დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის №3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა კონცერტი და ჰიმნის პრეზენტაცია მესხიშვილის თეატრში
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/05/28 14:03:43

23 მაისს ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის ?3 საჯარო სკოლის ნიჭიერ შემოქმედებს ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის სცენამ უმასპინძლა, სადაც ქართულ მოტივებზე შექმნილი ლექსები, სიმღერები და ცეკვები ერთმანეთს ენაცვლებოდა.

 

 

როგორც სკოლის ხელმძღვანელობა აღნიშნავდა, ეს არ იყო უბრალოდ შემოქმედება, თეატრში გამართული ღონისძიებით წმინდა ნინოს სახელობის ქუთაისის ?3 საჯარო სკოლაში მრავალწლოვანი ტრადიცია აღდგა. როგორც სკოლის დირექტორის მოადგილემ, მარინა ლომთაძემ აღნიშნა, ქუთაისის №3 საჯარო სკოლამ ტრადიცია აღადგინა და მესხიშვილის თეატრში შეკრებილი საზოგადოების წინაშე თვითშემოქმედებით წარსდგა.

 

 „ჩვენს სკოლას ჰქონდა ტრადიცია, რომელიც სამწლიანი პაუზის შემდეგ კვლავ გავაგრძელეთ და დღეს მაყურებლის წინაშე ჩვენი აღსაზრდელები თვითშემოქმედებით წარსდგნენ. ეს იყო ჩვენი ბავშვების, პედაგოგებისა და მშობლების დაუღალავი შრომის შედეგი. მოხარული ვარ, რომ თეატრში მყოფმა საზოგადოებამ მოიწონა და დააფასა ჩვენი ბავშვების ნიჭიერება. მომავალში კვლავ გავაგრძელებთ, მეტად მრავალფეროვანი შემოქმედებით ვეწვევით თეატრს,“ - განაცხადა მარინა ლომთაძემ.

 

ღონისძიების დასასრულს სკოლის დირექტორმა, თამაზ ჭაბუკიანმა, საზოგადოებას სკოლის მედალოსნები და ოლიმპიადებში გამარჯვებულები წარუდგინა.

 

23 მაისის კონცერტი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ  პოეტ ირმა ქურასბედიანის ლექსზე შექმნილი ქუთაისის №3 საჯარო სკოლის ჰიმნის პრეზენტაცია გაიმართა. რამდენიმე დღის წინ, წმინდა ნინოს სახელობის სკოლა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ აკურთხა.

 

სკოლის მოსწავლეების, კურსდამთავრებულების, მშობლების და მასწავლებლების მიერ ერთობლივად  შესრულებულმა ჰიმნმა თეატრში მყოფი საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია, რომლებიც კონცერტის დასასრულს ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ქუთაისის №3 საჯარო სკოლამ თავისი სახელი კიდევ ერთხელ გაამართლა.

 

„ქუთაისში რამდენიმე გამორჩეული სკოლაა, რომელთაც, ქუთაისის მსგავსად, დიდი ისტორია აქვთ. მათ შორის არის წმინდა ნინოს სახელობის სკოლა. რაც დღეს ჩვენ აქ ვიხილეთ, არის მაღალი პროფესიონალიზმისა და ცოდნის შედეგი. მე არ ვიცი სკოლა, რომელსაც ასეთი ჰინმი ექნება.  ?3 საჯარო სკოლას მეტი პერსპექტივა აქვს. ვუსურვებ  წარმატებებს და ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდა შემოქმედს,“ - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ომარ ნიშნიანიძემ.

 

კონცერტს იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი,  ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ მიქიაშვილი, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და ქალაქში ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.

 

მესხიშვილის თეატრში კონცერტი იმერეთის გუბერნატორის და ქალაქის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით გაიმართა.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3937
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია