დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სსიპ ქალაქ ქუთაისის №8 საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობის ზოგიერთი ასპექტები
2014/06/02 16:47:04

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა განათლება, როგორც პრიორიტეტი, 2004 წლიდან იქნა აღიარებული, რაც ეროვნული სასწავლო გეგმის  მიზნის მიღწევის ერთ-ერთ  მიმართულებას წარმოადგენს. ამიტომ საჭირო და  აუცილებელია, ასეთ  მოსწავლეებს   ნებისმიერ  ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში  ექნეთ თვითრეალიზაციის და წარმატების ისეთივე პირობები, როგორც   სხვა მოსწავლეებს.

 

გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში  აღნიშნულ პროექტში  წარმატებით ჩაერთო სსიპ    ქალაქ ქუთაისის №8 საჯარო სკოლა (დირექტორი რეზო სირბილაძე).


2013 წლის 19  ნოემბერს სკოლაში ჩატარდა  სსსმ მოსწავლეებთან სამუშაოდ სპეციალური მასწავლებლის შესარჩევი კონკურსი. საკონკურსო კომისიაში  შედიოდნენ  სკოლის პედაგოგები და საქართველოს  განათლებისა და  მეცნიერების სამინისტროსთან  არსებული მულტიდისციპლინული  გუნდის წევრი  პროფესორი  ნატო ქობულაძე.  კომისიამ  კონკურსში მონაწილე ოთხი კანდიდატიდან შეარჩია ერთი პედაგოგი.  ამჟამად სკოლას ჰყავს სპეციალური მასწავლებელი, პედაგოგს გავლილი აქვს სსსმ  მოსწავლეებთან მუშაობის შესაბამისი ტრენინგ-კურსები.


ქუთაისის №8 საჯარო სკოლაში შედგა  სსსმ მოსწავლისათვის, როგორც  მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი ინდივიდუალური სასწავლო გეგმა. მასწავლებელი მუშაობს იმ მიმართებით, რომ სსსმ მოსწავლეთა მიერ  შეძენილი უნარები სასარგებლო იყოს იმდენად, რამდენადაც მათი საშუალებით ცხოვრებისეული და ყოველდღიური პრობლემების გადაჭრა გახდეს შესაძლებელი.

 

აღსანიშნავია, რომ  სკოლამ მოაწყო რესურს-ოთახი, გააფორმა იგი სხვადასხვა სასწავლო თვალსაჩინოებით,  სკოლაში ეწყობა სსსმ მოსწავლის სხვადასხვა ხასიათის ნამუშევრების გამოფენები, შეიქმნა ინკლუზიური განათლების საკითხებზე როგორც სასწავლო, ასევე ინტერნეტ ბიბლიოთეკა, ტარდება ღია გაკვეთილები, რომელშიც თანატოლების გვერდით   წარმატებითაა ჩართული  სსსმ მოსწავლეც.

 

სკოლის დირექცია და სპეციალური მასწავლებელი  ყოველდღიურად  ცდილობს,  რომ სსსმ მოსწავლეს შეუქმნას მისთვის სასურველი გარემო,  შეუქმნას  ისეთი პირობა, რომ  მოსწავლეს უხაროდეს  ყოველი ახალი სასწავლო დღე, შეხვედრა თანატოლებთან,  პედაგოგებთან, დირექციასთან. ვფიქრობთ, რომ ამ მხრივ  ჩვენს სკოლაში მიზანი მიღწეულია, რადგან სსსმ მოსწავლეს ნამდვილად უყვარს და ენდობა სკოლის დირექტორს, მანდატურებს, კლასის დამრიგებელს,  სპეციალურ მასწავლებელს, რომელიც ყოველდღიურად მუშაობს არა მარტო მასთან, არამედ საგნის მასწავლებლებთან, კლასის დამრიგებელთან და სკოლის მულტიდისციპლინურ  ჯგუფთან.

 

სსსმ მოსწავლესთან კეთილმეგობრული ურთიერთობის დამყარება  აძლევს  სპეციალურ  მასწავლებელს ძირითადი მიზნის მიღწევის საშუალებას, მხოლოდ ამ პოზიციიდან ახერხებს საგნის მასწავლებლები  გამართული  საგაკვეთილო პროცესის შენარჩუნებას. ამ პოზიციიდან ხდება მითითება მოსწავლისათვის არასასურველი  ქცევის გამო და ამასთან მითითება  იმაზეც,  თუ რით ჩაანაცვლოს არასასურველი ქცევა. აღსანიშნავია, რომ  კლასში შემსვლელ  მასწავლებლებს არ ავიწყდებათ,  უპირველესად ხაზგასმა გააკეთონ მხოლოდ პოზიტიურზე და მოსწავლე სათანადოდაც წაახალისონ. ამით მივაღწიეთ იმას, რომ  მოსწავლის აქცენტი  უფრო დადებითისაკენ  გადავხარეთ.  ასეთი ქმედებით ვახერხებთ, რომ მაქსიმალურად ვაგრძნობინოთ ბავშვს სითბო და კეთილგანწყობა.

 

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლესთან მუშაობის დროს მხედველობიდან არ გვრჩება მშობელი და  ის პრიორიტეტები, რომელსაც მშობელი  თვლის საჭიროდ /ვგულისხმობ სწავლასთან ერთად საყოფაცხოვრებო უნარებს/.  სკოლაში ვცდილობთ, მოსწავლეს შევუქმნათ რეალური  საფუძველი იმისა, რომ სამომავლოდ მან შეძლოს  იცხოვროს უსაფრთხო ცხოვრების წესით, შეძლოს პიროვნული ურთიერთობების დამყარება საზოგადოებასთან, არ გაუჭირდეს ორიენტაცია, შეძლოს პირადი  ჰიგიენის დაცვა და  ყოველდღიური ცხოვრების აქტივობებში მონაწილეობა. მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩავთვლით ჩვენს მიზანს მიღწეულად და ჩვენს შრომას და გარჯას შედეგიანად.

      

 

მზია ზარნაძე

სსიპ  ქალა ქუთაისის №8 საჯარო სკოლის  პედაგოგი

 

                                                                                              

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4786
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია