხობსგლუკოგენის შესაქმნელად. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ღვიძლი ამუშავებს გლუკოგენს და მას ცხიმად გარდაქმნის, რაც ღვიძლში გადაჭარბებული ცხიმის დაგროვებას იწვევს. ჭარბმა ცხიმმა ღვიძლში კი, შეიძლება მეორე კატეგორიის დიაბეტი გამოიწვიოს. ასევე, შაქარი ზრდის თირკმელებში კენჭის გაჩენის რისკს. უფრო კონკრეტულდ კი, დღეში 1 ბოთლი გამაგრილებელი სასმელის მიღებით ეს შანსი 25%-ით იზრდება.

 

მოკლედ, გირჩევთ, ბევრ შაქარსა და მის შემცველ გამაგრილებელ სასმელებს, ამჯობინეთ წყალი ან უშაქრო ჩაი.

 

წყარო: feme.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2795
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია