დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვინ და რა „დიაგნოზი" დაუსვა ქუთაისის წყალმომარაგებას
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/06/25 16:39:31

ა.ა.ი.პ. "ახალი სამოქალაქო აზროვნება+" -მ პროექტით: "ქუთაისის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაციის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა," შესრულებული სამუშაოების პრეზენტაცია გამართა.


პრეზენტაციაზე ისაუბრეს პროექტით განხორციელებულ აქტივობებზე, განხორციელდა სამუშაოთა შეჯამება, გაიმართა დისკუსია...

 

პროექტის მიზანი იყო ქუთაისის მოსახლეობის გააქტიურება ქალაქის წყალმომარაგების და კანალიზაციის ქსელის სარეაბილიოტაციო პროცესებში- დაგეგმვა, პროექტირება, მშენებლობის მონიტორინგი, საზოგადოებრივი შეხვედრებისა და გამჭირვალობის განხორციელება, პროექტით მშენებლობის ეფექტურობის ამაღლება და მონიტორინგის განხორციელება.


აღნიშნულ პროექტს ამერიკის საელჩო აფინანსებს, რომლის ფარგლებშიც ქუთაისში არა ერთი აქტივობა განხორციელდა. არასამთავრობო ორგანიზაციის "ახალი სამოქალაქო აზროვნების" დირექტორის ლაშა ჭელიძის განცხადებით, მათი ორგანიზაცია დიდი ხანია რაც ამ საკითხებზე მუშაობს და  ქუთაისში ძალზედ მნიშვნელობანი პროცესები ჩატარდა წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების კუთხით, კერძოდ: გაფორმდა "შეთანხმება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ" საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან; ჩამოყალიბდა საექსპერტო და საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფები; ჩატარდა საინფორმაციო-სადისკუსიო შეხვედრები; გაიმართა კონფერენცია "იმერეთის წყალმომარაგება დღეს და ხვალ"; წყალმომარაგების აბონენტების საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურეობის მიზნით, მუშაობდა ცხელი ხაზი და ყოველივე ეს აქტიურად შუქდებოდა ქუთაისის მედია საშუალებებით.


გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრის დირექტორის, მიხეილ თათარაძის განცხადებით, პროექტის ძირითადი სამუშაოები 37 ქუჩაზე  დასრულდა, შემდეგი ეტაპი კი ორ კვირაში დაიწყება.


"არის გარკვეული ხარვეზები, რაზეც ჩვენ ჩვენი მოსაზრება გვაქვს, მაგრამ ძირითადი შენიშვნები ვიცით და ვეცდებით მალე გამოვასწოროთ, შდეგს ყველა მალე დაინახავს. მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულება, რადგან მათი შენიშვნები გასათვალისწინებელია,-"განაცხადა მიხეილ თათარაძემ.


პროექტის ფარგლებში, ქუთაისში 24 საათიანი წყალმომარაგებისათვის 26 მილიონ ნახევარი ლარია გამოყოფილი. 2016 წლის ბოლოსთვის ქალაქის მოსახლეობის 80% 24 საათიან წყალმომარაგების სისტემაზე გადავა, ხოლო 20%-16 სათიანზე.


ამ ეტაპისთვის, ქუთაისში შენდება წყლის 6 რეზერვუარი, ორი სადგური და მიმდინარეობს მილების რეაბილიტაცია, ქალაქის გამრიცხველიანება და სხვადასხვა სამუშაოები. სწორედ ამ სამუშაოების მონიტორინგი განახორციელა, ხარვეზები გამოიკვლია და პრობლემები შეაფასა ა.ა.ი.პ. "ახალი სამოქალაქო აზოვნება+"-მა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2612
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია