დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"ქუთაისი–ეს მუშაობს"–კვლევის შედეგები
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/07/02 12:51:34

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "ქუთაისი –ეს მუშაობს" კვლევის შედეგებს დღეს არასამთავრობო სექტორი გაეცნო. პროექტის მიზანია ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვასა და პრიორიტეტების გამოკვეთაში მოსახლეობის ჩართვა.


პროექტი ორწლიანია და 2016 წელს დასრულდება.


სულ 960 ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხულთა უმეტესობა მთავარ პრობლემად საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობას და გრაფიკით მიწოდებულ წყალს თვლის.


პროექტის დირექტორის  მერაბ მეშველიანმა არასამთავრობო სექტორს კვლევის შედეგები გააცნო.


მნიშვნელოვანია,რომ მოსახლეობა და სამოქალაქო სექტორი იყოს აქტიურად ჩართული საკუთარი ქალაქის ბიუჯეტის დაგეგმარებაში და იმ მთავარი პრიორიტეტების გამოკვეთაში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. პროექტი ორწლიანია და შესაბამისად ჩვენ ერთად განვსაზღვრავთ რა უნდა იყოს მნიშვნელოვანი 2015–2016 წლების ქუთაისის ბიუჯეტში“,–ამბობს მეშველიანი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2674
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია