დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქათამაძე, დვალი თუ... – ვინ გახდება ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/06/19 12:58:17

ქუთაისში ახალი მოწვევის საკრებულოს  თავმჯდომარის ვინაობა აქტიურად განიხილება. ამ დროისთვის ორ კანდიდატურაზე მსჯელობენ. გავრცელებული ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი, შესაძლოა, ნატო ქათამაძემ ან დავით დვალმა დაიკავოს.


psnews.ge-ს თან საუბრისას ისინი  აღნიშნულ ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. როგორც მათ აღნიშნეს, ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, მიმდინარეობს მსჯელობა და ქუთაისის მეხუთე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარეს უმრავლესობა პირველივე სხდომაზე აირჩევს.

 

დავით დვალის განცხადებით, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი არ არის მნიშვნელოვანი, რადგან საკრებულოს წინაშე განსახილველად გასულ ყველა საკითხს არა თავმჯდომარე, არამედ უმრავლესობა წყვეტს. ნატო ქათამაძის განცხადებით კი რამდენიმე კანდიდატზე მიმდინარეობს მსჯელობა, თუმცა ჯერჯერობით რომელიმე კანდიდატის დასახელება ნაადრევია, ვინაიდან არაა გამორიცხული პოსტი სხვა დეპუტატმა დაიკავოს.

 

შეგახსენებთ, ნატო ქათამაზე კენჭს გამარჯვების ოლქში იყრიდა, დავით დვალი საკრებულოში კი "ქართული ოცნების" პროპორციული სიით მოხვდა. დვალი წინა მოწვევის საკრებულოში ქრისტიან-დემოკრატების“ სიით იყო შესული.


როდის გაიმართება საკრებულოს პირველი სხდომა, ჯერჯერობით, უცნობია.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3127
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია