დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ფეისბუქ–სტატუსი
რეზო ბიწაძე კახი კალაძეს:"ვიცე-პრემიერი ხარ, კანავაროსთან ერთად კი არ ხარ იახტაზე, რომ ჭორაობ ორღობის დედაკაცივით"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/06/13 00:02:07

ნინო ბურჯანაძის ვაჟი, რეზო ბიწაძე, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებას სოციალური ქსელით ეხმაურება:


„კახი! ვის არ მოუკითხავს ხალხი 26 მაისს?! 17 წლის ასაკში ზონა-ზონა პერედაჩებზე რომ დავრბოდი ფეხით (ეს მარტო მე), ვინ მყავდა ცოცხალი, ვინ მკვდარი, წესიერად არც იცოდი!  

რა გალაპარაკებს ამდენს? რომ დაგვიჭირეს და გადაგვიარეს, მაშინ შენ „არმანის" ნიფხავში წამოგორებული იღებდი სურათებს იტალიაში! სპეცნაზმა გამოიყვანა ბურჯანაძეო - სააკაშვილის გარდა არავის  არ უთქვამს ეგ სისულელე და იმანაც ერთხელ და მეორედ ვეღარც გაიმეორა.

 

 ბოლოს და ბოლოს, რამდენიმე ასეულმა კაცმა უყურა მარტო ჩვენი მხრიდან, ვინ როგორ გამოვიდა. მის  ადგილზე ეჭვი მაქვს, ტირილით გამოვარდებოდი იქედან. ვიცე-პრემიერი ხარ, კანავაროსთან ერთად კი არ ხარ იახტაზე, რომ ჭორაობ ორღობის დედაკაცივით", (სტილი დაცულია) - წერს რეზო ბიწაძე.

 

ცნობითვის, კახა კალაძემ ერთ-ერთი საეტელევიზიო ეთერით განაცხადა, რომ 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე, ნინო ბურჯანაძის ესკორტს კორიდორი „ნაციონალურმა მოძრაობამ" გაუკეთა:


„ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს 26 მაისი, თქვენი ესკორტი, როდესაც ახალგაზრდა ბიჭებს ხელკეტებით სცემდნენ. როგორ გაგიკეთათ კორიდორი „ნაციონალურმა მოძრაობამ", როგორ გარბოდით და იქ ხალხი როგორ იხოცებოდა და რა დღეში იყო. იქ დაზარალებულ ერთ ოჯახს მაინც თუ მიაქციეთ ყურადღება?", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3232
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია