დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პატრიარქი არ გადამდგარა!
2014/05/28 12:55:54

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საპატრიარქოში არ ადასტურებენ.


„ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, მსგავს აბსურდზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“,- აღნიშნა “კვირასთან“ საუბრისას კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველმა.


ცნობისთვის, სოციალურ ქსელში სრულიად საქართველოს პატრიარქის სახელით მიმართვა გავრცელდა. მიმართვაში პატრიარქის სახელით განმარტებულია, რომ უწმინდესი ბოლო დროს გაუარესებული ჯანმრთელობის გამო ეკლესიის მართვას ვეღარ ახერხებს. „მე, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია შიოლაშვილი-ღუდუშაური, სრულად ვაცნობიერებ ჩემზე, როგორც ერის სულიერ მამაზე და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ იერარქზე დაკისრებულ მოვალეობას და პასუხიმგებლობას, ჩემო სულიერო შვილებო, თქვენსა და ღმერთის წინაშე, და ვაცხადებ: ბოლო დროს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც სრულად ვეღარ ვახერხებ ვმართო ეკლესია და ვწყემსო მრევლი! ექიმებიც მირჩევენ, დავისვენო“, – აღნიშნულია პატრიარქის სახელით გავრცელებულ მიმართვაში.

 

წყარო: kvira.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2491
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია