დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხმაური ქუთაისის საკრებულოში და „პოლიტიკურ მაროშკინებად“ შერაცხული ოპონენტები
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/05/21 15:46:21

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის ორგანიზაციის პროექტი „საკრებულოს წევრის ანგარიშის წესის დამტკიცების შესახებ“  ქუთაისის საკრებულოს დეპუტატთა დაპირისპირების მიზეზი გახდა.


„საეა“-ის იმერეთის ორგანიზაციის  თავმჯდომარის პაატა კლდიაშვილის მერ წარდგენილ პროექტს, რომლის მიხედვითაც საკრებულოს დეპუტატი ვალდებულია მოსახლეობას თავისი საქმიანობის პერიოდული ანგარიში წარუდგინოს, საკრებულოს „ნაციონალმა“ წევრებმა მხარი იმ მიზეზით არ დაუჭირეს, რომ ამ მოწვევის საკრებულოს პროექტის მიღების მორალური უფლება არ აქვს.


„საკრებულოს ამ შემადგენლობას, რომელთაც მრავალი პარტია გამოიცვალეს, არ აქვთ მორალური უფლება მსგავსი პროექტი მიიღოს, რადგან არიან ტიპური ყვარყვარეები, ამასთან ერთად  საკრებულოს თავმჯდომარეც კი არ ჰყავს. ჩვენთვის  პროექტი მისაღებია, თუმცა გარკვეულ ცვლილებებს საჭიროებს, რომლის დამტკიცების უფლებაც მომავალი მოწვევის საკრებულოს უნდა მივცეთ“-განაცხადა გია უკლებამ, რომელმაც საკრებულოს „მეოცნებე“ დეპუტატები პოლიტიკურ მაროშკინებად“ მოიხსენია.


უკლებას რეპლიკებმა საკრებულოს წევრის დავით დვალის უკმაყოფილება გამოიწვია, რაც  სიტყვიერ დაპირისპირებამდე მივიდა.


პროექტის წარმდგენის ახალგაზრდა ეკონომისტ პაატა კლდიაშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტი საქართველოს 7 დიდი ქალაქის საკრებულოებს უკვე  წარედგინათ, ნაწილმა პროექტი დაამტკიცა კიდეც. კლდიაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ საკრებულოს წევრი  პროექტის ფარგლებში ვალდებული იქნება საკუთარ ამომრჩეველს პერიოდულად გააცნოს საკუთარი მუშაობის ანგარიში, რაც მოსახლეობის ინფორმირებულობას გაზრდის.


 

მიუხედავად ხმაურიანი განხილვისა და „ნაციონალების“ წინააღმდეგობისა ქუთაისის საკრებულომ აღნიშნული პროექტი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2676
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია