დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პატრიარქმა ანდერძი ორჯერ შეცვალა
2014/06/24 12:44:38

რა წერია პატრიარქის ანდერძში?

 

სინოდში პატრიარქის ანდერძი ძალიან ბევრს აშფოთებს“,- ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძრის დიაკონი მამა ელიზბარ დიაკონიძე ასავალ-დასავალთან საუბრისას აცხადებს. მისი თქმით, როგორც კი უწმინდესის ანდერძი აღსრულდება, ეკლესიაში მოკალათებულ კლანებს ფრთები შეეკვეცებათ.


პატრიარქს ანდერძით ჰყავს შერჩეული თავისი მოსაყდრე და ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, მაგრამ ოდესღაც მაინც გაიხსნება მისი ანდერძი როცა ადამიანს პატრიარქად აკურთხებენ, მეორე დღესვე წერენ ანდერძს, რადგან უფლის გარდა არავინ უწყის, ვინ რამდენ ხანს იცოცხლებს. პატრიარქობიდან 15 და 20 წლის თავზე უწმინდესმა ეს ანდერძი გამოცვალა. ახლა მის ანდერძში სულ სხვა პიროვნებაა ჩაწერილი, რომელმაც კათოლიკოს-პატრიარქის აღსრულების შემდეგ საპატრიარქო ტახტი უნდა დაიკავოს.


ბუნებრივია, სინოდში პატრიარქის ანდერძი ძალიან ბევრს აშფოთებს, რადგან არ იციან, თუ ვინ ჰყავს პატრიარქს თავის ანდერძში ჩაწერილი და ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც კი უწმინდესის ანდერძი აღსრულდება, ეკლესიაში მოკალათებულ კლანებს ფრთები შეეკვეცებათ. თუ უწმინდესი თავად იტყვის უარს საპატრიარქო ტახტზე და გადადგება, ანდერძი ძალაში ვერშევა და ვერ ამოქმედდება. აი ამიტომ ვიმეორებ და ვაცხადებ კატეგორიულად, გეგმაში ჰქონდათ მიეღწიათ უწმინდესის გადადგომისთვის, რაც ჩაეშალათ“, ამბობს მამა ელიზბარი.

 

წყარო: geotimes.ge

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2748
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია