დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„უსამართლო მოსამართლე ახალბედაშვილმა პროკურატურაზე ჯვარი დაიწერა“
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/06/30 14:14:31

ამ წუთებში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ხონის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის, ზურაბ ჯიბუხაიას სასამარლო პროცესი მიმდინარეობს.

 

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა ჯიბუხაიას სახელმწიფო ქონების გაფლანგვასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ედავება.

 

სასამართლო პროცესი დილის 11 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

 

საქმე 128 მუხლის მე-3,  332 მუხლის პირველი ნაწილით და 341 მუხლით მიდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს. 

 

საქმეზე კომენტარები უკვე გააკეთეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გია თევდორაძემ და აკაკი ბობოხიძემ, ორივე მათგანი ფაქტს პოლიტიკურ დევნად აფასებს და ცალსახად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირებს.

 

„აშკარაა, რომ ზურაბ ჯიბუხაიას დაკავების ფაქტს პოლიტიკური სარჩული აქვს, რადგან ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მათ არ აწყობდათ ზურასნაირი ძლიერი ოპონენტი. როგორც ჩანს, მოსამართლე ახალბედაშვილმა პროკურატურაზე ჯვარი დაიწერა და  თავად იხილავს ყველა იმ საქმეს, რომელიც პროკურატურის პოლიტიკურ  ინტერესში შედის, მაგრამ, დარწმუნებული ვარ,  მოსამართლე ახალბედაშვილის  უსამართლობას ხონის მოსახლეობის ინტერესი და ზურაბ ჯიბუხაიას სიმართლე გადაფარავს.“ – აღნიშნა აკაკი ბობოხიძემ.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2657
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია