დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"მთავარ როლს" სტუდენტები გააცოცხლებენ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/05/31 00:26:57

შაბათს,31 მაისს,ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში,15:00 საათზე გაიმართება აკაკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური დასის მიერ დადგმული სპექტაკლის პრემიერა.


თამარ ბართაიას პიესა "მთავარი როლი", ტრაგიკომედია ორ მოქმედებად, რომელსაც 2010 წელს მიღებული აქვს საბას პრემია, წლის საუკეთესო პიესისათვის.


სპექტაკლის რეჟისორია ლევან კვატაშიძე. პიესას სცენაზე, აწსუ–ს ახალგაზრდა, სხვადასხვა ფაკულტეტებისგან დაკომპლექტებული, არაპროფესიონალი სტუდენტები გააცოცხლებენ.


ჩვენება გაიმართება იმერეთის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში. ფესტივალში სხვადასხვა რეგიონიდან და ქალაქიდან ჩამოსული დასები ღებულობენ მონაწილეობას. ფესტივალის 30 მაისს გაიხსნა და 12 ივნისს დაიხურება..


 

ზემოთ აღნიშნულ სპექტაკლის პრემიერაზე დასწრება თავისუფალია!!

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2740
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია