დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ქუთაისს სუსტი თვითმმართველობა ჰყავს"–თემურ შაშიაშვილი
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/05/29 13:08:04

„ქუთისისს სუსტი ადგილობრივი ხელისუფლება ჰყავს, სამწუხაროა, რომ ამ ქალაქში სასიკეთო არაფერი ხდება,“–განაცხადა „ნინო ბურჯანაძე–ერთიანი ოპოზიცია“ მერობის კანდიდატმა თემურ შაშიაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე.


შეხვედრაზე საუბარი ქალაქის მართვის მეთოდს შეეხო. შაშიაშვილმა აღნიშნა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსზე მხოლოდ 5 ავტომობილს დატოვებს, ასევე გააუქმებს პრემიებს.


„მიკვირს, როგორ არ რცხვენიათ, ამდენ ბანერებს რომ აკრავენ ქალაქში? არ მწამს ფულიანი კაცის პოლიტიკის, რა უნდა ექიმს, მსახიობს და ბიზნესმენს პოლიტიკაში? მათ თავიანთი საქმე უნდა აკეთონ, მაგრამ არჩევნებზე უამრავი ფული იხარჯება, რაც პირდაპირ კორუფციას ნიშნავს. ქუთაისი უნდა გახდეს საუნივერსიტეტო და მაღალი ტექნოლოგიების ქალაქი,“ – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.


შაშიაშვილი მედიაგარემოსაც შეეხო, მისი განცხადებით, ტელევიზიებმა მხედრიონის ფუნქცია აიღეს, რადგან საარჩევნოდ ეთერში ერთი წუთიც კი ათიათასობით ლარი ღირს.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2423
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია