დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თორნიკე მარჯანიშვილი ქუთაისის ოპერის თეატრში „ღრმად ჩახედევას“ გეგმავს
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/06/11 15:38:02

დაინიშნება თუ არა თორნიკე მარჯანიშვილი ქუთაისის ოპერის თეატრის მმართველად? – გოგი ჭიჭინაძის მიერ სამინისტროში ქუთაისის ოპერის თეატრის მმართველის პოსტზე წარდგენილი თორნიკე მარჯანიშვილი პირველ კომენტარს აკეთებს


მარჯანიშვილი გეგმავს, ძირფესვიანად შეისწავლოს ოპერაში მიმდინარე მოვლენები და სიღრმისეულად გაეცნოს წინამორბედი მმართველობის დროინდელ ფაქტებს.

 

 

ქუთაისის . ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, გოგი ჭიჭინაძემ თეატრის დირექტორის პოსტზე ქუთაისის მესხიშვილის თეატრში მოქმედი რეჟისორი თორნიკე მარჯანიშვილი წარადგინა.



psnnews.ge-სთან სატელეფონო საუბრისას თორნიკე მარჯანიშვილმა განაცხადა, რომ ამ თანამდებობაზე მის დანიშვნასთან დაკავშირებით კონსულტაცია გაიარა ოპერისსამხატვრო ხელმძღვანელ გოგი ჭიჭინაძესთან. თუმცა, მინისტრ გურამ ოდიშარიას არ შეხვედრია და მასთან ამ თემაზე არ უსაუბრია.



ჯერ არ არის გადაწყვეტილი ჩემი თანამდებობაზე დანიშვნა და ველოდები სამინისტროს პასუხს. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. როცა ოფიციალურად დავინიშნები ოპერის ხელმძღვანელის პოსტზე, შემდეგ გავაკეთებ განცხადებას," – ამბობს თორნიკე მარჯანიშვილი.



მარჯანიშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სამინისტრო ოპერის თეატრის ხელმძღვანელის თანანმდებობაზე მიიღებს მის კანდიდატურას, სამომავლოდ, არაერთი სამოქმედო გეგმა აქვს თეატრში არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად, თუმცა წინასწარ არ სურს ამაზე საუბარი.



რაც შეეხება ოპერის თეატრში აქამდე არსებულ დაპირისპირებას, მარჯანიშვილის თქმით, ის ისევე იყო ინფორმირებული ოპერაში მიმდინარე მოვლენებზე, როგორც სხვა დანარჩენი თანამშრომლები. თუმცა დეტალები, რაც შიდა სამზარეულოს შეეხება, მისთვის ამ ეტაპზე უცნობია. მარჯანიშვილი გეგმავს, ძირფესვიანად შეისწავლოს ოპერაში მიმდინარე მოვლენები და სიღრმისეულად გაეცნოს წინამორბედი მმართველობისდროინდელ მდგომარეობას.



შეგახსენებთ, რომ თორნიკე მარჯანიშვილი გარკვეული დროის განმავლობაში მესხიშვილის თეატრის დირექტრი იყო.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5482
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია