დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტყიბულში ინდივიდუალური გამრიცხველიანება დაიწყო
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/07/03 12:27:40

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გურნაში გამრიცხველიანების პროცესი იმერეთის ვიცე - გუბერნატორმა ალექსანდრე იოსებაშვილმა მოინახულა.


 მოსახლეობის ინდივიდუალურ გამრიცხველიანებასენერგო პრო ჯორჯიაახორციელებს.


ამ დრომდე სოფელს საერთო მრიცხველი ჰქონდა და ადგილობრივ მცხოვრებლებს დახარჯულ ელექტროენერგიაზე მეტის გადახდა უწევდათ.


 როგორენერგო პრო ჯორჯია  ადმინისტრაციაში აცხადებენ, გამრიცხველიანების შედეგად სოფელში ელექტროენერგიის მიწოდებაც გაუმჯობესდება.


 

ამ ეტაპზე ინდივიდუალური მრიცხველით 270 ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი. იმერეთში  გუბერნატორის ადმინისტრაცია სოფელ გურნის მოსახლეობასაც შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა.ადგილობრივებს ყველაზე მეტად წყლისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პრობლემა აწუხებთ. ალექსანდრე იოსებაშვილი მათ არსებული პრობლემების ეტაპობრივად გადაწყვეტას დაპირდა.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2470
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია