დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ნაციონალების“ გადახურულ სახლებს წინასაარჩევნოდ „ოცნება“ ხელმეორედ ხურავს?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/05/28 12:34:59

ქუთაისის მერიას წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, კახა ხვარეშია მიიჩნევს, რომ მერიის კეთილმოწყობისა და საბინაო სამსახურები საარჩევნოდ ამომრჩეველთა მოსყიდვას ცდილობენ. მისი განცხადებით, აღნიშნული სამსახურის წარმომადგენლები ქალაქის სხვადასხვა უბანში დადიან და მოსახლეობისათვის გადასახური მასალა მიაქვთ. ასევე მანქანებს დაყვებიან „ქართული ოცნების“ კოორდინატორები, რომლებიც მოსახლეობას მოუწოდენენ, ხმა მისცენ „ქართულ ოცნებას“ და მათი მაჟორიტარობის კანდიდატების ბროშურებს ურიგებენ.

 

„მერია მიზანმიმართულად ცდილობს, საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას. მათ ორი წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებიათ ქალაქში და მხოლოდ ბოლო ერთი თვეა, რაც აქტიურობენ. „ოცნების“ წარმომადგენლები დადიან და მოსახლეობაში გამოკითხვას ატარებენ, თუ რა პრობლემის მოგვარება უნდათ. წინააღმდეგი არავინაა, თუკი რამე გაკეთდება ამ ქალაქში. მაგრამ ეს მხოლოდ საარჩევნო დაპირებებია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2012 წელს ივნისში ვარიგებდით გადასახურ მასალას, როცა საბინაო სამსახურის უროსი ვიყავი და „ოცნება“ არჩევნებამდე 5 თვით ადრე მადანაშაულებდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში მაშინ, როდესაც თვითონ არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ახდენენ მოსახლეობაში მასალის დარიგებას. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ავტოქარხანაში მდებარე 94 კორპუსიდან 87-ს გადასახური მასალა ჩვენი მმართველობის დროს აქვს მიღებული. რატომ ახდენენ თანხების ხელმეორედ ხარჯვას უკვე მოგვარებული პრობლემისთვის, როცა ქალაქში ამდენი სხვა პრობლემაა?“ – აცხადებს კახა ხვარეშია.

 

 

შეგახსენებთ, რომ ხვარეშია „ნაციონალური მოძრაობიდან“ კენჭს ავტოქარხნის ოლქში იყრის. იგი „ქართული ოცნების“ ავტოქარხნის მაჟორიტარობის კანდიდატს მურმან გუბელაძეს დებატებში იწვევს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3055
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია