დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„12 „მეოცნებე მოციქული და ერთი „ნაციონალი“ მაცხოვარი“
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/06/14 14:32:46

ლეიბოირსტული პარტიის წყალტობოს შტაბის თავმჯდომარემ მევლუდ ბობოხიძემ წინასაარჩევნო პერიოდი შეაფასა და იმ დარღვევებსა და ხარვეზებზე ისაუბრა , რაც თვითმმართველობის არჩევნების წინაპერიოდს ახლდა.

ბობოხიძემ „ქართული ოცნების“, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ბურჯანაძე-გაერთიანებული ოპოზიციის“ მიერ საარჩევნოს თანხების დახარჯვაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მხოლოდ ამ სამ პარტიას აქვს შემოწირულობა. „ოცნებამ“  9 მილიონი დახარჯა, ბურჯანაძემ კი 3, რაც შეეხება „ნაციონალებს“ ისინი თანხებს მალავენ. ბობოხიძემ, ასევე აღნიშნა, რომ ეს პარტიები ფულს ქურდული „ოფშიაკებიდან“ იღებენ.

ლეიბორისტი ბობოხიძე საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ფაქტსაც შეეხო და კომისიის შემადგებლობა დაგმო.

„რა უბედურებაა კომისიის 13 წევრიდან 12 „ოცნების“ წარმომადგენელია თითქოს 12 მოციქული იყვნენ, ერთი კი „ნაციონალია“ მაცხოვარივით. ეს ყველაფერი არჩევნების გასაყალბებლად კეთდება“-განაცხადა ბობოხიძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2790
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია