დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კოკისპირულმა წვიმამ ჭიათურაში გზები და სავარგულები დააზიანა
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/06/13 12:55:57

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჭიათურაშიც კოკისპირული წვიმის გამო გზები და სავარგულები დაზიანდა. ძირითადად, იმ სოფლებში, სადაც ფერდობების დახრილობა 25 გრადუსზე მეტია, ნათესები წყლისმიერი ეროზიით წაილეკა. უკვე მეორედ წაიღო ნათესი წვიმის წყალმა, ადრე კიდევ მოვახერხეთ და გადავთესეთ მეორედ ყანები, ახლა კი ამას აზრი ეკარგება, რადგან სიმინდი მოსვლას ვეღარ მოასწრებს, - აცხადებენ მესიმინდეები.


„ადრეული ხილი მთლიანად დალპა, მარწყვი და  ბალი აღარ გვაქვს, მართალია, ამ ხილს ჩვენთვის საბაზრო დანიშნულება არ აქვს, მაგრამ საოჯახოდ ვიყენებდით,“ - აღნიშნეს სინანულით გლეხებმა.


ამის გარდა, ინტენსიური წვიმების, მაქსიმალური ტენიანობის და დაბალი ტემპერატურის გამო ვაზის პროდუქტიულობა ნულს გაუტოლდება. რასაც მცირე სეტყვამაც შეუწყო ხელი, რომელიც რამდენიმე სოფელში დაფიქსირდა.


მეფუტკრეებიც ფიქრობენ, რომ წელს თაფლის მოსავალი ძალიან ცოტა იქნება. აკაციისა და წაბლის ყვავილობა წვიმიან პერიოდს დაემთხვა და ამიტომ  მეფუტკრეები უკვე ზარალზე ღიად საუბრობენ.


 სავარაუდოდ, მეტეოროლოგთა  პროგნოზით, 14 ივნისიდან ამინდი გაუმჯობესდება და ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2420
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია