დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გაზეთ „P.S.“-ის არქივიდან, №01 (352) 9-15 იანვარი, 2006 წელი
ჭინკები, ალები, ქაჯები - მხოლოდ მითები თუ?..
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/06/11 12:46:02

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჯერ კიდევ ხშირად გაიგონებთ გამოთქმებს: ჭინკებმა ამოყარეს, ჭინკამ დაუახა, ჭინკამ ცემა და სხვა. ჭინკების გააქტიურება და, შესაბამისად, გამოთქმების სიმრავლე, განსაკუთრებით, ნოემბერშია თვალშისაცემი.

 

რანი არიან სინამდვილეში ეს არსებები, მართლა ეახიან თუ არა ხალხს და რატომ მაინცდამაინც ნოემბერში გააქტიურდებიან ხოლმე. ამ და სხვა კითხვებით პროფესიით ბიოლოგს, მოსკოვისა და კანადის კრიპტოზოოლოგთა საზოგადოებების წევრს, მერაბ ახობაSეს მივმართეთ. იგი აღნიშნული საკითხით უკვე 15 წელია დაინტერესებული და მომავალში წიგნის გამოშვებასაც აპირებს.

 

ბატონი მერაბი ჩვენთან საუბარს მხოლოდ რამდენიმე პირობის გათვალისწინებით დათანხმდა.

პირობა პირველი იგი მხოლოდ და მხოლოდ მასალების შემგროვებელია და არა მკვლევარი.

პირობა მეორე იგი არაფერს არ ამტკიცებს, უბრალოდ, თავის აზრებს გამოთქვამს ჩვენთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით

 

-ასეთი სახის ქმნილებებს (იგულისხმება ჭინკა, ალი, ქაჯი) სულხან-საბა ეშმაკეულად მოიაზრებდა და მათ ჰაერისმცველებს უწოდებდა (ოდეს გარდამოითხივნეს უბოროტესნი ჯოჯოხეთად შთახდენ და უდარესნი ჰაერთა შინა დაშთენ. მათგან არს ღამე კაცთა მრავალსახედ ჩვენება, ქვათა სროლა, ფეთება და სხვა). თქვენ რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით?

 

-იმ მიზეზით, რომ ეს ქმნილებები ღამის არსებები არიან, ეშმაკეულებად მოიაზრებიან, თუმცა, საკითხი ამით მაინც არ ამოიწურება. ეშმაკი და ეშმაკეული არსებები ყველა რელიგიაში განსხვავებული მახასიათებლებით გამოირჩევიან. ადამიანისმაგვარ არსებებს კი, რომლებიც სხვადასხვა ქვე-ყანაშია ნაპოვნი, ერთნაირი ნიშნები ახასიათებთ.

 

ყოველივე ეს გვაSლევს იმის თქმის საფუვლს, რომ ეს ქმნილებები შეილება იყონ ცხოველები, ბიოლოგიური არსებანი და არა- რელიგიური, ეშმაკეული.

 

იყო დრო, როცა მაიმუნიც ეშმაკეულად ითვლებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში, როცა ადამიანი ახლოს მივიდა მასთან, აღმოჩნდა, რომ ეს იყო ბიოლოგიური არსება- ცხოველი, რომელსაც ეშმაკთან საერთო არაფერი ჰქონდა.

 

თუ დავუჯერებთ გადმოცემებს, თვითმხილველებს, მათთან (ჭინკებთან, ალებთან, ქაჯებთან) კონტაქტის მქონე ადამიანებს, მაშინ შეგვეSლება, ვთქვათ, რომ ესენი იყვნენ რეალური, ბიოლოგიური არსებანი და გარემო პირობების არქონის გამო (მათი სამყოფელი ყოველთვის დაბურულ ტყეებში იყო) გადაშენდნენ, ყოველ შემთხვევაში, 50-იანი, 60-იანი წლების (იგულისხმება გასული საუკუნე) შემდგომ მათი მასობრივად არსებობა დადასტურებული არაა.

 

კრიპტოზოოლოგიაში სხვა ვერსიებიც არსებობს:

 

ვარაუდობენ, რომ შეიSლება ესენი იყვნენ კეთრიანთა ნაშიერნი (Sველად როცა სოფელში კეთრიანები გამოვლინდებოდნენ, სოფელი იკეტებოდა და წყდებოდა დანარჩენ სამყაროს). საგულისხმოა, რომ იქ მცხოვრებლებმა დაკარგეს საზოგადოებასთან ურთიერთობა და გაველურდნენ...

 

აქაც უამრავი კითხვის ნიშანია, მაგრამ ეს მხოლოდ ვერსიაა და მეტი არაფერი.

 

მახასიათებლებზე ქვების სროლასა და კაკუნზე, სინათლის შიშზე, ახილზე რას გვეტყვით?

 

        ბიოლოგიურად თუ მივუდგებით ამას, აბსოლუტურად ყველაფერი გასაგებია. ესენი ღამის არსებები არიან, მათი თვალის აგებულება უნდა იყოს მხოლოდ დაბალი ფოტონების მიღებას ჩვეული. სინათლის შიში სხვა ცხოველებსაც ჭირთ კურდღელი შეშდება, როცა ღამით ფანარს მიანათებენ. ეს ადამიანსაც შეიSლება დაემართოს, როცა ბნელშია დიდ ხანს და უცებ სინათლეში მოხვდება.

 

რაც შეეხება ქვების სროლასა და კაკუნს, ეს უSველესი ხანიდან დასტურდება. ვ.წ.აღ-ის VII საუკუნის თასზე, რომელიც ჩრდილოეთ აფრიკაშია მოპოვებული, არის ველური, ადამიანისდამაგვარი არსების გამოსახულება, რომელსაც კრიპტოზოოლოგთა აზრით, ხელში ქვა უჭირავს. ცალი ხელით გლეჯს თავთავს, მეორეთი, რომელშიც ქვა აქვს, იგერიებს თავდამსხმელებს.

საქართველოს ზოგიერთ რეგიონში დასტურდება ქვების სროლის ფაქტი, სხვაგან- ქვების კაკუნის.

 

ახილი და საუბარი, რომელიც ამ არსებებთანაა დაკავშირებული, ვფიქრობ, უფრო მედიცინის კვლევის პრეროგატივაა.

 

        კრიპტოზოოლოგიის რომელ მიმართულებაშია გაერთიანებული ჩვენებური ადამიანისდამაგვარი არსებები და რა დასახელებები არსებობს ჩვენში?

 

        კრიპტოზოოლოგთა აზრით, არსებებს, რომლებიც დგანან ორ ფეხზე და წააგავენ ადამიანს, შეისწავლის მისი ერთ-ერთი მიმართულება- ჰომონოლოგია.

 

ყველგან, სადაც უდაბური ადგილია და სადაც მათი არსებობა შეიSლება მოვიაზროთ, გამოიყოფა სამი კატეგორია:

 

ერთი არის ალიან დიდი, ორი მეტრი და მეტი ჩვენებურად მას დევი შეიSლება ვუწოდოთ, მეორე- შედარებით უფრო დაბალი- ალი და ქაჯი, მესამე სამი-ოთხი წლის ბავშვისოდენა- ჭინკა. მათი ზოგადი სახელი შეიSლება იყოს ტყისკაცი.

 

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მათ სხვადასხვა სახელით მოიხსენებენ. სამეგრელოში გვხვდება ტყაშკოჩი, ოჩოკოჩი, ტყაშმაფა. იმერეთში ზოგან (ვანის რაიონი) ტყის Sღაბიც გვხვდება.

მონათხრობის მიხედვით, ალი უფრო აღმოსავლეთ საქართველოში უნდა ყოფილიყო. ალი იგივეა, რაც სვანთათვის დალი, მეგრელთათვის- ტყაშმაფა, იმერელთათვის ალქაჯი.

 

და მაინც, ამდენი მოსაზრების შემდეგ, შეილება ვთქვათ, რომ ეს არის ნამდვილად ეშმაკეული, ან ჩვეულებრივ ცხოველი, ბიოლოგიური არსება... შეილება...

 

სოფიკო ბოლქვა

 

 

01 (352) 9-15 იანვარი,  2006 წელი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8023
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია