დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"ოცნების" ლანჩხუთის გამგებლობის კანდიდატს ამომრჩევლის მოსყიდვა არ დაუმტკიცდა
ავტორი: ნინო მშვიდობაძე
2014/06/13 20:06:01

12 ივნისს ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე ბიძინა სტურუა) ცესკოსა და ბარნაბ ჭყონიას სასარჩელო განცხადება განიხილა ზაზა ურუშაძის წინააღმდეგ.

ცესკო და ბარნაბ ჭყონია (გამგებლობის კანდიდატი „პატრიოტთა ალიანსიდან“) ზაზა ურუშაძეს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებდნენ.


„2014 წლის 10 ივნისს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა ბარნაბ ჭყონამ და მოითხოვა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნებას“ გამგებლობის კანდიდატის, ზაზა ურუშაძის რეგისტრაციის გაუქმება იმ საფუძვლით, რომ 2014 წლის 4 ივნისს, სოფელ აცანის მცხოვრებ ამომრჩევლებს, მზევინარ ქანთარიას, მზია კვიჭიძესა და დალი ბაღდავაძეს ზაზა ურუშაძე პირადად შეპირდა სოფლის გზის შეკეთებას. 2014 წლის 9 ივნისს ლანჩხუთის რაიონის სოფელ აცანაში ზაზა ურუშაძის მითითებით, გაიგზავნა ტექნიკა და მუშახელი, შეკეთდა გზა, რისთვისაც თანხა გაღებულ იქნა გამგეობის სარეზერვო ფონდიდან“, აღნიშნულია სასამართოს გადაწყვეტილებაში.


სასამართლო პროცესზე ბარნაბ ჭყონიას მოწმე მზევინარ ქანთარიას ზაზა ურუშაძის ორი მოწმე, დალი ბაღდავაძე და მერაბ ნოზაძე დაუპირსპირდა, რომლებმაც განაცხადეს, რომ ზაზა ურუშაძე მათ არაფერს დაპირებია და პირიქით, უარითაც კი გაისტუმრა: ახლა საარჩევნო კამპანიაში ვარ ჩართული და ვერ დაგეხმარებითო.


სასამართოზე ჭყონიას მხარემ (რომელსაც წარმოადგენდნენ ადვოკატები სოფიკო არობელიძე და ნანა დოლიძე) წარმოადგინა DVD დისკი, სადაც მზევინარ ქანთარიას ჩვენება იყო ჩაწერილი.


ზაზა ურუშაძის მხარემ (რომელსაც წარმოადგენდა ადვოკატი ია შვანგირაძე) სასამართლოს შემდეგი სახის მასალები წარუდგინა: DVD დისკი, რომელზედაც აცანის მკვიდრნი: დალი ბაღდავაძე, ვაჟა კვიჭიძე და მზია კვიჭიძე, რომლებიც უშუალოდ შეხვდნენ ზაზა ურუშაძეს, განსხვავებით მზევინარ ქანთარიასგან, საწინააღმდეგო განცხადებას აკეთებენ. ასევე გამგეობიდან მიღებულ #140 ბრძანებას, რომლის თანახმადაც ზაზა ურუშაძე იმყოფება კუთვნილ შვებულებაში 2014 წლის 19 მაისიდან 16 ივნისამდე;

 

2013 წლის რვა ნოემბრით დათარიღებული განცხადება აცანის მკვიდრთა მიერ მაშინ გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, ზაზა ურუშაძის სახელზე, რომელითაც ისინი გზის შეკეთებას ითხოვდნენ; ასევე  2014 წლის 5 ივნისს აცანის მაცხოვრებლების (მათ შორის, სასამართლოზე წარმოდგენილი მოწმეების) მიერ გამგეობაში აღნიშნული პერიოდისთვის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ ზენაიშვილის სახელზე შეტანილი განცხადება, რომელშიაც აღნიშნულია, რომ გზაზე ჩამოწვა მეწყერი და  ითხოვეს გზის აღდგენა. ამავე დღეს სოფლის რწმუნებულმა წერილით მიმართა ვახტანგ ზენაიშვილის, სადაც მეწყერის შესახებ აცნობებდა; ასევე მხარემ წარმოადგინა გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ დადებული დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ აცანაში კვიჭიძეების უბანში მცირე მოცულობის მეწყერის გამო გზები მართლაც დეფორმირებული იყო და საჭიროებდა გაწმენდით სამუშაოებს.

 


სასამართლომ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე ბარნაბ ჭყონიას სარჩელი არ დააკმაყოფილა. მოსამართლე ბიძინა სტურუამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დისკზე აშკარად ჩანს, მზევინარ ქანთარიას ვიღაც მითიებას როგორ აძლევს თუ რა უნდა განაცხადოს კამერის წინ. როგორც ერთ-ერთმა მოწმემ, დალი ბაღდავაძემ განაცხადა, ხსენებული დისკის ჩაწერას საარჩევნო სუბიექტები, ემზარ თედორაძე და დარეჯან ბურჭულაძე ესწრებოდნენ.

 


რაც შეეხება ცესკოს სარჩელს, იგი ეხებოდა 2014 წლის 7 ივნისს საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასულ გადაცემა „ეტალონში“ ზაზა ურუშაძის ფრაზას, როცა ის გამარჯვებულ ბავშვს მობილურ ტელეფონს დაპირდა.


ცეკო მიიჩნევდა, რომ ეს იყო ამომრჩევლის მოსყიდვა და ზაზა ურუშაძეს რეგისტრაცია უნდა გაუქმებოდა.


ზაზა ურუშაძის მხარის მიერ წარმოდგენილი საბუთებით გაირკვა, რომ გადაცემა სტუდიაში ჩაიწერა 2014 წლის 4 მაისს. ამ პერიოდისთვის ზაზა ურუშაძე იმყოფებოდა თბილისში მივლინებით (#118 ბრძანება), ხოლო გამგებლის მოვალეობას ვახტანგ ზენაიშვილი ასრულებდა. ამავე დროს, ურუშაძის მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ „ქართულმა ოცნებამ“  #61 ლანჩხუთის საოლქო  საარჩევნო კომისიაში ზაზა ურუშაძის კანდიდატურა 2014 წლის 16 მაისს წარადგინა. საოლქო კომისიის თავმჯდომარემ ის რეგისტრაციაში ამავე წლის 17 მაისს გაატარა, ანუ 16 მაისამდე ზაზა ურუშაძე არათუ საარჩევნო სუბიექტი, არამედ საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატიც არ იყო.

სასამართომ არც ცესკოს საჩივარი არ დააკმაყოფილა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3814
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია