დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ახალი ნაგავსაყრელი გოდოგანში მოეწყობა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/06/12 13:08:53

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა და საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელ ნოდარ მიქიაშვილთან ერთად, ქუთაისში მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის ფინალური ეტაპის სამუშაოები დაათვალიერეს.


ქუთაისი-გეგუთის მაგისტრალზე,  ე.წ ნიკეას ნაგავსაყრელი ექსპლუატაციაში 1956 წელს შევიდა.


იმის გამო, რომ ნაგავსაყრელი არ იყო შემოღობილი და  არ აკმაყოფილებდა ეკოლოგიურ და სანიტარულ ნორმებს, გასაულ წელს დაიწყო მისი დახურვითი სამუშაოები, რაც ერთ თვეში დასრულდება.


საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორის, გიორგი შუხოშვილის განცხადებით, იმერეთში ახალი ნაგავსაყრელი გოდოგანში მოეწყობა. სამუშაოები მომავალი წლიდან დაიწყება.


შეგახსენებთ, რომ თანამედროვე ტიპის ნაგავსაყრელის მოწყობა თავდაპირველად სოფელ ჭოგნარში იგეგმებოდა, რასაც ადგილობრივების უკმაყოფილოება მოჰყვა. იმის გამო, რომ ნაგავსაყრელი დასახლებული პუნქტიდან 500 მეტრით არ იყო მოშორებული, მოხდა მისი ადგილმდებარეობის შეცვლა.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2955
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია