დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბურუსით მოცული საპენსიო მომავალი და ქვეყანა არჩევნებიდან არჩევნებამდე
2014/06/27 13:27:30

ქართველი ხალხის ნება თუ პოლიტიკური სურვილების დაკმაყოფილება


პოლიტიკურად ცივი არასდროს ყოფილა ჩვენი ქვეყანა და ეს ზაფხული ხომ ამის უტყარი დასტურია. 15 ივნისის არჩევნები ვისთვის კარგი შედეგებით დაიდო და ვისთვის გამაკვირვებელი,მაგრამ ზოგადად მაინც უნდა აღინიშნოს, რომ ამ არჩევნებს ბევრმა ხელი აუქნია „წადი, თქვენის...“ ძახილით. გვინდა არ გვინდა, ამის თვალნათელი მაგალითი უკვე ვიხილეთ. დღეს კი ქართული საზოგადოება ისევ არჩევნების მეორე ტურის მოლოდინშია. ის ფაქტი, რომ ამ არჩევნებზე მეორე ტური გარდაუვალი იყო, ცხადად ჩანდა, მაგრამ  მმართველი გუნდისთვის ეს, ცოტა არ იყოს, მოულოდნელი აღმოჩნდა.


წინ ცხელი ივლისია, ცხელი მეორე ტურით. თვითმმართველ ქალაქებს შორის ქუთაისი კი ერთ-ერთი  ქალაქი აღმოჩნდა, სადაც მეორე ტური საჭიროებას არ წარმოადგენს. ქალაქის მცხოვრებელთა 50%-მა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარებს  და ქალაქის მომავალ მერს, შოთა მურღულიას გამარჯვება აგემა.


შეგახსენებთ, კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატმა მერის არჩევნებში პირველივე ტურში 12 თვითმმართველი ქალაქიდან მხოლოდ ოთხში - ახალციხეში, ამბროლაურში, ქუთაისსა და ზუგდიდში გაიმარჯვა, დანარჩენ 8 ქალაქში, ცესკო-  მონაცემებით, არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს


ქართველ ხალხს რომ ეს არჩევნები წყევლად ექცა, ეს თვალნათელია. როგორც ფინანსთა მინისტრი აცხადებს, მეორე ტურისთვის,  დაახლოებით, 5 მილიონი ლარი დაიხარჯება.


წინასწარი გაანგარიშებით, არჩევნების მეორე ტური, დაახლოებით, 5 მილიონი ლარი დაჯდება. 1 600 000 ლარზე მეტი ცესკო- ანგარიშზე ნაშთი დარჩა, რომელსაც ის გამოიყენებს. დამატებით ამ ეტაპზე გამოვყოფთ 3 მილიონ ლარს. არჩევნების დასრულების შემდეგ, ცხადია,  შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ", - განმარტა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.


მმართველი გუნდი მეორე ტურის  გამარჯვების პროგნოზს უკვე აკეთებს.... ბიუჯეტს კი  ამ  არჩევნებმა  წყალი შეუყენა, მაშინ, როცა ხალხი ისევ უმუშევრობას, პურის ფულს და  გაჭირვებას უჩივის,  მილიონობით თანხა არჩევნებიდან არჩევნებში იხარჯება. „პოლიტიკური ხუშტურების“ თამაშს კი, როგორც ჩანს, საქართველოში ბოლო არ უჩანს.


ცხადია, იბადება კითხვა: „რა შეცვალა ორწლიანმა ახალმა პოლიტიკურმა ცხოვრებამ?“ პასუხი მარტივია... გვყავს ახალი პოლიტიკური სახეები (თუმცა, არც ისე ახალი), პორტირებული პოლიტიკოსები და ყველაზე მთავარი „უფლებებშეზღუდული“ პრეზიდენტი, რომელიც მხოლოდ პრეზიდენტის სახელის მატარებელია.


არჩევნების მეორე ტურთან ერთად კი, წინ ახალი საპენსიო რეფორმა გველოდება, რომლის არსსაც ჯერ კიდევ ვერ ჩაწვდა „შეშინებული“ მოსახლეობა.


„დაგროვებითი პენსიის თანამედროვე მოდელზე გადასვლაზე  ინფორმაცია ერთი წლის წინ გაჟღერდა, ჩემთვის გაუგებარია, რატომ დასჭირდა ამ საკითხის მოგვარებას ამდენი ხანი.  ამ დროისთვის საკონსულტაციო და ანალიტიკური სამუშაოები მიმდინარეობს მსოფლიო ბანკთან. განიხილება დაგროვებითი პენსიის რამდენიმე მოდელი. შერჩეული იქნება ეფექტური მოდელი, რომელიც თავდაპირველად საპილოტე ვერსიად განხორციელდება და გარკვეულ ჯგუფზე ვიმუშავებთ. რა თქმა უნდა, ეს მოხდება ნებაყოფლობით. არ ვამბობთ, რომ ქვეყანა ამ მოდელზე წლის ბოლოს გადავამხოლოდ და მხოლოდ შედეგების გადაფასების შემდეგ მოხდება დაგროვებითი პენსიის მოდელზე ქვეყნის გადასვლა, ეს ყველაფერი მოხდება ისე, რომ მოსახლეობის დაზარალების ყოველგვარ საშიშროებას თავიდან ავიცილებთ," -ს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ქუთაისში სტუმრობისას გააკეთა. ასეთმა შეფასებამ კი უფრო ბევრი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხები გასცა, რითიც ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა საპენსიო მომავლის ბურუსშიც აღმოჩნდა.

 

ლიკა ჩახუნაშვილი

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2918
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია