დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/06/26 14:22:32

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.


8:00 საათზე რეგისტრაცია 8500-მდე აბიტურიენტმა 19 საგამოცდო ცენტრში ერთდროულად გაიარა.


გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის წელს 36 000 - მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდისთვის 20 000-მდე აპლიკანტი, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის 4500-მდე სტუდენტი, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის 12 000-მდე აპლიკანტმა გაიარა რეგისტრაცია.


წელს, საგამოცდო ცენტრებს დაემატა თბილისის რამდენიმე სკოლა და ასევე, საგამოცდო სექტორქუთაისის მე-17 საჯარო სკოლაში იფუნქციონირებს. ხოლო ქუთაისისა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან საგამოცდო ცენტრები გადმოტანილია ქუთაისის პირველ და თელავის მე-8 საჯარო სკოლებში.



ყველა საგამოცდო ცენტრში გახსნილია სამედიცინო პუნქტი, რომელიც აღჭურვილია პირველადი დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტებით, ნებისმეირი სახის ინცინდენტის თავიდან ასაცილებლად კი ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მორიგეობს სასწრაფო დახამრების მანქანა, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.


ამ დროისთვის გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. პირველ სესიაზე 8589 აბიტურიენტიდან გამოცდაზე არ გამოცხადდა 3% (246 აბიტურიენტი). დაფიქსირდა დაგვიანების მხოლოდ 2 ფაქტ, აქედან ერთი თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის, ხოლო მეორე ქუთაისის I საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში.



მეორე სესიისთვის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება. 

 

ცნობილია, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისთვის 12 მსჯავრდებული დარეგისტრირდა.

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2444
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია