დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქალების 37% ოჯახური ძალადობის მსხვერპლია
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/06/10 11:34:14

„იმიტომ, რომ მიყვარდი,“ - ამ სახელწოდებით ქუთაისში ჩეხური ორგანიზაციის  „ადამიანი გასაჭირში“ მიერ გადაღებული ფილმის პრემიერა გაიმართა.


ფილმი რეალურ ისტორიებზეა აგებული და ოჯახებში ქალთა მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე მოგვითხრობს.


ფილმის გმირები მათ წინააღმდეგ განხორციელებულ ძალდობაზე საუბრობენ. როგორც ისინი აღნიშნავენ, მათ ოჯახის და შვილების კეთილდღეობის მიზნით საკუთარ ბედნიერებაზე უარი თქვეს, არ საუბრობდნენ პრობლემებზე, ითმენდნენ ძალადობას, თუმცა როგორც თავად აღნიშნავენ, რეალობის დამალვით პრობლემამ გაცილებით მასშტაბური სახე მიიღო. ფილმის გმირები ასევე აღნიშნავენ, რომ მიუხედავად ძალადობისა, მეუღლეებს ისინი უყვართ. სწორედ ამიტომ დაარქვეს ფილმს სახელწოდება „იმიტომ, რომ მიყვარდი“.


ქალთა 37% ძალადობის მსხვერპლია. აქედან მხოლოდ 9% ცხადდება, 3%-ზე მიმდინარეობს სასამართლო და მხოლოდ 1%-ზე გამოაქვს სასამართლოს ვერდიქტი. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ქალთა 80% ძალადობას დასაშვებად მიიჩნევს.


„არ ჩათვალოთ, რომ მსგავსი ფაქტები მხოლოდ სხვაგან ხდება და ჩვენი სინამდვილე არ არის. ჩვენს რეალობაშიც უამრავი ადამიანია ძალადობის მსხვერპლი, რომლებიც  გარკვეული მიზეზების გამო ამ პრობლემას მალავენ“-განაცხადა პროექტის ფასილიტატორმა დავით ლიკლიკაძემ.


ფილმის პრემიერა ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა, რომელსაც  ახალგაზრდები ესწრებოდნენ. 


ორგანიზაციის  „ადამიანი გასაჭირში“ სამიზნე ჯგუფი სკოლის მოსწავლეები და ახალგაზრდები არიან, რადგან მათ მიეწოდოთ ინფორმაცია ძალადობის სტატისტიკის შესახებ. ფილმის ჩვენება საქარველოს 500 საჯარო სკოლაში გაიმართება.


ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად საქართველოში სპეციალური თავშესაფრები არსებობს, თუმცა თავშესაფარში დარჩენა მსხვერპლს მხოლოდ რამდენიმე კვირით შეუძლია.

 

ფილმის პრემიერის დასასრულს დისკუსია გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ძალადობის მიზეზებსა და პრობლემის დაძლევის გზებზე.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2197
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია