დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საჯარო ბიბლიოთეკის გასაჯაროვებული დაპირისპირების ახალი ტალღა და მხარეები განაჩენის მოლოდინში
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/06/09 17:14:08

დაატოვებინებენ თუ არა ნარგიზა ჩოგოვაეს საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის პოსტს?

 

გაზეთ „P.S.“-ში, 26 მაისის ნომერში დაბეჭდილ სტატიას, სადაც ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის უნიკალური გამოცემების დაზიანებასა და დაკარგვაზეა საუბარი, ამავე ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორის, მერაბ გვაზავა ვრცელი წერილით ეხმაურება, ჩვენ უცვლელად გთავაზობთ წერილს და აქვე უფლებას ვიტოვებთ ჟურნალისტური ეთიკის დაცვისა და საგაზეთო მასალის დაბალანსების მიზნით ბიბლიოთეკის ყოფილი მმართველის წერილს ამჟამინდელი თანამშრომლების საპასუხო კომენტარები მოვაყოლოთ.

 

„დიდი ხანია დუმილით ვხვდები, ან სულაც ყურს ვარიდებ ჩემთვის შეურაცხმყოფელ განცხადებებსა და გამოხდომებს, გულისტკივილით ვადევნებ თვალს სამეცნიერო ბიბლიოთეკაში მიმდინარე პროცესებს, მაგრამ ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული გაზეთის უკანასკნელი პუბლიკაცია (ცილისწამება თუ დაუდევრობა, „P.S.“ ?17(705) 26 მაისი -1 ივნისი, 2014), მაფიქრებინებს, რომ ვითარება სამეცნიერო ბიბლიოთეკაში უკვე კონტროლს აღარ ექვემდებარება და ნეგატიურმა, დამანგრეველმა ტენდენციებმა შესაძლოა, შეუქცევადი ხასიათი მიიღოს. კონფლიქტი, როგორც იტყვიან ხოლმე, ქუჩაში გადმოიღვარა, გასაჯაროვდა.

 

თავად განსაჯეთ, როცა საქმე იქამდე მიდის, რომ შიდა საბიბლიოთეკო დავების არბიტრად პროკურატურას მიმართავენ, როცა ვიცე-მერს პირად კონტროლზე ჰყავს საკითხი აყვანილი, მეოთხე ხელისუფლება, შესაძლოა, უძლური აღმოჩნდეს, ასეც მოხდა; ჟურნალისტმა ობიექტური, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შეძლო სრული ინფორმაციის მიღება. მას განუცხადეს, რომ ელოდებიან პროკურატურის დასკვნას. შედეგად მივიღეთ პუბლიკაცია, რომელიც მხოლოდ ერთი მხარის ოპოზიციას გამოხატავს.

როგორც საკითხში ჩახედული პირი, სამეცნიერო ბიბლიოთეკის ყოფილი ხელმძღვანელი, ჩემს ვალდებულებად მივიჩნევ საზოგადოებას ავუხსნა საქმის რეალური ვითარება.

მანამდე კი საჭიროდ ვთვლი, მკითხველს საკითხის ისტორია გავაცნო.         

         

2011 წლის 7 სექტემბრის  „P.S.“-ში დაიბეჭდა ჩემი ინტერვიუ, სადაც                „ნაციონალურ“ ხელისუფლებას ვაკრიტიკებდი. დეტალებით თავს არ შეგაწყენთ, მაგრამ პირდაპირ ვაცხადებდი, რომ აღშფოთებული ვიყავი ხელისუფლების მოქმედებით. ყველას გვახსოვს „ნაციონალები“ თუ რამდენად ოპერატიულად რეაგირებდნენ საჯარო მოხელეების მიერ გაკეთებულ ამგვარ განცხადებებზე. გაზეთი, ტრადიციულად, ორშაბათ დილით გამოვიდა. სამი საათისათვის მე უკვე მერიაში ვიყავი გამოძახებული და განცხადებაც თანამდებობიდან გადადგომის შესახებ დაწერილი მქონდა.        

            

ამ ფაქტს დიდად არ შევუწუხებივარ და აი, რატომ: ჯერ ერთი, ყველაფერს დასასრული აქვს, მეორეც, მიმაჩნდა, რომ ჩემი მისია უკვე შესრულებული იყო. არასრული ხუთი წლის მანძილზე ჩვენ (მთელმა კოლექტივმა) ბიბლიოთეკა თვისებრივად შევცვალეთ და ორიენტირად თანამედროვე, დასავლური მოდელის ბიბლიოთეკა მოვნიშნეთ. ამ მიმართულებით საკმაო გზა გავიარეთ და ვთვლიდი, რომ უკან მობრუნება უკვე შეუძლებელი იყო  (თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება მანამდე ორჯერ ჩემი ნებით დავწერე. პირველად, როცა 7 ნოემბრის მიტინგი დაარბიეს, მეორედ კი მაშინ, როცა ბიბლიოთეკას ფართი გაუყიდეს. ჩემი განცხადებები, მიზეზთა გამო, არ დააკმაყოფილეს).   

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ქალაქის თავები, გიორგი თევდორაძე და ამირან ხვადაგიანი, ჩემს გადადგომას მხარს არ უჭერდნენ, მაგრამ წითელი კომისარი გიგა შუშანია, ამგვარ შანსს ხელიდან არ გაუშვებდა. მას არასოდეს ვესიმპათიურებოდი (დიდი მადლობა მას ამისთვის, პირიქით რომ ყოფილიყო, ძალიან შევწუხდებოდი), და, საერთოდაც, ისეთი ცნებები, როგორიცაა წიგნი, ბიბლიოთეკა და საზოგადოდ კულტურა, მას უამურ ჟრჟოლას ჰგვრიდა ხოლმე.

 

თუ პოლიტიკურ კონტექსტსაც გავითვალისწინებთ, ნათელი იყო, რომ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე პრევენციულად გამათავისუფლეს.

 

ერთი სიტყვით, რეპრესირებული ხელმძღვანელი გახლავართ. მიუხედავად ამისა, არანაირი მცდელობა არ მქონია, რომელიც სამართლიანობის აღდგენისაკენ იქნებოდა მიმართული. მეტიც, საჯაროდ ვაცხადებ, რომ არასოდეს და არანაირ ვითარებაში სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორად არ დავბრუნდები. ეს მათ გასაგონად, ვისაც შეუძლია იფიქროს, რომ პირადი ინტერესები მამოძრავებს.

 

ახლა კი დავუბრუნდეთ საგაზეთო პუბლიკაციას. დავიწყოთ იმით, რაც თურმე საბიბლიოთეკო საბჭოზე არაერთხელ აღნიშნულა: გვაზავამ და წაქაძემ რეორგანიზაციის პერიოდში 31 პროფესიონალი დაითხოვეს და მათ ადგილზე ნათესავები მოიყვანეს. თუ ტერმინების დაზუსტებით დავიწყებთ, სიტყვა პროფესიონალი უნდა აღნიშნავდეს მუშაკს, რომელსაც მაღალი კვალიფიკაცია აქვს, შეფასების ერთადერთ კრიტერიუმად პროფესიულ დონეზე შესრულებული საქმე უნდა ვიგულისხმოთ. ეს ჯგუფი, რომელიც დღეს ავანსცენაზე დგას (ირმა და ინგა გვენეტაძეები, მაია მიქაბერიძე, დალი სულაკაძე, ნინო ძოწენიძე) მიიჩნევს, რომ ჩემს დირექტორად დანიშვნამდე საქმე ძალიან კარგად ყოფილა (სადაც ამდენი პროფესიონალია, იქ შეუძლებელია საქმე ცუდად იყოს). მე კი, მოსვლისთანავე სწორედ ეს პროფესიონალები დავითხოვე.  კეთილი, მე შემიძლია მათი პროფესიული საქმიანობის შესახებ საზოგადოებას გარკვეული ინფორმაცია მივაწოდო.  

სამეცნიერო (მაშინდელი საჯარო) ბიბლიოთეკის დირექტორად 2007 წლის 1 თებერვალს დავინიშნე. ახალი ხელმძღვანელი, უპირველეს ყოვლისა, მოვალეა გაეცნოს საბუღალტრო დოკუმენტაციას.

 

ბუღალტერიის ენა სპეციფიკურია. სწორედ ეს გავიფიქრე, როცა ამ დოკუმენტაციას გავეცანი. სულო ცოდვილო, არასრულფასოვნების განცდაც დამეუფლა, იმიტომ, რომ ვერაფერი გავიგე. ერთადერთი რაც დანამდვილებით დავადგინე, გახლდათ ის, რომ ბიბლიოთეკაში 20 მოძველებული მოდელის (2000-2001 წლების) კომპიუტერი უნდა ყოფილიყო. ფეხდაფეხ შემოვიარე ყველა განყოფილება და მხოლოდ 10 დავთვალე. ცხადია, ამგვარ მემკვიდრეობას ვერ ჩავიბარებდი და მთელი დოკუმენტაცია, სათანადო განცხადებით, საფინანსო პოლიციას გადავუგზავნე. არც საფინანსო პოლიციას აღმოაჩნდა შესაბამისი კომპეტენცია და ორი კვირის ამაო ჯახირის შემდეგ დოკუმენტაცია იმერეთის ექსპერტიზის სამსახურს გადაუგზავნა. სამი თვის შემდეგ მივიღეთ ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ღაღადებდა, რომ ამ დოკუმენტაციაში გარკვევა პრინციპულად შეუძლებელია, და რომ უფლებამოსილნი ვართ საბუღალტრო აღრიცხვიანობა დავიწყოთ ნულიდან. ეს წერილი საქმიან ქაღალდებში უნდა ინახებოდეს.      მინდა ამ ჯგუფს ვკითხო: რომელ პროფესიონალიზმზე მელაპარაკებით დაწესებულებაში, სადაც ამგვარი ბუღალტერიაა?!

 

იმჟამინდელი ქაოსის აღწერა ძალიან გამიჭირდება, მაგრამ რამდენიმე მაგალითს კიდევ მოვიყვან:          

 

მოვითხოვე ეჩვენებინათ შენობის გეგმა, რათა სრული წარმოდგენა მქონოდა, თუ რა ფართში ფუნქციონირებდა ბიბლიოთეკა. სამი დღის ძებნის შემდეგ გეგმა აღმოაჩინეს. მაგიდაზე გავშალე და სახტად დავრჩი: გეგმის მიხედვით ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა მდებარეობდა ლავრენტი ბერიას ქუჩაზე. თუ კიდევ ვინმეა დარჩენილი, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, მაგრამ მეეჭვება ბევრი მოქალაქე გვყავდეს, ვისაც ეს დრო ემახსოვრება. პროფესიონალებით გაჯერებული საჯარო ბიბლიოთეკა კი სწორედ ამ გეგმით ცხოვრობდა და არსებობდა.                                                                              

 

ან იქნებ ის გაგახსენოთ, თუ როგორი სველი წერტილები ჰქონდა ბიბლიოთეკას (ბევრ მკითხველს მოთხოვნილების შეკავება ერჩია იქ შესვლას).                                                                                   

 

ჩემი დირექტორობის პირველ თვეებში ბიბლიოთეკის მთავარი შემოსასვლელი კარი სიძველისაგან ორჯერ ჩამოვარდა ანჯამებიდან და ღამისთევა მოგვიხდა.                                                                                    

 

ცალკე უნდა აღინიშნოს საცავის პრობლემა. ეს გახლავთ შვიდსართულიანი შენობა ბრტყელი გადახურვით. ზედა სამ სართულზე წიგნებს ცელოფნები ეფარა, წლების განმავლობაში წვიმის წყალი მეხუთე სართულამდე ჩადიოდა. შენობა გაულესავი იყო და აგურ-აგურ იშლებოდა. მოწვეულმა სპეციალისტებმა გაგვაფრთხილეს, რომ იგი შესაძლოა ჩამონგრეულიყო.

 

როცა ელექტრონული განყოფილების გამგისაგან მოვითხოვე განმარტება, თუ სად გაქრა კომპიუტერები, მან მიპასუხა, რომ არც არაფერი ჩაუბარებია, შესაბამისად არც არაფერზე აგებს პასუხს. იგი წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა განყოფილებას მიღება-ჩაბარების აქტისა და მატერიალური პასუხისმგებლობის გარეშე.                                                                                  

 

აღარაფერს ვამბობ ბიბლიოთეკაში გამეფებულ ატმოსფეროზე, როცა ყველა განყოფილებიდან ყვირილისა და ჩხუბის ხმა ისმოდა და დაპირისპირებული თანამშრომლები ლამის ფიზიკურად უსწორდებოდნენ ერთმანეთს.                                                                      

 

სამსახურიდან გათავისუფლებულმა პროფესიონალებმა  ათამდე სასამართლო პროცესი გაუმართეს სამეცნიერო ბიბლიოთეკას და ათივე წააგეს.

 

მინდა ვკითხო ამ ჯგუფს,  რომელიც წარსულს მისტირის: საბიბლიოთეკო ცხოვრების ერთი სფერო, ერთი უბანი დამისახელეთ,  რომელიც მოწესრიგებული იყო და სრულ გარდაქმნას არ საჭიროებდა. რა დაგენანათ და რას მისტირით?!

 

მკითხველს ბოდიშს ვუხდი გაჭიანურებული  ექსკურსებისათვის და კვლავ საგაზეთო პუბლიკაციას დავუბრუნდები. იგი ასე იწყება: „ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში თანამშრომლებსა და ხელმძღვანელებს შორის მრავალწლიანი დაპირისპირება ბიბლიოთეკის კედლებს გასცდა. დაძაბულობა, რომელმაც დღეის მდგომარეობით პიკს მიაღწია, 2009 წელს დაიწყო, მაშინ, როდესაც საბიბლიოთეკო ფონდების უკეთ დაცვისა და მოვლა-პატრონობის მიზნით“ პერიოდიკის განყოფილებაში დაცული გამოცემების დიდი ნაწილი (1800-1921 წლების გამოცემები) ახლად შექმნილ, „იშვიათი გამოცემების“ განყოფილებას გადაეცა.“

 

არავითარი კონფლიქტი 2009 წელს არ დაწყებულა. არათუ კონფლიქტი, ხმამაღალი სიტყვა, ან ყველაზე მოკრძალებული პრეტენზიაც კი მაია მიქაბერიძეს არ გამოუთქვამს. ცხადია, კარგად ვიცოდი გულში რაც ედო, მაგრამ მიქაბერიძე ბაქტერიის მსგავსად, რომელიც მხოლოდ ხელსაყრელ პირობებში იწყებს გააქტიურებას, დუმდა და თავის დროს ელოდა. მთელი კოლექტივი დამემოწმება, რომ ეს სწორედ ასე იყო.   

მკითხველს აღარ გადავღლი ვრცელი ციტირებებით და პუბლიკაციის შინაარსს მოკლედ გადმოგცემთ:         

 

უნიკალური განყოფილება შეიქმნა ნაჩქარევად და ზერელედ. გვაზავა იმ დროისათვის მხოლოდ ფორმალურად იყო დირექტორი. წაქაძის ნამდვილი ჩანაფიქრი კი გახლდათ საკუთარი ნათესავებისა და მეგობრების დასაქმება ახალ განყოფილებაში. მიქაბერიძეს გული უთქვამდა უბედურებას, მაგრამ უხმოდ იტანჯებოდა, იმიტომ, რომ გვაზავამ ძალიან მკაცრი ბრძანება გამოსცა. ნაფერები და ნალოლიავები უნიკალური პერიოდული გამოცემები ახალ განყოფილებაში ისე ეყარა, როგორც თევზი უწყლოდ. დარღვეულ იქნა ყველა საბიბლიოთეკო წესი, არ შემდგარა მიღება-ჩაბარების აქტი და არ აღრიცხულა გატანილი ფონდი.  წლების განმავლობაში მატერიალურ პასუხისმგებლად გატანილ ფონდზე ოფიციალურად მაია მიქაბერიძე ითვლებოდა.    როცა სამართლიანობა აღსდგა და უნიკალური ფონდი პერიოდიკას დაუბრუნდა, აღმოჩნდა, რომ იგი საგანგებოდ დაზიანებული და დაგლეჯილ-დაფლეთილი იყო. მას შემდეგ მიქაბერიძის თვალზე ცრემლი არ გამშრალა, იგი რაქელივით დასტირის უნიკალურ გამოცემებს და ზეცას შეჰღაღადებს შურისძიებას, რაკიღა ამჟამინდელი დირექტორი აგვიანებს რიტა წაქაძის სამართალში მიცემას.

 

ჭეშმარიტად უცნაურ დროში ვცხოვრობთ. ჯერ ეს აბდაუბდა მიმოვიხილოთ,  შემდეგ კი გიამბობთ, თუ როგორ და რა მიზნით შეიქმნა უნიკალური განყოფილება.

 

პუბლიკაციის ავტორს, სურვილის შემთხვევაში, ძალიან მარტივად შეეძლო გარკვეულიყო სიმართლეში. რასაკვირველია, გატანილი ფონდი ზედმიწევნით აღირიცხა, სიაც შედგა, გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც რუსუდან კაშია და მაია მიქაბერიძე აწერდნენ ხელს. მატერიალური პასუხიმგებელიც გატანილ ფონდზე, ცხადია, უნიკალური განყოფილების გამგე რუსუდან კაშია გახლდათ. რატომ ენდო ჟურნალისტი სიტყვაზე მაია მიქაბერიძეს და არ მოიძია მიღება-ჩაბარების აქტი თუნდაც დირექტორთან?!

პუბლიკაციის წაკითხვის შემდეგ მკითხველს შეექმნება წარმოდგენა, რომ უნიკალური ფონდი პერიოდიკის განყოფილებაში მოვლილდავარცხნილი გახლდათ, უბედურება მას უნიკალურ განყოფილებაში დაატყდა თავს. ვნახოთ, 2006 წელს ჩემს დირექტორად დანიშვნამდე, როგორ აფასებდა „თავისი“ ფონდის მდგომარეობას გაზეთ „ქუთაისური ვერსიისათვის“ მიცემულ ინტერვიუში მაია მიქაბერიძე:

 

„ჩვენ ამ პერიოდიკის დარბაზით ვამაყობთ, აქ ისეთი გაზეთებია, სხვაგან არსად რომ არ ინახება. გული შემტკივა უგულისყურობით რომ ნადგურდება... ზოგი პერიოდული ორგანო პირდაპირ იატაკზე გვიწყვია თაროების ნაცვლად.“

 

მასთან საუბრის შემდეგ ჟურნალისტი ასკვნის: საჯარო ბიბლიოთეკის კიდევ ერთი პრობლემა პერიოდიკის განყოფილებაში შექმნილი სიტუაციაა. ამ განყოფილებაში დაცულ ბოლო ორი საუკუნის უნიკალურ პრესას ჭია ჭამს და რესტავრაციას საჭიროებს. უფრო ბოლოდროინდელი პრესა კი ყდის გარეშე იხევა და ნადგურდება.

 

პერიოდიკის გამგეს რომ უნიკალურ ფონდზე შესტკიოდეს გული, სიხარულით ცა უნდა გახსნოდა, როცა ჩვენ იშვიათი გამოცემები ამ ყოფას გადავარჩინეთ. აი, როგორ გვაყრის თვალში ნაცარს სიმართლისათვის დევნილი და ტანჯული მიქაბერიძე.

 

ის, რომ უნიკალური გამოცემები ეროვნული საგანძურია და სამეცნიერო ბიბლიოთეკაში უფრო ძვირფასი არაფერი ინახება, გაგიკვირდებათ და, მე და წაქაძემაც ვიცით.  სულ ორიოდე დღის დანიშნული ვიყავი, როცა უნიკალური გამოცემების ჩამონათვალი მოვითხოვე. გაირკვა, რომ ამგვარი ჩამონათვალი არ არსებობდა. ძვირფასი წიგნები გაბნეული იყო საცავში, სადაც 800 000-მდე წიგნია. ავისმსურველს ძალიან იოლად შეეძლო მათი სათითაოდ გატანა და ხელის მოთბობა. როგორც შემდეგში გაირკვა, ეს ასეც ხდებოდა. საცავის განყოფილებიდან გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა 140 ცალი რუსული უნიკალური გამოცემა. ჩვენ საქმე დაუყოვნებლივ გადავეცით პოლიციას და მთლიანად გავათავისუფლეთ  საცავის განყოფილების შემადგენლობა.    

                                                                        

დავრწმუნდი, რომ გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდა უნიკალური განყოფილების შექმნა. მოვიძიეთ შესაბამისი ფართი, გავარემონტეთ, აღვჭურვეთ ელექტრონული დაცვით და დავიწყეთ უნიკალური გამოცემების თავმოყრა. ეს პროცესი დღემდე გრძელდება  (საზოგადოებისათვის არ იქნება ინტერესმოკლებული იმ ფაქტის აღნიშვნა, რომ საცავში წავაწყდით მეთექვსმეტე საუკუნის ბეჭდურ გამოცემას, სქელტანიან, გერმანიაში დასტამბულ ლათინურ საღვთისმეტყველო წიგნს, რომელიც არანაირი ფორმით არ ყოფილა რეგისტრირებული).  

 

ვისაც საბიბლიოთეკო საქმესთან შეხება ჰქონია, იცის, რომ უნიკალური ფონდის ადგილმონაცვლეობა დასაშვებია ერთადერთ შემთხვევაში: თუ იგი უარესიდან უკეთეს გარემოში გადაგვაქვს.       

 

საქართველოს თითქმის ყველა ბიბლიოთეკის მთავარი უბედურება სოკოვანი დაავადებაა, რომელიც ქაღალდს უჩნდება და აზიანებს. თითოეული წიგნი და გამოცემა სათითაოდ უნდა დამუშავდეს, რისი სახსრებიც ჩვენს ბიბლიოთეკებს არ გააჩნიათ.  უნიკალურ ფონდთან დაკავშირებით ჩვენ სწორედ ეს გათვლა გვქონდა: დაობებული და სოკოთი დასნებოვნებული საცავებიდან ფონდი ჯანსაღ გარემოში გადაგვქონდა, სადაც მას სპეციალურად ამუშავებდნენ. ზემოთქმულის გათვალისწინებით ჩვენი გადაწყვეტილება უნიკალური განყოფილების შექმნის შესახებ აბსოლუტურად გამართლებული გახლდათ, რაც არაერთხელ აღნიშნა, მოგვიწონა და მოგვილოცა საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ.

 პუბლიკაციაში გაკენწლილია ჩემი ბრძანების ფორმა. მართლაც, ასობით ბრძანება მაქვს გამოცემული, მაგრამ ეს ერთადერთია, სადაც მეტისმეტად თვალსაჩინოდ არის განმარტებული, თუ რა მოელის განყოფილების გამგეს (მაია მიქაბერიძეს ვგულისხმობდი), რომელიც ბრძანებას არ შეასრულებს.    ბრძანება იმიტომაც არის ბრძანება, რომ მისი შესრულება სავალდებულოა. შეუსრულებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული სანქცია თავისთავად იგულისხმება. დაკონკრეტება რაღა საჭიროა? ვაღიარებ, რომ ეს ფორმით განსაკუთრებული (თუმცა სამართლებრივად სავსებით გამართული) ბრძანება მაია მიქაბერიძის ერუდიციის, ინტელექტისა და ზნეობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით დაიწერა.

 

ჟურნალისტს სრული უფლება აქვს,  ჩემი განმარტება არადამაკმაყოფილებლად ჩათვალოს, მაგრამ ერთი შეკითხვა მასთან მეც მექნება: დაინტერესდით, ბრძანება, რომელმაც ხუთწლიანი „განსახლების“ შემდეგ სამართლიანობა აღადგინა და უნიკალური ფონდი ისევე დაუბრუნა მიქაბერიძეს, როგორც ყირიმი პუტინს, რა ფორმით არის შედგენილი? გინახავთ ეს ბრძანება? ნუ ეცდებით, ამაოდ გაირჯებით და ვერ ნახავთ, ასეთი ბრძანება ბუნებაში არ არსებობს. ზემოთ უნიკალური ფონდის ადგილმონაცვლეობის წესზე ვსაუბრობდით, ცხადია, რომ საკითხი განსაკუთრებით ფაქიზი და საფრთხილოა. ბრძანების ტონს მიწუნებთ, მაგრამ რატომ არაფერს ამბობთ იმის შესახებ, რომ ამჟამინდელმა დირექტორმა ბრძანება საერთოდ არ გამოსცა, მაშინ, როცა მაკულატურის გატანასაც კი წერილობითი ბრძანება სჭირდება?!       

                                                           

მაგრამ ეს არ არის მთავარი უბედურება. დირექტორს, ნარგიზ ჩოგოვაძეს, ძალიან გაუჭირდება იმის ახსნა, თუ რა მიზეზით დააბრუნა უნიკალური ფონდი ჯანსაღი გარემოდან დასნებოვნებულ და სოკოვან საცავში. საიდანაც არ უნდა მივუდგეთ საკითხს, ეს პირდაპირი დანაშაულია.

     

რაც შეეხება ნათესავებისა და მეგობრების დანიშვნას. მას შემდეგ, რაც საჯარო ბიბლიოთეკას სამეცნიერო ბიბლიოთეკის სტატუსი  მიენიჭა, ჩვენ ყველა საშუალებით ვცდილობდით სამეცნიერო კადრების მოზიდვას,  უნიკალური განყოფილება რომ პრიორიტეტულია, ამაზე უკვე ვისაუბრეთ. ცხადია,მის ხელმძღვანელს დიდი სიფრთხილით ვარჩევდი.

 

რუსუდან კაშია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორია, წყაროთმცოდნე, იგი 17 წელი საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტში მუშაობდა და ძვირფას ფონდთან ურთიერთობის მაღალი კულტურა და დიდი გამოცდილება დაუგროვდა. რუსუდანი სწორედ ის ადამიანია, რომელსაც ვეძებდი, და მისი ერთადერთი უბედურება, რომ იგი რიტა წაქაძის დეიდაშვილია, ჩემთვის არანაირ დანაშაულს არ წარმოადგენდა. დღეს რუსუდანი სულის სიღრმემდე შეძრული და შეძრწუნებულია, სწორედ იმის დაზიანებაში სდებენ ბრალს, რის მოვლასა და შესწავლასაც მთელი ცხოვრება უძღვნა.    

 

გამოვეხმაურები იმ თეზასაც, რომ მე მხოლოდ ფორმალური დირექტორი ვიყავი. ქვეტექსტი მარტივია: მე დირექტორი კი არა, კონსულტანტიც აღარ ვარ. ჩემი თემა აქტუალური აღარ არის, განვლილი ეტაპი გახლავართ. საოცნებო ანარქიამდე ერთადერთ ბარიერად რიტა წაქაძე ჩანს, ყველაფერი მას უნდა დაბრალდეს (თუმცა გაუგებარია რა). ეს ჯგუფი დაჟინებით მოითხოვს წაქაძის თანამდებობიდან გადადგომას. მიქაბერიძეს თქვენ უკვე იცნობთ, გაგაცნობთ ჯგუფის სხვა წევრებსაც.   

                                                                                  

როდესაც დირექტორად დავინიშნე, ირმა გვენეტაძე  საქალაქო ბიბლიოთეკაში მუშაობდა, ინგა გვენეტაძე კი საჯარო ბიბლიოთეკის რიგითი თანამშრომელი გახლდათ. რიტას რჩევით (მე მათ თითქმის არ ვიცნობდი) ირმა სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გადმოვიყვანე, ორივე დები თანამდებობებზე დავნიშნე და ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში ზრუნვა და ყურადღება არ მომიკლია. ინგა გვენეტაძეს, მისი ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით, დამლაგებლის შტატი შევუთავსე, თუმცა აუდიტს შეეძლო შემომდავებოდა, მაგრამ ეს რისკი საკუთარ თავზე ავიღე. საბოლოო ჯამში ინგა ჩემზე მაღალ ხელფასს იღებდა.

 

ირმა გვენეტაძე თურქული ენის სპეციალისტია. ყოველთვის თვალს ვარიდებდი, როცა დარბაზის განყოფილების გამგე, სამუშაო საათებში, თურქულის შესწავლის მსურველთ ამეცადინებდა.      დალი სულაკაძე... მაგრამ, მოდით, მეც ადამიანი ვარ, სულაკაძეზე ნუღარ მალაპარაკებთ.

 

ერთი სიტყვით, საუბარია სულ რამდენიმე  ადამიანზე.   

                                                                                 

რას ითხოვს ეს ჯგუფი?

 

მაია მიქაბერიძე, გარდა იმისა, რომ თავის ფონდს ითხოვს, ამტკიცებს დაუმტკიცებელს, რომ უნიკალური ფონდი შეგნებულად დააზიანეს უნიკალურ განყოფილებაში, რომ რიტა წაქაძე ციხეში თუ არ წავა, სახლში მაინც უნდა წავიდეს, და რომ გვაზავას ნაფეხურზე ბალახმა არ უნდა იხაროს.

 

მაგრამ უფრო გლობალურ მოთხოვნებს გვენეტაძეები აყენებენ: სამეცნიერო ბიბლიოთეკას არ სჭირდება ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციები (რომელთაც სამეცნიერო სივრცეში უკვე ძალიან მაღალი ავტორიტეტი მოგვიპოვეს და კონფერენციამდე დიდი ხნით ადრე ვიღებთ მონაწილეობის მსურველთა განაცხადებს), არ არის საჭირო სამეცნიერო შრომების   ყოველწლიური    გამოცემა    „წელიწდეული“, რომელიც უკვე მეხუთედ გამოდის, არ არის საჭირო რესტავრაციის განყოფილება, რომელიც ნულიდან შევქმენით და ხარისხობრივი მაჩვენებლით უკვე ეროვნული ბიბლიოთეკის რესტავრაციის განყოფილებას უტოლდება.

 

 არ არის საჭირო უნიკალური განყოფილება, არ არის საჭირო ელექტრონული კატალოგის პროგრამა, არ არის საჭირო სამეცნიერო ბიბლიოთეკაში სამეცნიერო კადრების, პროფესურის მოზიდვა, ხოლო, ვინც უკვე მოვიზიდეთ და მუშაობს, უნდა დატოვონ ბიბლიოთეკა და ა.შ. 

მიზეზი? - იკითხავს გაკვირვებული მკითხველი, - რა მიზეზით უნდა გაუქმდეს ამდენი ინოვაციური წამოწყება, რაც ღვთის  მადლით უკვე განხორციელებული და ხორცშესხმულია.

 

მიზეზი ბანალური გახლავთ: ყველაფერ ამაში ბევრი ფული იხარჯება. უმჯობესია ეს თანხები ხელფასების გაზრდას მოხმარდეს. მხოლოდ ნუ იფიქრებთ, რომ ხელფასები თანაბრად გაიზრდება. თანამშრომლები ოთხ კატეგორიად დაიყოფიან და სწორედ ეს ჯგუფი გადაწყვეტს, თუ ვის რამდენით უნდა გაეზარდოს ხელფასი. 

 

ქალბატონო ნარგიზ! მხოლოდ უპატრონო ეკლესიას ეპატრონებიან ეშმაკები.

ქართულ კულტურულ სინამდვილეში უკვე კარგა ხანია რომან „დათა თუთაშხიას“ გავლენით, დამკვიდრდა ე.წ. სახნოვის ფენომენი, ანუ, როგორც ავტორი ბრძანებს, უნიჭო კაცების პრობლემა.   ოდითგანვე ცნობილია, რომ ნიჭი ხელჩაკიდებული უნდა ატარო, უნიჭობა კი თვითონვე იკვლევს გზას. თანამდებობაზე მოხვედრილ უნიჭო ადამიანს (რომელმაც შინაგანად ძალიან კარგად უწყის საკუთარი უნიჭობის შესახებ)  მუდმივი განგაშის განცდა აქვს, რომ დღეს იქნება, თუ ხვალ იკითხავენ: ამას აქ რა უნდა? ეს ადამიანები ძილშიაც კი თავდაცვით პოზიციაში დგანან. პრიმიტივის ინსტინქტი უკარნახებთ, რომ თავდაცვის საუკეთესო საშუალება თავდასხმაა და შეტევაზე გადმოდიან. სწორედ უნიჭობა გახლავთ პირველადი იმპულსი, რომელმაც ეს ჯგუფი შეკრა და გააერთიანა. 

 

როგორც საკითხში ჩახედული კომპეტენტური პირი ვაცხადებ: რიტა წაქაძე ერთ-ერთი საუკეთესო ბიბლიოთეკათმცოდნეა საქართველოში. ეს არ გახლავთ მხოლოდ ჩემი აზრი, ასევე თვლიან ქართველი და უცხოელი ექსპერტები.   

    

ჩვენში არჩევნები ყველა სხვა მოვლენას ფარავს, მით უფრო ბიბლიოთეკარი ქალების კინკლაობას. როგორც ჩანს, არჩევნების შემდეგ შეიქმნება კომისია, რომელიც მარტივად გაერკვევა სიმართლეში, იმიტომ, რომ ეს ჯგუფი, ცნობილი მიზეზით, რთულსა და ჩახლართულს ვერა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2744
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია