დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერობის 7 კანდიდატს საარჩევნო მანდატები გადაეცათ
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/05/24 13:12:38

ქუთაისის №59 საოლქო საარჩევნო კომისიის  თავმჯდომარემ ავთანდილ ოსეფაიშვილმა ქუთაისის მერობის 7 კანდიდატს საარჩევნო მანდატები გადასცა.


ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, საარჩევნო კამპანია ყოველგვარი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს.


„დღეს, ქუთაისის მერობის კანდიდატებს ოფიციალურად გადავეცით მოწმობები. მართალია, ისინი თავიანთი პარტიების მიერ წარდგენილები არიან როგორც მერობის კანდიდატები, მაგრამ ეს ოფიციალური ნაწილი აუცილებლად უნდა გაგვევლო. მანდატების გადაცემით მერობის კანდიდატთა ოფიციალური ლეგიტიმაცია განხორციელდა,“-განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კიმისიის თავმჯდომარემ ავთანდილ ოსეფაიშვილმა.


ქუთაისის მერობის კანდიდატების თქმით, ისინი უდიდეს პასუხისმგებლობად მიიჩნევენ ქუთაისის მერობისთვის ბრძოლას და მზად არიან ყოველგვარი გამოწვევებისთვის.


შეგახსებებთ, რომ ქუთაისის მერობისთვის 7 კანდიდატი იბრძვის, მათ შორის,  ორი ქალია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2350
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია