დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შეიცავს თუ არა რისკებს დაგროვებითი პენსია და როგორ გადავა საქართველო ახალ საპენსიო მოდელზე?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/06/24 15:28:41

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ქუთაისში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას დაგროვებითი პენსიის ახალ მოდელზე გადასვლის პერსპექტივასაც შეეხო. სერგეენკოს განცხადებით, მსოფლიო ბანკთან მიმდინარეობს კონსულტაციები, რათა დაგროვებითი პენსიის მოდელზე გადასვლით მოსახლეობა საფრთხის წინაშე არ დადგეს.


 

„დაგროვებითი პენსიის თანამედროვე მოდელზე გადასვლაზე  ინფორმაცია ერთი წლის წინ გაჟღერდა, ჩემთვის გაუგებარია, რატომ დასჭირდა ამ საკითხის მოგვარებას ამდენი ხანი.  ამ დროისთვის საკონსულტაციო და ანალიტიკური სამუშაოები მიმდინარეობს მსოფლიო ბანკთან. განიხილება დაგროვებითი პენსიის რამდენიმე მოდელი. შერჩეული მოდელი იქნება ეფექტური მოდელი, რომელიც თავდაპირველად საპილოტე ვერსიად განხორციელდება და გარკვეულ ჯგუფზე ვიმუშავებთ. რა თქმა უნდა, ეს მოხდება ნებაყოფლობით. არ ვამბობთ, რომ ქვეყანა ამ მოდელზე წლის ბოლოს გადავა.  მხოლოდ და მხოლოდ შედეგების გადაფასების შემდეგ მოხდება დაგროვებითი პენსიის მოდელზე ქვეყნის გადასვლა, ეს ყველაფერი მოხდება ისე, რომ მოსახლეობის დაზარალების ყოველგვარ საშიშროებას თავიდან ავიცილებთ,"-განაცხადა სერგეენკომ.

 

 

დაგროვებითი საპენსიო სისტემის არსი კი, რომელსაც ხელისუფლება განიხილავს, შემდეგია: დასაქმებული ადამიანი საკუთარი ანაზღაურებიდან გარკვეულ თანხას იხდის კერძო ან სახელმწიფო საპენსიო ფონდში, საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ ის დაგროვილი თანხის შესაბამის პენსიას იღებს. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3312
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია