დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები -2014
ქუთაისში 153 000 ამომრჩეველიდან მხოლოდ 40 763–მა დააფიქსირა თავისი არჩევანი
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/06/15 21:39:57

ქუთაისში საარჩევნო უბნების დახურვის შემდგომ, 59–ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ავთანდილ ოსეფაიშვილმა ჟურნალისტებისათვის შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა, სადაც ბოლო მონაცემები წარმოადგინა.

 

მისი განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დღეს ქუთაისში მცხოვრები 153 000 ამომრჩევლიდან მხოლოდ 40 763–მა დააფიქსირა თავისი არჩევანი. ეს კი საერთო რაოდენობის მხოლოდ 30%–ია.

 

როგორც დავით ოსეფაიშვილმა მედიასთან აღნიშნა, ბოლო 4 წლის მანძილზე ჩატარებული არჩევნებიდან ასეთი დაბალი აქტივობა არასოდეს ყოფილა:

"ზოგადად, არჩევნებმა ქუთაისში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, რაც იმის მანიშნებელია, რომ დემოკრატიული პროცესები თანდათან მკვიდრდება ქვეყანაში, თუმცა უკმაყოფილო ვარ ამომრჩეველთა დაბალი აქტივობით. მონაცემების დათვლა დღეს დაიწყება და ხვალ დილისთვის არასრული პროცენტები უკვე ცნობილი იქნება" – განაცხადა ოსეფაიშვილმა.

 

მისივე განცხადებით, საოლქო კომისიაში შემოსულია 20–მდე საჩივარი, ძირითადად პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით, რომელთა განხილვაც ორი დღის ვადაში მოხდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3142
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია