დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა
2014/06/15 08:22:49

დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა. სულ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 3600-ზე მეტი საარჩევნო უბანია გახსნილი. ამომრჩეველთა სიაში კი 3 მილიონზე მეტი ადამიანია დაფიქსირებული. წელს პირველად საარჩევნო სია ფოტოსურათით იქნება წარმოდგენილი, რაც კანონში შეტანილმა ცვლილებამ განაპირობა. ძალაში რჩება ამომრჩეველთა მარკირებაც.


ამ არჩენებზე პირველად მოხდება 12 თვითმმართველ ქალაქში პირდაპირი წესით მერის არჩევა. ასევე ამომრჩევლები აირჩევენ  59 რაიონის გამგებელს.


დილის 8 საათისათვის პირველმა ამომრჩევლება მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე მისცეს ხმა სხვადასხვა უბნებზე.


საკუთარი არჩევანი ჩიტაძის ქუჩაზე, მთაწმინდის №6 საარჩევნო უბანზე, 47-ე საჯარო სკოლის შენობაში უკვე დააფიქსირა საქართველოს პრეზიდენტმაც, რომელმაც კენჭისყრაზე შესვლამდე ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა.


 

„მე მინდა საქართველოს მოსახლეობას მივულოცო დღევანდელი დღე - უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული არჩევანის ჩამოყალიბებაში. მე მინდა გითხრათ ყველას, იმისთვის რომ პოლიტიკოსები გემსახურონ, თქვენ ისინი უნდა აირჩიოთ. აქედან გამომდინარე, მოგიწოდებთ აქტიურობისკენ და მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს სიმშვიდისკენ, რომ დღევანდელი დღე იყოს დემოკრატიის გამარჯვება,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2090
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია