დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები -2014
4 ახალგაზრდა ნაციონალს 30-მდე "ოცნების მაისურიანი" თავდამსხმელი ფიზიკურად გაუსწორდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/06/14 23:45:58
ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი ავრცელებს ინფორმაციას იმ ინციდენტის შესახებ, რაც დღეს საღამოს ქართული ოცნების მხარდამჭერებსა და ნაციონალური მოძრაობის კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ხათუნა ბერძენიშვილის შტაბის წევრებსშორის მოხდა. გთავაზობთ ამ განცხადებას სრულად:

დღეს საღამოს "ქართული ოცნების" მაისურიანი პირებით სავსე მიკროავტობუსი გადაუდგა მსუბუქ ავტომანქანას, რომელშიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კრწანისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ხათუნა ბერძენიშვილის სააღცევნო შტაბის წევრები იმყოფებოდნენ. მიკროავტობუსიდან გადმოსულმა თავდამსხმელებმა ქვები დაუშინეს მანქანას. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები იძულებულნი გახდნენ, მანქანიდან გადმოსულიყვნენ. 
4 ახალგაზრდას (1 ქალი და 3 მამაკაცი) 30-მდე თავდამსხმელი ფიზიკურად გაუსწორდა. ოთხივე მათგანი "ნიუჰოსპიტალში" იქნა გადაყვანილი. ქალბატონს, მარი შამათავას, წინასწარი დიაგნოზით, ფეხი აქვს მოტეხილი, ხოლო ერთ-ერთი დაზარალებულის, მიხეილ შამოევის მდგომარეობას იხილავთ თანდართულ ფოტოზე.
თავდამსხმელთაგან 2 ამოცნობილია. ესენი არიან წარსულში ნასამართლევი ონისე ონიანი და ბექა მეზვრიშვილი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თავდასხმის ადგილას "სახალხო ბანკის" ფილიალია და მის ვიდეოკამერებზე აღბეჭდილი იქნება თავდასხმის სხვა მონაწილეებიც.
დანართით ასევე ვაგზავნით ფონიჭალაში მომხდარ წინა შემთხვევაზე ჩვენს მიერ შემოტანილ წერილს, სადაც მითიტებული გვაქვს, რომ მაშინ პოლიცია 1 სააათის დაგვიანებით გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. მიგვაჩნია, რომ მაშინდელ ფაქტზე უწყებათშორისი კომიიისა და სამართალდამცავი ორგანოების მაშინდელმა წაყრუებამ დღევანდელი ძალადობა წაახალისა.
ზურაბ ჭიაბერაშვილი
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2993
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია