დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ოთარ ქანდარიას მეუღლე მხატვარზე წიგნის დაწერას აპირებს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/07/01 12:18:28

თვითმყოფადი ხელწერის ქუთაისელი მხატვარი ოთარ ქანდარია სულ ახლახანს გარდაიცვალა. მხატვრის მეუღლე, მანანა ლარცულიანი, მის შესახებ წიგნის დაწერას აპირებს, ამის თაობაზე ქალბატონმა მანანამ დღეს სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. მის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

 

 

ვწერ წიგნს, მასზე ვინც ყველაზე ახლობელი იყო ჩემთვის და მჯერა მეც ყველაზე ახლობელი ვიყავი და ვარ მისთვის. ცოცხალი აღარაა ოთარ ქანდარია.... ჩემი მეუღლე. მინდა თითოეული ეპიზოდი გავიხსენო,აღვიდგინო. ძალიან ბევრია,საიდან დავიწყო ჯერ ისიც არ ვიცი. მინდა გესაუბრო და უფრო გამიადვილდება ალბათ, შენზე წერაც... შენ შენი სიკვდილისშემდგომი ცხოვრება დამიგეგმე , ისევე, როგორც შენსას გეგმავდი. მთელი ცხოვრება ქვეცნობიერად ამ ცხოვრებისთვის ემზადებოდი. ახლა მთავარია - შენს ხაზს არ ავცდე,არაფერი შემეშალოს.მე უკვე მივიღე ხალხისგან დაკვეთა- ვწერო შენზე. ვწერო იმაზე, თუ როგორ გინდოდა მთელს საქართველოს ზეპირად სცოდნოდა "ვეფხვის და მოყმის ბალადა", ვწერო იმაზე, თუ როგორ გიყვარდა ხვარამზე. ვწერო, როგორი იყავი - ფიქრიანი, ტკივილიანი, ლაღი და ძლიერი. შენთვის მთავარი შენი საქმე იყო, შენივე ხაზები და ფერები. შენი დიდი სიხარული კი - შენი ლიზიკო.


როდესაც შენს ნამუშევრებს გადახედავდი - ნახევრად ხუმრობით იტყოდი - იმას მაინც ვერ დამაბრალებენ, ვინმეს რამე მოპარაო. სულ ბოლოს კი არაერთხელ ჩაილაპარაკე - მართლა არა ვარ ცუდი მხატვარიო. 


შენ ყოველგვარი "აღიარების" და პრემიების გარეშე წახვედი. ესეც შენი ნება იყო და არავის ბრალი. შენთვის უცხო და მიუღებელი იყო ბრძოლა ჯილდოსთვის. შენ რომ აღიარება მოგწონდა ის დიდი ხნის მოსული იყო უკვე - მე სიყვარულით გათამამებული კაცი ვარო ამბობდი.
როდესაც ჟურნალისტერი რეკავდნენ, ეხუმრებოდი, კამერის, დიქტოფონის, მიკროფონის გარეშე მოდით და თქვენი ვარო - ისე არაო. 18 თვე ერთად ვიბრძოდით სიცოცხლისათვის, ყოველი თვისთვის, დღისთვის, საათისთვის. ერთმანეთის ხელი გვეჭირა ხელში, ერთმანეთის პულსს ვუსმენდით.
ჩვენი ზღაპარი მთავრდებოდა, განსხვავებული ყველა ზღაპრისგან. ვიხსენებ... ბევრ რამეს ვიხსენებ, ღიმილის გარეშე არაფერი მახსენდება... ის გრძელი, ბნელი ღამეებიც კი როდესაც ფანჯარასთან ვიდექი თითქმის გათენებამდე და შენ გელოდი. 


რაც მთავარია გელოდი და შენც მოდიოდი.


ჯერ კიდევ არ მომიკრებია ძალა, რომ უშენოდ და შენთან ერთად გავაგრძელო სიცოცხლე..... და მაინც მჯერა მე შევძლებ ვწერო შენზე Otar Kandaria.“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4500
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია