დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიის შენობაზე საარჩევნო პლაკატები გააკრეს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/06/05 11:25:25

საარჩევნო ბლოკმა „არასაპარლამნეტო ოპოზიციამ“ მერიის შენობაზე საარჩევნო პლაკატები გააკრა. ბლოკის სიის პირველი ნომრის გოგი წულაიას განცხადებით, აღნიშნული აქციით მმშ ნოდარ მიქიაშვილის განცხადებას ეხმაურებიან.


„როდესაც ჩვენ საარჩევნო პლაკატების აკრძალულ ადგილებზე გაკვრა გავაპროტესტეთ, მერის მოვალეობის შემსრულებელმა ნოდარ მიქიაშვილმა–ენამახვილმა აღნიშნა, რომ ბოძებზე პლაკატების გაკვრა არის კანონდარღვევა, მაგრამ, თურმე  არჩევნებამდე რომელიმე საარჩევნო სუბიექტის დაჯარიმება სხვანაირად აღიქმება, ამიტომ მოახდენენ დასურათებას და არჩევნების მერე დააჯარიმებენ. კი ბატონო, თუ ასეა, მეც დავარღვევ კანონს, დაასურათონ და არჩევნების მერე დამაჯარიმონ. არ გაბედოს ვინმემ და არჩევნებამდე ჩვენს მიერ გაკრული პლაკატებია არ ჩამოხსნას“–განაცხადა გოგი წულაიამ.


 

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს დადგენილებით ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის შენობა, იმ ობიექტთა ნუსხაშია შეყვანილი, რომლებზეც სააგიტაციო პლაკატების გაკვრა აკრძალულია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2660
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია