დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"ქალები წარსულიდან-მაგალითი მომავლისთვის"-გამოფენა ქუთაისში
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/05/22 16:40:26

ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის  ცენტრში, მედიის განვითარების ფონდმა გამოფენა გამართა სახელწოდებით:  "ქალები წარსულიდან-მაგალითი მომავლისთვის".


გამოფენაზე წარმოადგინეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი ქალების, ასევე სხვა ისტორიული პირების (მარიამ გარიყული, ეკატერინე გაბაშვილი, კატო მიქელაძე, ნინო ყიფიანი, ბარბარე ყიფიანი და სხვა) საზოგადოებრივი აქტივობის ამსახველი ექსპონატები.


"ჩვენ შევისწავლეთ მე-19 მე-20 საუკუნის მედია და იმ დროინდელი ქალების როლი პოლიტიკაში, შევეცადეთ ექსპონატებით გაგვეცოცხლებია მათი მოღვაწეობა. ჩვენი მიზანია, რომ ვაჩვენოთ გენდერული თანასწორობის იდეა არ არის უცხო საქართველოსთვის,"-განაცხადა მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ თამარ კინწურაშვილმა.


პროექტი ქუთაისში, საარჩევნო სისტემის განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2718
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია