დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა შედეგებით დასრულდა საჩივრების განხილვა ქუთაისის საოლქო კომისიაში
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/06/18 13:45:20

#59–ე საოლქო სააჩევნო კომისისამ დღესათვის საჩივრების განხილვა დაასრულა.


დღეს, სხდომაზე 6 საჩივარი განიხილეს, აქედან 4 ახალი და ორი–გუშინდელი განხილვიდან გადმოსული. ყველაზე მკაცრი გადაწყვეტილება კომისიამ #55უბნზე გამოიტანა, ამ უბნის კომისიის თამჯდომარეს, მდივანს და მოადგილეებს ხელფასის გარკვეული პროცენტები ჩამოეჭრებათ, ასევე მძიმე განსახილველი გახდა #43–ე უბნის საკითხი. საჩივარი იყო, ორზე მეტი ბიულეტინის აღმოჩენაზე, თუმცა კომისიის წევრების უმეტესობა ამ უბანზე შედეგების ბათილად ცნობას არ დაეთანხმა და შესაბამისად, საჩივრის ავტორს შეუძლია  კომისიის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს.


დანარჩენ 4 საჩივარ ოქმზე ბეჭდის არარსებობას ეხებოდა. კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, ამ შემთხვევებში, კონკრეტული უბნების კომისიის წევრებს მხოლოდ შენიშვნა მიეცემათ.


საოლქო საარჩევნო კომისისში საჩივრების შეტანის ბოლო ვადა დღეს 18 საათზე იწურება. 


კომისიისთვის უკვე ცნობილია ხვალინდები განსახილველი საჩივრების ნაწილი. ესენია, ივანე კაპანაძის, გოგა მელქაძისა და "ლეიბორისტული პარტიის" საჩივრები.


ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, დღის განმავლობაში თუ კიდევ შევა საოლქო კომისიაში რაიმე სახის საჩივარი, მას კომისია დღის ბოლომდე აუცილებლად განიხილავს.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2374
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია