დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არჩევნები 2014
„ხელისუფლების კეკლუცობა ამომრჩევლის გულის მოსაგებად“
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/06/09 11:22:48

ქუთაისის საკრებულოს დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ხაზარაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებების აკრძალვამდე ერთი დღით ადრე საბიუჯეტო ცვლილებები თითქოს კანონის სრული დაცვით, მაგრამ მიზანმიმართულად – საარჩევნო კამპანიის წარმოებისა და ამომრჩევლის გულის მოსაგებად განახორციელა.

 

ხაზარაძე აცხადებს, რომ 100-ლარიანი ვაუჩერები, რომელიც მოსახლეობას საჭიროებისდამიხედვით პერიოდულად უნდა მიეღო, წინასაარჩევნოდ სწრაფი ტემპით დარიდგა.

 

„130 ათასი ლარი დაამატეს სპორტული მოედნების მოწყობას, 12 ათასი ლარიდან 72 ათას ლარამდე გაზარდეს ავტობუსის გაჩერებების კეთილმოწყობისთვის განკუთვნილი პროექტის თანხები“, – ყოველივე აღნიშნულს ხაზარაძე ხელისუფლების მხრიდან ამომრჩევლის მოტყუებად აფასებს.

 

ხაზარაძე ასევე ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასა და არასწორ დაგეგმარებაზე საუბრობს, რაც მისი აზრით, წლის ბოლოს საბიუჯეტო კრიზისს გამოიწვევს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2387
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია