დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ანონსი
საფერავის ბოკალის შერჩევის ეროვნულ სესიას თავად გრაფი რიდელი წარმართავს
ავტორი: ნატო გუბელაძე
2014/06/05 16:26:27

თბილისს მსოფლიოს წამყვანი ღვინის ბოკალის მწარმოებელი ავსტრიული კომპანია  RIEDEL-ის მეათე თაობის წარმომადგენელი, გრაფი გეორგ რიდელი სტუმრობს,  რომელიც საქართველოს გამორჩეულ მეღვინეებთან, სომელიებთან და ექსპერტებთან ერთად საფერავის ექსკლუზიურ  ღვინის ბოკალს შეარჩევს.


პროექტის მხარდამჭერები არიან: ღვინის ეროვნული სააგენტო, ასოციაცია „ქართული ღვინო“, საქართველოს სომელიეთა ასოციაცია და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“.  გეორგ რიდელს მასპინძლობას გაუწევს ქართული ღვინის საპატიო ელჩი, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი შალვა ხეცურიანი.


გეორგ რიდელის წარმოებაში საფერავის ღვინის ჭიქის გამოჩენა ქართული ღვინის ისტორიაში მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს და ხაზს უსვამს საფერავის გამორჩეულობას. რიდელის ვიზიტი ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის მასშტაბური მნიშვნელობისაა, რომელიც ასევე ხელს შეუწყობს ქართული ღვინის, კერძოდ, საფერავის ცნობადობის ამაღლებას.


გეორგ რიდელი ვიზიტის ფარგლებში 5 ივნისს, საგამოფენო ცენტრ ExpoGeorgia-ში, მესამე პავილიონში, 19 საათზე გამართავს მასტერ-კლასს, 6 ივნისს იგი გაუძღვება საფერავის ექსკლუზიური ღვინის ჭიქის შერჩევის ეროვნულ სესიას.


ეროვნული სესიის შედეგები გამოცხადდება პარასკევს, 6 ივნისს, 18:15 საათზე, საგამოფენო ცენტრ ExpoGeorgia-ს მე-3 პავილიონში.

ავსტრიელი ოსტატის მიერ შექმნილი ღვინის ბოკალით საფერავის დაგემოვნება უკვე უახლოეს რთველზე შესაძლებელი იქნება.

 


ინფორმაცია  რიდელების საგვარეულო ბიზნესზე:

ღვინის აქსესუარებისა და ბოკალების წარმოებაში მსოფლიო ლიდერია 250წლიანი ისტორიის მქონე ავსტრიული ოჯახის, რიდელის კომპანია. მისი პროდუქცია პლანეტის ყველაზე საუკეთესო რესტორნებში, ახალი ზელანდიიდან ალიასკამდე,  #1 ბრენდად ითვლება. ცნობილია, რომ ღვინის ჭიქების გეომეტრიასა თუ ღვინის მოხმარების ფსიქოლოგიაზე წარმოებული მრავალწლიანი ექსპერიმენტების შედეგად, რიდელის კომპანიამ იდეალურ ბროლის ბოკალთა კოლექცია შეიმუშავა.  რიდელს 16 ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი ყურძნის ჯიშისა და რეგიონების ღვინოებისთვის შექმნილი აქვს სპეციალური ბროლის ბოკალი.


დღეს ყველამ იცის, რომელია „პინონუარის“ „ბორდოსა“ თუ „შარდონეს“ ბოკალი.


მალე მსოფლიო გაიგებს, როგორი იქნება ქართული „საფერავის“ ბოკალი!


 რამდენიმეწლიანი მოლაპარაკების შედეგად, საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ, ღვინის ეროვნული  სააგენტოს მხარდაჭერით, რიდელის კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა. ამ შეთანხმების შედეგად შეიქმნება საფერავის“ ბოკალი, რომელიც რიდელის კოლექციაში საპატიო  მე-17 ადგილს დაიჭერს.


 ეს ისტორიული ფაქტი კი იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს ყველაზე ცნობილ რესტორნებში, რიდელების კატალოგის მთავარ კოლექციაში, სომელიეები იხილავენ ქართული ყურძნის ჯიშის, „საფერავის“ ბოკალს.

 

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4518
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია