დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ჯამბაზების“ პრემიერა ქუთაისის ოპერის თაეტრში
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/06/06 13:19:29

ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში რუჯერო ლეონკავალოს „ჯამბაზები“ მეორედ, ამჯერად  თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის გოგი ჭიჭინაძის დირიჟორობით დაიდგა.


 მაია გაჩეჩილაძის რეჟისორობით დადგმული სპექტაკლის პერმიერა ქუთაისის ოპერის თეატრში გუშინ გაიმართა.


სპექტაკლში გადმოცემულია მე-19 საუკუნის ჩრდილოეთ იტალიაში განვითარებული მოვლენები. პატარა პროვინციული ქალაქი მოხეტიალე თეატრალური დასის,  ცხოვრების და ტრაგედიის თვითმხილველი ხდება. ჯამბაზი კანიო ეჭვიანობის ნიადაგზე, სცენაზე კლავს მეუღლეს ნედას და მის სიყვარულს სილვიოს.  მაყურებელი ვეღარ ანსხვავებს თეატრალურ სანახაობას რეალობისგან.


გოგი ჭიჭინაძე შემოქმედებით გუნდთან  ერთად ორმოქმედებიან სპექტაკლზე ორი თვის განმავლობაში მუშაობდა. 


"სამი წლის წინანდელი სპექტაკლი აღვადგინეთ, თუმცა განახლებულ სპექტაკლში ჩვენს მიერ შეტანილი სიახლეებიც იქნება.  ძალიან ბევრი ვიშრომეთ და ჩვენი შრომის შედეგს მაყურებლამდეც მივიტანთ“-განაცხადა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა გოგი ჭიჭინაძე. 


სპექტაკლში ქუთაისის ოპერის ორკესტრთან, გუნდთან და ქორეოგრაფიულ დასთან ერთად პანტომიმის თეატრის მსახიობებიც მონაწილეობდნენ. 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2612
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია