დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არჩევნები 2014
რატომ დატოვა „ქართული ოცნება“ ზურაბ რუსიძემ
ავტორი: ნინო მშვიდობაძე
2014/06/05 13:21:07

„პატრიოტთა ალიანსის“ ლანჩხუთის საარჩევნო შტაბში კიდევ ერთი პრესკონფერენცია ჩატარდა, სადაც „ქართული ოცნების“ წევრმა ზურაბ რუსიძემ პარტიის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა.

 

შარშანაც ქართული ოცნებისწევრი ვიყავი, მაგრამ ვმუშაობდი ბურჯანაძის პარტიის სასარგებლოდ, რატომღაც მაშინ ჩემი პარტიიდან გარიცხვის საკითხი არ დამდგარა. რადგან ვერ მელევიან, მინდა, თავად დავტოვო პარტიაპარტიის წევრი ვარ დაარსების დღიდან, ჩემი მცირე წვლილი მიმიძღვის მის გამარჯვებაში, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ცალსახად დამანახა, რომ ლანჩხუთის ქართული ოცნება-დემკრატიული საქართველოსრაიონულმა ორგანიზაციამ გადაუხვია კურსს და დაადგა გზას, რომელიც დიქტატორულ პრინციპებზეა დაქვემდებარებული, რაც გამოიხატება შემდეგში: ლანჩხუთის პარტიულმა ორგანიზაციამ იგნორი გაუკეთა პარტიულ ბიუროს, საჯარო არ გახადა პარტიული სია, რის შედეგადაც სიაში მოხვდნენ 2012 წლის არჩევნებში მტრულად განწყობილი პიროვნებები, ასევე გამგებლობის კანდიდატის არჩევისას არ ჩაატარეს შიდა პრაიმერი, რაც თავიდან აგვაცილებდა პარტიულ დაპირისპირებას. ამით ბიურომ აჩვენა, რომ არ აინტერესებთ განსხვავებული აზრი. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო პარტია“, _ განაცხადა რუსიძემ.


აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ „ქართული ოცნები“ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს, გოგი ხელაძეს ვთხოვეთ კომენტარი:


მინდა ვთქვა, რომ მისი გადაწყვეტილებით გაოცებული ვარ, მასზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ძალიან კარგი პიროვნებაა. ამ ეტაპზე სხვა კომენტარის გაკეთებისგან თავს შევიკავებ, რადგან ჯერ მის განცხადებას არ გავცნობივარ". ხელაძემ იქვე დასძინა, რომ მასთან კი იყო მისული რუსიძე, მაგრამ განცხადება არ დაუტოვებია:


„შემოიხედა კაბინეტში და რომ დაინახა, სტუმრები მყავდა, კარი გაიხურა. ვიფიქრე, რომ დამელოდებოდა, მაგრამ გარეთ გამოსულს რუსიძე აღარ დამხვედრია. არც განცხადება მინახავს,“ - გვითხრა გოგი ხელაძემ.


პრესკონფერენციაზე ქალაქის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ნიკოლოზ კვირკველიამ ზეწოლებზე ისაუბრა, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრია:

 

       რაკი ვარ „ქართული ოცნების“ წევრი და იციან, რომ მხარს არ ვუჭერ ურუშაძეს, დამიბარეს შტაბში. იქ ჯერ მეორე სართულზე გოგი ხელაძე გამესაუბრა და მერე ჩამიყვანა ურუშაძესთან.

 

       რას ნიშნავს ჩაგიყვანათ? როგორ ჩაგიყვანათ?

 

       აი, ასე, ხელი მომკიდა და ჩამიყვანა. ურუშაძესთან კი წავიდა საუბარი იმაზე, რომ მომეხსნა კანდიდატურა. ასეთი ზეწოლის მიუხედავად, არ ვაპირებ მოვხსნა ჩემი კანდიდატურა.

        

კვირკველიამ ასევე ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტებზეც ისაუბრა:


       მინდა, ვთქვა ისიც, რომ აგარაკის უბანში მოსახლეობაზე მიმდინარეობს ზეწოლა.

 

       დაგვიკონკრეტეთ ვისზე და ვისი მხრიდან მიმდინარეობს ზეწოლა?

 

        კონკრეტულ ფაქტს ვერ დავასახელებთ გამომდინარე იქდან, რომ გარანტად ვერავის დავუდგებით, რამდენიმე ოჯახს სამსახურიდან მოხნით ემუქრებიან, _ განაცხადა კვირკველიამ.

 

პრესკონფერენციაზე კიდევ ერთ ფაქტზე ისაუბრა სოსო შეიზაშვილმა:

 

ზეწოლის ფაქტის დამამტკიცებელია ისიც, რომ ჩვენმა სიის პირველმა ნომერმა, დავით ურუშაძემ (ექიმი) უარი განაცხადა სიაში ყოფნაზე. რამდენჯერმე ვთხოვეთ, რომ გადაწყვეტილება შეეცვალა. სამჯერ მივიდნენ საოლქოში, რომ ამოეღოთ ეს კაცი სიიდან, როგორ ამოვიღო, როცა თავად არ მოუმართავს განცხადებითო - პასუხობდა ზვიად ნაკაიძე. არ ვიცი, ამ ფაქტს ნაკაიძე რამდენად დაადასტურებს".

 

რაც შეეხება #61 საოლქო კომისიის თავმჯდომარეს, ზვიად ნაკაიძეს, მისი თქმით, დავით ურუშაძის სიიდან ამოღების თაობაზე განცხადებით საოლქოს თავად დავით ურუშაძემ მიმართა:

 

ვიდრე პარტიოტთა ალიანსი პარტიულ სიას დაარეგისტრირებდა, ჩემთან მოვიდა დავით ურუშაძე და შემოიტანა განცხადება სიიდან ამოღების თაობაზე, ვუთხარი, რომ განცხადებას ვერ მივიღებდი, რადგან ჯერ პარტიას სია წარმოდგენილი არ ჰქონდა, მაგრამ მაინც დატოვა.

 

ნიკოლოზ კვირკველიას ბრალდებას ზეწოლის შესახებ, „ქართული ოცნების“ გამგებლობის კანდიდატი ზაზა ურუშაძე პასუხობს და ამბობს, რომ კვირკველია ზღაპრებს ჰყვება:

 

საიდან მოიტანა კვირკველიამ ასეთი ტყუილი, ვერ გეტყვით. მართლაც იყო პარტიის ოფისში მოსული და საუბარი ჰქონდა შტაბის ხელმძღვანელთან, მერე ჩამოვიდა ჩემთან, მაგრამ კანდიდატი მოხსენი ან რამე მსგავსი საუბარი ჩვენს შორის არ ყოფილა. ცრუ ბრალდებებს, სჯობს, თავის საარჩევნო კამპანიას მიხედოს, რომელიც ჩაუვარდა. რაც შეეხება ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტებს, ამბობს, რომ ოპონენტებმა ამის კონკრეტული მაგალითები უნდა დაასახელონ, რადგან ასე ზოგადად და ფაქტების გაეშე საუბარი არადამაჯერებელია", _ამბობს ზაზა ურუშაძე.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2300
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია